ოპტიმალიზმი - ახალი პარადიგმა

ავტორი: ემზარ ხვიჩია


თარიღი: 2015/Apr/14 (12:01)


2012

შესავალი

ოპტიმალიზმის დოქტრინის საფუძველია "ფსიქიკურ სტიქიათა თეორია" და "ციკლური ლოგიკა", უფრო სწორად რომ ვთქვათ, შესაბამისად, ფსიქოლოგიისა და თვითრეგულირებად სისტემათა თეორიის სფეროებში,  ამ ტერმინებით აღნიშნული სიახლეების საფუძველზე ჩამოყალიბებული ახალი მეცნიერული მიდგომა - ნოოლოგია.

“ფსიქიკურ სტიქიათა თეორია” წარმოადგენს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებას, “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის” აღმოჩენის საფუძველზე. ფსიქიკურ სტიქიათა თეორია გვაძლევს საზოგადოების თვითორგანიზაციის ელემენტებისა და მექანიზმის, ისტორიული პროცესის მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის გამოვლენა-იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. სადღეისოდ ამ შედეგების საფუძველზე ხერხდება მსოფლიო პროცესების სტრატეგიული პროგნოზირება, მიღწეულია საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის ოპტიმიზაციის პროგრამის _ ოპტიმალიზმის დოქტრინის ჩამოყალიბება.

ძირითადი თეორიული შედეგები გადმოცემულია შემდეგ პუბლიკაციებში: ხვიჩია ე. “ერი, როგორც ფილოსოფიური კატეგორია და ონტოლოგიურ-გნოსეოლოგიური პინციპი” (ქ. 1997 წ.); ხვიჩია ე. “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია” (თბ. 2004 წ.); ხვიჩია ე. “ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა” (თბ. 2011 წ. ინტერნეტგამოცემა); ხვიჩია ე. “ინფორმაციული ცივილიზაცია გლობალიზებულ სამყაროში და საქართველო” (თბ. 2012 წ. სადოქტორო დისერტაცია) და სხვ.

ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის ცნებებათა სისტემაში ახალი ტერმინების გვერდიოთ გვხვდება აქამდე კარგად ცნობილი ტერმინებიც, როგორიცაა მაგ.: პიროვნება, ერი, ცივილიზაცია, ტოტემიზმი, მითოსი, რელიგია, მეცნიერება, ფილოსოფია, ნოოსფერო და ა.შ. ამის შესაძლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ ამ ტერმინებით აღნიშნული, აქამდე არაცალსახად განსაზღვრული შინაარსები ცალკეული ასპექტებით ემთხვევიან ფსიქიკურ სტიქიათა თეორიით ზუსტად განსაზღვრულ ახალაღსანიშნ შინაარსებს. ძველი ტერმინების გამოყენება საზოგადოებრივ მეცნიერებათა სფეროში არსებული ტრადიციის პატივისცემის და მემკვიდრეობითი კავშირის შენარჩუნების მცდელობის გამოხატულებაა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ისტორიული სემანტიკური დანალექებით დატვირთული ტერმინების გამოყენებას, მათი დეფინიციების დაზუსტების მიუხედავად, ახლავს გარკვეული პრობლემები. ამის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევისთვის შემუშავებულია ტერმინების ალტერნატიული სისტემაც. მაგ. ტერმინები: "ცივილიზაცია", "ერი", პიროვნება” დუბლირებულია ტერმინებით, შესაბამისად: "ნოოცენოზი" (ნაწარმოებია ტერმინის “ბიოცენოზი” ანალოგიით), "ნოოსი" (ნაწარმოებია ტერმინის “ეთნოსი” ანალოგიით), "ნოოიდი" (“ნოოსფეროს ინდივიდი” შემოკლებული ფორმით).

კატეგორია “პიროვნება”, ფიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, აღნიშნავს ცოცხალ ბუნებაში ადამიანის გამომრჩეველ მახასიათებელს, რომელიც ფსიქიკურ ფაქტორად იდენტიფიცირდება. კერძოდ, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებად მომენტს ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის მიღება შეუძლია, რაც ოთხი “ფსიქიკური სტიქიის” _ ოთხი დომინანტური ფსიქიკური ფაქტორის _ “ფორმის მანია”, “ძლევის მანია”, “ცხრომის მანია” და “მართვის მანია” _ არსებობაში გამოიხატება; ადამიანის გარდა, ნებისმიერი ცოცხალი ინდივიდის სახით წარმოდგენილ სუბიექტის განწყობის შინაარსში ფსიქიკური სტიქიები ციკლური რიგის მიხედვით უწყვეტად ენაცვლებიან ერთიმეორეს; განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მის ერთ-ერთ შესაძლო მნიშვნელობაზე ფიქსირებულობა, რასაც “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარების მოხსნას” ვუწოდებთ, მხოლოდ ადამიანის შემთხვევაშია განხორციელებული. 

ინდივიდის ამგვარი გარდაქმნისადმი დაქვემდებარების აუცილებელი პირობაა რეფლექსიის განსაკუთრებული მოდუსი _ “თვითრეფლექსია” (მოტივაციის პრიმატულ ფაქტორად წარმოდგენილი რეფლექსია), რაც მაღალგანვითარებულ ცენტრალურ ნერვულ სისტემას მოითხოვს. ეს აუცილებელი ბიოლოგიური წინაპირობა ბიოლოგიური ევოლუციის, “ბიოფილოგენეზის” პროდუქტია, ხოლო განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარების მოხნის გამომხატველი ფსიქიკური გარდაქმნა რევოლუციურ ნახტომს წარმოადგენს. ამ რევოლუციური ნახტომის შედეგად ინდივიდებს შორის ბიოსფეროში შეუძლებელი მოდუსის და, ამდენად, სინამდვილის ახალი ასპექტის წარმომდგენი თვისებრივი სხვაობები განიცდიან აქტუალიზაციას. სინამდვილის სწორედ ამ ასპექტს, წარმოდგენილს ბიოსფეროს ინდივიდებისგან ადამიანის გამომრჩეველი ფსიქიკური მახასიათებლის გამოვლენების სისტემური ერთობლიობით, ვუწოდებთ ნოოსფეროს. ამრიგად, “პიროვნება” არის ნოოსფეროს ინდივიდი - “ნოოიდი”. 

როგორც ცნობილია, ტერმინი “ნოოსფერო” შემოტანილია ვერნადსკის მიერ. ნოოსფეროს ის განმარტავდა, როგორც სამყაროს ინფორმაციულ სარტყელს, რომელშიც გროვდება ინდივიდთა სიცოცხლისეული გამოცდილება მათი გარდაცვალების შემდეგ. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის ცნებათა რიგში ამ ტერმინის დამკვიდრება შესაძლებელი გახადა იმ გარემოებამ, რომ გარდასულ თაობათა ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების მექანიზმის გამოვლენა მოხერხდა თვით საზოგადოებაში (იხ. ქვემოთ _ “ნოოფილოგენეზი”), რითაც აღნიშნულ ტერმინს ჩამოშორდა მისტიკური სემანტიკური დატვირთვა და შესაძლებელი გახდა ის მეცნიერულ ტერმინად გვექცია. ამასთანავე, ფსიქიკურ სტიქიათ თეორიის მიხედვით განსაზღვრული მნიშვნელობით, ტერმინი ნოოსფერო მოიცავს სინამდვილის მოცემულობაზე ადამიანის მოქმედების ტექნოლოგიური ასპექტებით განსაზღვრული გავლენის შინაარსაც, სისტემურ ერთიანობაში.

პიროვნება (პიროვნების კატეგორიის რეალიზაციები) ფენომენურ თვითზრდას, ევოლუციური დაგროვების (კულტურულ-ტექნოლოგიური ზრდის) ეტაპებით გაშუალებულ რევოლუციური ნახტომების კასკადს _ “ნოოფილოგენეზს” ექვემდებარება. ბიოფილოგენეზისგან განსხვავებით ნოოფილოგენეზი ცალსახად განსაზღვრული მიმართულების პროცესია; ბიოსფეროს ინდივიდის მდგომარეობიდან გამოსვლა _ “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ნულოვანი საფეხურის” დაძლევა, ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, გარე სამყაროს ობიექტთან (“ტოტემთან”, ტოტემურ კულტთან) მისი (ინდივიდის ან მისი ცალკეული ასპექტის) თვითგაიგივების მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც გვაძლევს პიროვნების საწყის მოდუსს - ნოოფილოგენეზის პირველ საფეხურს; ეს არის “ტოტემიზმის” არსი; ნოოფილოგენეზის მეორე საფეხური, ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, გარეგანი სინამდვილის ფსიქიკური მოცემულობის მიხედვით ინტერპრეტაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც არის “მითოსის” არსი; ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური, ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, ინდივიდის თვითკმარობის (აღნიშნული მნიშვნელობით გადაგვარების მოხსნის მდგომარეობის მხოლოდ შინაგანი რესურსით, მხოლოდ ფსიქიკური მოცემულობით რეალიზციის) მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც არის “რელიგიის” (რწმენის პრიმატი) არსი; ნოოფილოგენეზის მეოთხე (დედამიწის ნოოსფროს ისტორიაში ჯერჯერობით უკანასკნელი) საფეხური, ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, გარეგანი სინამდვილისადმი  მიმართების “სხვისადმი სხვის" მიმართების მნიშვნელობით აქტუალიზაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც არის “მეცნიერების” არსი. 

კატეგორიას "ერი" შეესაბამება ერთი და იმავე ფსიქიკური სტიქიის მატარებელ პიროვნებათა ისტორიული საზოგადოებრივი ერთობა. ამრიგად არსებობს ერის ოთხი თვისებრივი ტიპი: “ერთა ფორმის მანიის კლასი”, “ერთა ძლევის მანიის კლასი”, “ერთა ცხრომის მანიის კლასი” და “ერთა მართვის მანიის კლასი”. მათ ღირებულებათა ოთხი, ფუნდამენტურად განსხვავებული სისტემა შეესაბამებათ. ერი არსით არის საზოგადოების თვითორგანიზაციის აუცილებელი საშუალედო რგოლი, ნოოსფეროს ფუნქციური ელემენტის სახეობა - “ნოოსი”. 

ადამიანი, დაბადებით, კვლავ, მხოლოდ ბიოსფეროს ინდივიდია,  ბიოსფეროს ინდივიდად იწყებს არსებობას. ერი არის გარემო, რომელშიც ხდება ახალი თაობების წარმომადგენელ ინდივიდთა “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის” ფსიქიკური გარდაქმნისადმი დაქვემდებარება ანუ პიროვნებად (ნოოიდი) ქცევა. საამისოდ ერთადერთი გზაა მოზარდის მიერ ნოოფილოგენეზის ამსახველი ინფორმაციის ათვისება ერთ-ერთი ერის მემკვიდრეობაში წარმოდგენილი კონკრეტულობით და ნოოფილოგენეზის საფეხურთა რიგის სათანადო თანმიმდევრობით. 

ამრიგად, პიროვნება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ერის წევრად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ნოოონტოგენეზში ნოოფილოგენეზის განმეორება აღზრდის კონსტრუქციული ასპექტია. ნოოფილოგენეზის ყოველ საფეხურზე შენარჩუნებულია ნოოფილოგენეზის ყველა წინა საფეხურის ნოოონტოგენეზური აქტუალობა.

აღნიშნული ფსიქიკური გარდაქმნის პირობით, ინდივიდში შეჩერებული ფსიქიკურ სტიქიათა მონაცვლეობის პროცესი, მასშტაბის ცვლით გრძელდება განსხვავებული თვისებრივი ტიპის ერთა სიმრავლეზე. სწორედ, ეს არის საზოგადოებრივ ერთობათა სისტემური თვითორგანიზაციის ინდივიდურობამდე ამაღლების პირობა და არსი კატეგორიისა _ ცივილიზაცია. ცივილიზაციას შეესაბამება თვითკმარი საზოგადოებრივი ერთობა, რომელიც, ბიოსფეროს ინდივიდის მზგავსად, უწყვეტად განიცდის ფსიქიკურ სტიქიათა სათანადო თვისებრივ მდგომარეობათა - “ცივილიზაციურ ფაზათა” ცვლის პროცესს. ყოველი ცივილიზაციური ფაზა კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერების პროდუქტიულ აქტივობაში გამოიხატება. ცივილიზაცია არის ერთა სისტემური ერთიანობა - “ნოოცენოზი”. 

ნოოსფეროს საწყისი მდგომარეობას - “პირველადი ნოოცენოზების” ეპოქას ნოოფილოგენეზის პირველი საფეხური და საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის ბიოსფერული ოპტიმუმით შეზღუდულობა ახასიათებს; ამ ეტაპზე ნოოცენოზები წარმოდგენილია “ ტოტემური თემების”, ერები კი - “ტოტემური კასტების” სახით. 

ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურზე ხდება საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის შეზღუდვის მოხსნა, დგება პირველადი ნოოცენოზების ინტეგრაციის მამოძრავებელ, “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” ოპტიმალურობის ეპოქა, იწყება “მეორეული ნოოცენოზების” ჩამოყალიბება.

ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე მეორეულ ნოოცენოზებში ჩნდება ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისკენ მიდრეკილება, რაც ე.წ. მსოფლიო რელიგიების წარმოშობაშია ასახული.

ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე, რომლის პირველი შეუქცევადი სტაბილიზაციის ფაქტი ე.წ. დასავლეთევროპული განმანათლებლობის ეპოქით თარიღდება, იგივე მიდრეკილება მეცნიერული პოლიტიკური პარადიგმების წარმოშობაში აისახება (იხ. ქვემოთ). სამი მათგანი: “ნაციონალ-სოციალიზმი” - მოვალეობის აპოლოგია, “კომუნიზმი” - თანასწორობის აპოლოგია და “ლიბერალიზმი” - თავისუფლების აპოლოგია, ერთა პირველი სამი თვისებრივი ტიპის შესაბამისია და საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებში “მონოგლობალიზმის” - მსოფლიო საზოგადოების ღირებულებათა ერთი სისტემის თარგზე მოწყობის მცდელობის ალტერნატიულ მოდუსებად ფიქსირდება. 

XX საუკუნის დასასრულს გლობალიზებულმა ეგეოსურმა ცივილიზაციამ მიაღწია მდგომარეობას, რომელსაც “ინფორმაციულ ცივილიზაციას” ვუწოდებთ, რაც ნიშნავს ინფორმაციის მისი მატარებლისგან დამოუკიდებლად გავრცელების და შეუზღუდველად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველმყოფელი გლობალური ტექნოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ამ ფაქტორის ხელშეწყობით. დღეს გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაცია განიცდის “სტიქიური ცივილიზაციის” მდგომარეობიდან “ნოოსფერული ანუ სტაბილიზებული ცივილიზაცის” მდგომარეობაში გადასვლის კრიტიკულ მომენტს - დედამიწის ნოოსფერო მისი საბოლოო სტაბილიზაციის (საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის აღკვეთა) მიჯნაზე დგას. ამ პროცესის მეცნიერული რეგულირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს ერთა მართვის მანიის კლასის შესაბამისი, ზემოთაღნიშნული სამისგან განსხვავებით, “მულტი-მოდალური გლობალიზმის” პარადიგმა - “ოპტიმალიზმი” - თანხმობის აპოლოგია. 

 

 

 პოლიტიკური პროგრამის თეზისები  

1) არსებობს "განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი" _ ადამიანთა საზოგადოების სისტემური თვითორგანიზაციის მთავარი ფაქტორი, რომელსაც ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის მიღება შეუძლია.

2) განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის" შესაძლო მნიშვნელობებს, რომელთაც "ფსიქიკურ სტიქიებს" ვიწოდებთ, შეესაბამებათ ოთხი "დომინანტური ფსიქიკური ფაქტორი": "ფორმის მანია", "ძლევის მანია", ცხრომის მანია", “მართვის მანია".

აღნიშნული ფაქტორების აღსანიშნავად ტერმინის _ “მანია” გამოყენება ამ ფაქტორების დომინანტურობის ხაზგასმას ემსახურება (მათი დომინანტურობის პირობაა ერთობლივად მოქმედ პიროვნებათა ჯგუფში ინდივიდთა რიცხვის მათ მოქმედება-არსებობაზე დაკვირვების დროსთან მიმართებაში საკმარისად დიდობა).

3) "ფსიქიკურ სტიქიათა" ოთხეული მოწესრიგებულია ციკლური რიგის მიხედვით, აქ მითითებული თანმიმდევრობით.

4) "ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების" (გავლენების) პარამეტრები გვაძლევს კრიტერიუმების სისტემას მსოფლიო კულტურათა (ყოფითი ტრადიციების, სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ- სამართლებლივი ინსტიტუციების, მუსიკალური, პლასტიკური და სხვა სახის ხელოვნების დარგების, ლიტერატურის, ენის, ტოტემისტური და მითოსური მემკვიდრების, რელიგიის, სამეცნიერო სკოლების და სხვა ასპექტების ერთობლიობა) კლასიფიკაციისთვის. 

5) დადგენილია, რომ ყოველი კულტურა, მისი ძირითადი თვითშეთანხმებული კომპონენტის მიხედვით, ერთ-ერთი "ფსიქიკური სტიქიის ეფექტის" გამოხატულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შემოქმედი საზოგადოების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთიდაიგივე "ფსიქიკური სტიქიის" მატარებელია.

6) ამ გარემოებითაა ნაკარნახევი "ერის" (ნოოსი) დეფინიცია, როგორც ერთიდაიგივე "ფსიქიკური სტიქიის" მატარებელ ინდივიდთა ისტორიული საზოგადოებრივი ერთობისა. 

7) ამრიგად, არსებობს ერთა ოთხი თვისებრივი ტიპი: “ერთა ფორმის მანიის კლასი”, “ერთა ძლევის მანიის კლასი” “ერთა ცხრომის მანსი კლასი” და “ერთა მართვის მანიის კლასი”.

8) ამგვარად განმარტებული "ერის" რეალიზაციები არ წარმოადგენენ თვითკმარ თვითრეგულირებად ფენომენებს: მათ არ გააჩნით უნარი თავისი აწმყო მდგომარეობით განსაზღვრონ მათივე სამომავლო მდგომარეობა.

9) თვითკმარ, თვითრეგულირებად საზოგადოებრივ წარმონაქმნს აღვნიშნავთ ტერმინით "ცივილიზაცია" (ნოოცენოზი).

 

10) ამგვარად განმარტებული "ცივილიზაცია" წარმოგვიდგება ოთხივე თვისებრივი ტიპის ერების სინქრონულ-დიაქრონულად მაერთიანებელ სისტემად.

11) "ცივილიზაციის" არსებობა კონკრეტული თვისებრივი მდგომარეობების _ "ცივილიზაციურ ფაზები" _ განსაზღვრული რიგის მიხედვით მონაცვლეობის პროცესია. ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის პროცესი გარეგან რეგულირებას არ ექვემდებარება _ ის თავად არის ყოველგვარი რეგულაციის გამოხატულება.

12) ერთა ყოველი თვისებრივი ტიპი კონკრეტული ცივილიზაციური ფაზის რეალიზატორი ელემენტია. ყოველ კონკრეტულ ცივილიზაციაში კონკრეტული "ცივილიზაციური ფაზა" სათანადო თვისებრივი ტიპის ერის პროდუქტიულ აქტუალიზაციაში პოულობს გამოხატულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ერები მააქტიურებელ და მამუხრუჭებელ იმპულსებს მათი მომცავი ცივილიზაციისგან ღებულობენ.

13) თუ ცივილიზაციაში ახალი ფაზის დადგომისას არ აღმოჩნდება შენარჩუნებული სათანადო ტიპის ერი, შეიძლება მოხდეს, ან მასში წარმოდგენილ სხვა თვისებრივი ტიპის ერთა თვისებრივი ტრანსფორმაცია, ან ამგვარი ერის შემოჭრა მეზობელი ცივილიზაციიდან, რაც ცივილიზაციურ წარმონაქმნთა მასშტაბის ზრდის და, ამდენად, პროგრესის პირობას წარმოადგენდა XX საუკუნის შუაწლებამდე.

14) ცივილიზაციურ ფაზათა მონაცვლეობა შესაძლებელია რამდენიმე  განსხვავებული   სქემის მიხედვით მიმდინარეობდეს, რაც გვაძლევს თვითონ ცივილიზაციათა კლასიფიკაციის შესაძლებლობას. 

15) დინამიზმის და მდგრადობის ოპტიმალური შეთანადებით გამოირჩევა ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემა, რომელსაც "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემას" ვუწოდებთ. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოზე განფენილი გლობალური ცივილიზაციის რომელობის საკითხი სამი ამგვარი ცივილიზაციის - შუმერულის, ეგეოსურის და დასავლეთევროპულის -უღთიერთბრძოლაში გადაწყდა. 

 

16) "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის" შემთხვევაში ყოველი მეორე ფაზა "ორმაგი ეფექტის ფაზაა". მათს რეალიზაციაში შეწყვილებულია ორი დიამეტრალურად საპირისპირო ფსიქიკური სტიქია, ე.ი. ან მართვის მანია და ძლევის მანია, როგორც ეგეოსურ და შუმერულ ცივილიზაციებში (ნოოცენოზები), ან ფორმის მანია და ცხრომის მანია, როგორც დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში (ნოოცენოზი). ორმაგი ეფექტის ფაზებს მორიგეობით მოსდევს სხვა ორი ფსიქიკური სტიქიის "ცალფა ეფექტის ფაზები".

17) "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის" მიხედვით მოარსებე ცივილიზაციის დასახელება მოხერხებულია მისი "პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის" რეალიზაციის გეოგრაფიის მიხედვით. მთელს მსოფლიოზე განფენას ანუ გლობალურ ცივილიზაციად დამკვიდრებას მიაღწია ცივილიზაციამ, რომლის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის ეპიცენტრი დაფიქსირდა ეგეიდაში, ქრისტეს შობამდე 22-ე - მე-12 საუკუნეებში. ქართველი ერი, კოლხური სამყაროს სახით, მონაწილეობდა ამ მოვლენაში. 

18) ერთიდაიგივე თვისებრივი ტიპის ერები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან მათს განვითარებაში მიღწეული “ნოოფილოგენეზის” საფეხურების მიხედვით.

19) დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში წარმოდგენილია ნოოფილოგენეზის ოთხი საფეხურის რეალიზაციები. საზოგადოდ, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხური არ არის ბოლო საფეხური, მაგრამ დედამიწის პირობებში ყველაზე დაწინაურებული ერებიც კი, თავიანთი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის, მხოლოდ, დასაწყისს განიცდიან. ამასთანავე, ერთა დიდი ნაწილი თავისი ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზეა, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერთა სამეცნიერო სკოლების მიღწევებზე დაფუძნებულ მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტებით. 

20) საზოგადოდ, ერის არსებობა აქტუალურია არა მუდმივად, არამედ, მხოლოდ მის მომცავ ცივილიზაციაში, სათანადო თვისებრივ ფაზაში, რომლის დასრულების შემდეგ ერი კარგავს მისი არსებობის გარეგან გამართლებულობას, იხსნება ახალი ფაზის სათანადო თვისებრივი ტიპის ერთა გავლენისადმი და მისი გადარჩენა მისი აქტუალურობის მორიგ ფაზამდე, მხოლოდ მის წარმდგენ საზოგადოებაში ტრადიციის ინერციაზე და მის ხელთ არსებულ საარსებო (სასიციცხლო და სამრეწველო) რესურსების ოდენობაზე ხდება დამოკიდებული. სწორედ, ეს გარემოებაა განმაპირობებელი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” გაბატონებულობისა, ისტორიის იმ საშუალედო ეტაპზე, რომლის დასასრულსაც ვესწრებით და ვექვემდებარებით კაცობრიობის თანამედროვე თაობები. 

21) ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ისტორიულ ცივილიზაციებში ფაზათა ცვლის დაბალი ტემპისა და ცივილიზაციათა სიმრავლის პირობებში, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია კონსტრუქციული მნიშვნელობის, პროგრესის მაჩქარებელ ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც ცივილიზაციათა ურთიერთშთანთქმით მათი მასშტაბის ზრდის და, კონკრეტულ ცივილიზაციურ ფაზაში ამა ცივილიზაციის კონროლქვეშ არსებული საარსებო რესურსების მთელი მარაგის თანადროულად აქტუალური თვისებრივი ტიპის ერების განკარგულებაში მოქცევით, ფაზის ხანგრძლივობის შემცირების (ინფორმაციული ზრდის პროცესების ინტენსიფიკაციის) ხელშემწყობი ფაქტორი. მაგრამ, XX საუკუნის შუაწლებისთვის, როდესაც დასრულდა მსოფლიო ცივილიზაციების ერთ, გლობალურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება და ფაზის ხანგრძლივობა 2000 წელიწადიდან (ნეოლითური რევოლუციის ხანა) 20 წლამდე (XX საუკუნის დასაწყისი) შემცირდა, დადგა საერთაშორისო ურთიერთობების ახალ სტრატეგიაზე დამყარების აუცილებლობა 

22) ფსიქიკურ სტიქიათა თეორია გვაძლევს შესაძლებლობას ადექვატურად ვუპასუხოთ ახალი დროის მოთხოვნას, შევთავაზოთ მსოფლიო საზოგადოებას ახალ ვითარებაში ოპტიმალური და კონსტრუქციული სტრატეგია საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლად. ამ ახალ სტრატეგიას ვუწოდებთ “საარსებო რესურსების ოპტიმალური განაწილების სტრატეგიას”, ან მოკლედ - “ოპტიმალიზმს”.

ოპტიმალიზმის საზრისია ერებს შორის თვისებრივი სხვაობის ფუნქციური დანიშნულების ინსტიტუციონალიზაცია ანუ ერის საერთაშორისო ფუნქციისა და სტატუსის განსაზღვრაში და ეროვნული სახელმწიფოს მოწყობაში ერის თვისებრივი ტიპის ადექვატური ასახვა. ეს ნიშნავს ეროვნული სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის ერის შეუზღუდეველი თვითრეალიზაციის ინსტრუმენტად გადაქცევას, ნაცვლად ცივილიზაციურ ფაზათა ცვლასთან დაკავშირებული ცვლილებების გამტარებელ მექანიზმად მისი არსებობისა, რაც ერის საზიანოდ მისი მოქმედებების შესაძლებლობის დამშვებიცაა.

23) გლობალიზმი სადღეისოდ აქტუალური მისი სახესხვაობით, რომელსაც შეიძლება “ლიბერალისტური მონო-მოდალური გლობალიზმი” ვუწოდოთ, აღნიშნული, მოძველებული სტრატეგიის ინერციის გამოხატულებაა და შეიცავს ძველი სტრატეგის მოქმედების ოპტიმალურობის პირობებში დაბრუნების საფრთხეს. ამას დღეს, მხოლოდ, ცივილიზაციის სისტემური თავდაცვით რეაქცია ეღობება წინ, რაც გლობალურ ცივილიზაციაში ფაზათა ხანგრძლივობის შემდგომი შემცირების შეჩერებაშია ასახული - XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე დასავლეთევროპული ცივილიზაციის ორმა და სადღეისოდ მხოლოობაში დარჩენილი ეგეოსური ცივილიზაციის ხუთმა ფაზამ ერთნაირი, ოცწლიანი ხახნგრძლივობით ჩაიარა: 20 წელიწადი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერებში (ამერიკელები, რუსები, გერმანელები, ფრანგები, ჩინელები, იაპონელები, ქართველები და კიდევ რემდენიმე ერი) პიროვნების ფსიქოლოგიური სიმწიფის ასაკია, ცივილიზაციური ფაზის ხანგრძლივობის შემდგომი შემცირება, ემუქრება პიროვნების ფენომენის, მთელი ნოოსფეროს (განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის მოვლენის) არსებობას.

24) ოპტიმალური მოწყობის პირობებში, მსოფლიო პოლიტიკური სისტემის უმაღლესი ინსტანცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს “გლობალური განვითარების ცენტრი”, ერთა ოთხი თვისებრივი ტიპის არსებობოს გათვალისწინებით, სათანადო ფუნქციებით აღჭურვილ, ერთა ოთხი უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის  - “ერთა ოთხი პალატის” სისტემურ ერთობლიობად ჩამოყალიბდება.

25) გლობალური განვითარების ცენტრში ერთა ფორმის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: გერმანელები, ესპანელები, იტალიელები, თანამედროვე ელინები (ბიზანტიელების თვისებრივი მემკვიდრეები), ჩეხები, ხორვატები, პოლონელები, უკრაინელები, ებრაელები, არაბები, თანამედროვე თურქები, სპარსები, არმენიელები, იაპონელები, კორეელები, ჩინელები, ვიეტნამელები, ინდონეზიელები და ა.შ., უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს - “ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი პალატა” -  შეესაბამება უზენაესი საკანონმდებლო ფუნქცია, ოპტიმალური მოწყობის მთავარი პრინციპთაგანი, ამ თვისებრივი ტიპის ერების ექსკლუზიური ტერიტორიებით უზრუნველყოფაა (უცხოთა შეუწყნარებლობა ერთა ამ თვისებრივი ტიპის მოუცილებელი მახასიათებელია, რისი გაუთვალისწინებლობაც გლობალური დესტაბილიზაციის პირობაა).

26) გლობალური განვითარების ცენტრში ერთა ძლევის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: რუსები, სერბები, კუბელები, მონღოლები, ქურთი იეზიდები და ა.შ.,  უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს - “ძლევის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი პალატა” - შეესაბამება საერთაშორისო ბუფერული ძალის ფუნქცია, მათ შორის, ზემოთხსენებული ექსკლუზივის დაცვისა, რაც საამისოდ გამართულ სამხედრო-სამეწველო კომპლექსის და გლობალური განლაგების სამხედრო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას გულისხმობს (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ამავე თვისებრივ ტიპს მიეკუთვნებოდნენ: ინდოევროპული, სემიტური და ალთაური მიდგმის ძველ ტომთა უმრავლესობა, ასევე, ძველი მაკედონელები, ძველი რომაელები, ვიკინგები და ა.შ.);

27) გლობალური განვითარების ცენტრში ერთა ცხრომის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: ანგლო-იანკები ანუ ინგლისურენოვანი სამყარო (რომელიც ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის ერთიან ერად რეკონსოლიდაციას განიცდის), ფრანგები, ჰოლანდიელები, ინდოელები და ა.შ.,  უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს - “ცხრომის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი პალატა” - შეესაბამება მსოფლიო ბაზრის რეგულირების (ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის არე  ფორმის მანიის კლასის ერების ეკონომიკური ურთიეწრთთანამშრომლობის სივრცეს წარმოადგენს) და ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების წარმოების, მათ შორის, საგარეო საფრთხისგან ცივილიზაციის დაცვის ფუნქცია, რაც გულისხმობს სათანადო ფუნქციის გლობალურ სამხედრო ინფრასტრუქტურასაც, რომელიც ამასთანავე მთავარი მაწონასწორებელი ფაქტორი იქნება ძლევის მანიის კლასის ერთა გლობალური სამხედრო ინფრასტრუქტურის გავლენისა (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ამ თვისებრივი ტიპის წარმომადგენლებად უნდა დავასახელოთ ფინიკიელები და ძველი ელინები და .ა.შ.);

28) გლობალური განვითარების ცენტრში ერთა მართვის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: ქართველები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, კორსიკელები, სიცილიელები, ბასკები და ა.შ., უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს - “მართვის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი პალატა” - შეესაბამება ცივილიზაციის წევრ ერთა წინაშე ცივილიზაციის წარმომადგენლის ფუნქცია, რაც გულისხმობს “გლობალური ცენტრის” შეუფერხებელი ფუნქციონირების ფაქტორებზე (მათ შორის, სამხედრო პარიტეტზე) მეთვალყურეობას და სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში, მოცემულ ეტაპზე კომერციულად არახელსაყრელ სტრატეგიულ დაზვერვით კვლევათა ინიციირება და კურირება (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ამ თვისებრივ ტიპს ეკუთვნოდნენ: შუმერები, ხათები, პელასგები, ფილისტიმიელები; ეტრუსკები, კელტები და ა.შ.).

მართვის მანიის კლასის ერისთვის სახელმწიფოებრიობა თავისი არსით, თვითრეგულირების ცივილიზაციური ინსტიტუტებისგან განუყოფელი, ცივილიზაციის სიმთელის ეფექტის გამომხატველი ფენომენია და ამ ეფექტის რეალიზაციის პრობლემას ასახავს თავისი მდგომარეობით (ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ საქართველოს არსებული მდგომარეობა მთელი სისრულით ავლენს გლობალური ცივილიზაციის თანამედროვე მდგომარეობის სირთულეს).

29) “გლობალური განვითარების ცენტრი” უნდა განლაგდეს მართვის მანიის კლასის ერის სახელმწიფოში. დღეს ამ როლზე კონკურენტი არ მოეძებნება საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც არის ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილი ლიდერის, ქართველი ერის ლოკალიზაციის ძირითად არე (ქარველი ერის სტრუქტურის შესახებ იხ. შესაბამისი წერილი) და, ამასთანავე, ერთადერთი ადგილი სადაც, ერთა სამი სხვა თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა არსებითად ურთიერთგაწონასწორებულია.

30) ერებს შორის ფუნქციების ოპტიმალიზმის პარადიგმის მიხედვით განაწილების შემთხვევაში ანუ მსოფლიოს საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროექტში ჩართვისათვის არც ერთ ერს არ მოეთხოვება არავითარი, საკუთარი თვისებრივი ტიპის შესაბამისად მისი თვითრეალიზაციის შინაარსით გაუთვალისწინებელი პირობის დაკმაყოფილება. მაგ., ფორმის მანიის კლასის ერებს არ მოეთხოვებათ დაიოკონ უცხოსადმი ნეგატიური დამოკიდებულება და აგრესიაც კი, ამ პრობლემას პასუხობს ერთა ძლევის მანიის კლასის ფუნქცია.

31) გლობალური პოლიტიკური სისტემის ცენტრალური ინსტიტუტების ფუნქცია პიროვნებებას არ ეხება - პიროვნებას საქმე მხოლოდ მისი ერის პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ექნება - რაც გლობალური ფუნქციის პოლიტიკურ სისტემას მეორე რანგის სტრუქტურად წარმოგვიდგენს.

32) “გლობალური განვითარების ცენტრი” ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტია და თუ ერი მოცემულ ეტაპზე არა ერთი სახელმწიფოთია წარმოდგენილი (მაგ., როგორც არაბი ერი) მაშინ მისი წარმომადგენელი ამ სახელმწიფოთა კონფედერაციამ უდა წარმოადგინოს. ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების შემთხვევაში მრავალ სახელმწიფოდ დაშლილ ერთა რეკონსოლიდაციას სრული გასაქანი მიეცემა.

ცხრომის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობით ინსტიტუტში გარდა ამ თვისებრივი ტიპის ერებისა წარმოდგენილი შეიძლება იყონ ცხრომის მანიის არაპირდაპირი ეფექტის ფენომენები: შვეიცარია, სინგაპური, სამომავლოდ კი, შესაძლებელია, ლიბანი, ერაყი, თურქეთი, პალესტინის სახელმწიფო და ა.შ.

33) საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე პრაქტიკის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ეროვნულ სახელმწიფოთა მოწყობის პრინციპების განსაზღვრაში ერთა თვისებრივი ტიპის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობაში მდგომარეობს, რაც განვითარებად სახელმწიფოებზე გარეგანი ზემოქმედების დესტრუქციული მნიშვნელობის განმაპირობებელი და თვით დაწინაურებულ სახელმწიფოებზე ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის პროცესის დესტრუქციული გავლენის პირობაა (მაგ. 2008 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გავლენა ამერიკაზე).

34) ფორმის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა ცენტრალიზმის მომენტისა და საკანონმდებლო ინსტიტუტის პრიმატში გამოიხატება, ეკონომიკის სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირება, სახელმწიფო მოხელეთა მომზადებისა და სელექციის სახელმწიფო ინსტიტუტი მისი აუცილებელი ატრიბუტია, რაც სტიქიური ცივილიზაციის ერებში ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის სახით განიცდის რეალიზაციას.

35) ძლევის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა სამხედრო ინსტიტუტის პრიმატში პოულობს გამოხატულებას. ხელისუფლების ინსტიტუტში სამხედრო სამრეწველო კომპლექსის და პროფკავშირების წარმოდგენილობაც, ასევე, ოპტიმალურობის ასპექტებია.

36) ცხრომის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა ფინანსური ინსტიტუტის პრიმატში გამოიხატება; ანტიმონოპოლისტური სახელმწიფო სამსახურით უზრუნველყოფილი თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები მისი აუცილებელი ატრიბუტია, რაც სტიქიური ცივილიზაციის ერებში მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნების სისტემის საფუძველზე განიცდის რეალიზაციას.

37) მართვის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა საგარეო  ურთიერთობათა ინსტიტუტის პრიმატში გამოიხატება. 

38) საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში და ეროვნულ სახელმწიფოთა მოწყობის პრინციპების განსაზღვრაში, დღემდე გაუთვალისწინებელი რჩება ერებს შორის მათი “ნოოფილოგენეზური განვითარების საფეხურის” მიხედვით განსხვავებების მნიშვნელობაც, რაც რელიგიური ექსტრემიზმის წარმომქმნელი გარემოებაა. ოპტიმალიზმი ამ პრობლემის მოგვარებასაც უზრუნველყოფს (იხ. ავტორის წერილი ‘სციენტოკრატიის გარიჟრაჟი”).

39) “საარსებო რესურსების ოპტიმალურ განაწილების სტრატეგიაზე” დამყარებულ ცივილიზაციას “ნოოსფერულ ცივილიზაციას” ვუწოდებთ, ხოლო “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიაზე” დამყარებულს _ “სტიქიურ ცივილიზაციას”. საგარეო კონტაქტების მიმართ მდგრადობა მხოლოდ “ნოოსფერულ ცივილიზაციას” ახასიათებს. ამრიგად, დღეს გლობალური ცივილიზაცია საგარეო კონტაქტების უუნაროა.

40) გლობალური ცივილიზაციის ნოოსფერულ ცივილიზაციად ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია ფაზათა ხანგრძლივობის შემდგომი შემცირება ანუ პროგრესის, კონსტრუქციული ინფორმაციის დაგროვების ტემპის შემდგომი ზრდა.

41) ოპტიმალიზმი დასაწყისია პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში ახალი ეტაპისა, რომელსაც შეიძლება “სციენტოკრატიის” ეპოქა ეწოდოს. 

42) გლობალურ ცივილიზაციაში 2007 წლის მიწურულს დასრულდა ერთ-ერთი ფაზა. ეს არის მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისის საფუძველი. ოპტიმალიზმის პროგრამის ინიციირებით შესაძლებელი იყო ფაზის ცვლის აქტის კრიზისში გადაზრდის აცილება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ (2004 წლიდან, როდესაც ამის შესახებ გამოქვეყნდა, 2008 წლამდე საამისოთ საკმარისი დრო რჩებოდა).

2008 წლიდან გლობალურ ცივილიზაციაში მიმდინარეობს ახალი ფაზა, რომელიც ფორმის მანიის კლასის ერების აქტუალურობის მომტანია და, რომელიც გლობალური ცივილიზაციის ნოოსფერულ ცივილიზაციად ჩამოყალიბების გარეშე, ოც წელიწადზე ნაკლები ხანგრძლივობისა ვერ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალურ ცივილიზაციაში 2027 წლამდე, არსებითად, მსოფლიოში 1928 _ 1947 წლების ვითარების განმეორება გვექნება (მთელს მსოფლიოში ინიციატივას ფორმის მანიის კლასის ერები დაეუფლებიან). და თუმცა ფორმის მანიის კლასის ერები ურთიერთ და სხვათა შეუწყნარებლობით გამოირჩევიან, ოპტიმალიზმის დოქტრინის ინციირებით ეს ფაზა გლობალური ცივილიზაციის ნოოსფერულ ცივილიზაციად ჩამოყალიბების პროცესის მნიშვნელობით ანუ მშვიდობიანად და კონსტრუქციული შედეგებით ჩაივლის.