საქართველო ისტორიის მიმდინარე ეტაპზე

ავტორი: ემზარ ხვიჩია


თარიღი: 2015/Apr/13 (11:52)


ამ წერილის პირველ ნაწილში წარმოდგენილია მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ტრედიციული პარადიგმების მიხედვით. რასაც მოსდევს ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან შეფასების გადმოცემა. ეს ორი მიდგომის შედარების საშუალებასაც იძლევა.
რადგან ტრადიციული პარადიგმების მიხედვით სიტუაცია განხილულია ავტორის ორ წერილში (“ქართული გორდიას კვანძი” და “სიახლის მოლოდინი”), აქ ამ მიდგომის შედეგებს მოკლედ და, მეტწილად, ახალი ასპექტებით წარმოგიდგენთ.
* * *
სადღეისოდ ფართოდ გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, საქართველოს ყოფილი, ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის ლიდერების მიმართ დასავლური სამყაროს ზედმეტად შემწყნარებლური დამოკიდებულება დაქირავებული ლობისტების მოქმედების შედეგად მიიჩნევა. საამისოდ, როგორც თავად ე.წ. რევოლუციური ხელისუფლება აცხადებდა, მნიშვნელოვანი სახსრები დაიხარჯა საქართველოს ბიუჯეტიდან. ამგვარ წარმოდეგენასთან სრულ შესაბამისობაშია ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრთა წინასაარჩევნო განცხადებებიც, რომლეთა მიხედვითაც დასავლური სამყაროს, დასავლური ფინანსურ-პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერის მოპოვება დაქირავებული ლობისტების მეშვეობით უზრუნველყოფად გარემოებად მიიჩნეოდა. დღეს ამ რწმენას საფუძველი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეერყა: ყოფილი სახელისუფლებო გუნდი სრულიად დისკრედიტირებულია და მორალურად შეუძლებელი სჩანს მისი მხარდაჭერა, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი დამარცხება არჩევნებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასავლეთი გავლენიანი წარმომადგენლები განაგრძობენ მისი მხარდაჭერის პრაქტიკას. 
ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან წინა ხელისუფლების დამსახურებით საქართველოს მისთვის მეტად დიდი საგარეო ვალი დაუგროვდა (დაახლოებით 12,5 მილიარდი ამერიკული დოლარი), რაც ნეგატიურად განწყობილი გარეგანი ძალების ხელში გადაულახავი პრობლემების წყაროდ შეიძლება იქცეს ჩვენი ქვეყნისთვის. 
ამდენად, საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, დასავლური სამყაროს საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლის პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. 
ამ პრობლემის გადაჭრის გზების გამოსაკვლევად საჭიროა იმ ძალის იდენტიფიკაცია, რომლის კეთილგანწყობის აუცილებლობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღიარებს როგორც ყოფილი (ე.წ. რევოლუციური) სახელისუფლო გუნდი, ასევე, _ ხელისუფლებაში ახალმოსული გუნდიც. 
დღეს მსოფლიო პროცესების ერთ-ერთ მთავრ ფაქტორს წარმოადგენს იდეურ-პოლიტიკური მდინარეობა, რომელიც ამერიკული საზოგადოების ზეეროვნულ წარმონაქმნად, მომავლის საზოგადოების უნივერსალურ პროტოტიპად დასახვის საფუძველზე, ესწრაფვის საზოგადოების მოწყობის ამერიკული მოდელის, ღირებულებათა ამერიკული სისტემის, რომლის აღსანიშნავადაც შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი “ლიბერალიზმი”, მთელს მსოფლიოზე გავრცელებას. პოლიტიკური აზრის განვითრების ეს მიმართულება, რომელსაც მოეპოვება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც როგორც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, მის გარეთ, დანარჩენ მსოფლიოშიც, ცნობილია “გლობალიზმის” სახელით. ჩვენ კი მის აღსანიშნავად გამოვიყენებთ დაზუსტებულ დასახელებას _ “ლიბერალისტური მონოგლობალიზმი” (ამ დაზისტების საფუძვლების შესახებ იხ. ქვემოთ). საქართველოს ყოფილი, ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის ლობისტებად მიჩნეული პირები, სწორედ, ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან. 
ის ფაქტი, რომ საქართველოს ე.წ რევოლუციური მთავრობა ამ პირებს მნიშვნელოვან სახსრებს უძღვნიდა, არ არის განმაპირობებელი არც ამ, ე.წ. ლობისტების და არც “ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის” მიერ საქართველოს ყოფილი სახელისუფლო გუნდის მიმართ იმ მხარდაჭერისა, რომელიც დღესაც კი შესამჩნევია. 
საქმე ისაა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის მომხრე ძალები _ “ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტი” _ საქართველოსთან დაკავშირებით ახორციელებს გარკვეულ სტრატეგიულ პროექტებს (იხ. ავტორის ზემოთ დასახელებული წერილები), რაც მსოფლიოში ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის ზრუნვის ნაწილია. საქართველოს ხელისუფალთა ყოფილი ე.წ. რევოლუციური გუნდი ამ პოლიტიკის პროდუქტია (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი _ ედუარდ შევარდნაძე”, მეოთხე ნაწილი) მისი წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, გაცნობიერებული აქვთ თუ არა ეს მათ, აღნიშნული მიმდინარეობის სტრატეგიული მიზნების რეალიზაციას ემსახურებიან, _ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მარიონეტები თუ აგენტები არიან. საქართველოს ადამიანური და სხვა რესურსების და აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების დაკმაყოფილებას. სანაცვლოდ საქართველოს ე.წ. რევოლუციურ ხელისუფლება სარგებლობდა საქართველოს ადამიანური და სხვა სახის რესურსების და აქტივების დანარჩენი ნაწილის თავისი ნებისამებრ განკარგვის (განუკითხავად ექსპლუატაციის) უფლებით. მათი პირადი დაინტერესების საფუძველია ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიით ნაგულისხმევ, მსოფლიო ფინანსურ-პოლიტიკურ ელიტაში (რომელიც, როგორც ამბობენ, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენით უნდა შემოიფარგლოს), სავარაუდო კვოტის მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლებისთვის დაშვებული ადგილების დასაკუთრება. ამით შეიძლება აიხსნას საქართველოს ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდის წევრთა საქციელის დასწრება-დატაცების სულისკვეთებით განმსჭვალულობა.
ამასთანავე, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების ბედი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ერთი გუნდის იმედზე დატოვებული. გარდა მისი მიმდინარე მოქმედებების ლიბერალიზტური მონოგლობალიზმის სტრატეგიასთან შესაბამისობის მაკონტორლებელი და კადრებით უზრუნველმყოფელი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა (როგორიცაა მაგ.: “თავისუფლების ინსტიტუტი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ღია საზოგადოება _ თავისუფალი საქართველო” და ა.შ.) აუცილებლად უნდა არსებობდნენ ალტერნატიული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც, მოსახლეობის რეაქციების გათვალისწინებით და გარედან კარნახით, შესაბამის მომენტებში გამოვლენ პოლიტიკურ ასპარეზზე ინიციატივის დასაუფლებლად. სწორედ, ალტერნატიული ჯგუფით ჩანაცვლების საფრთხე აიძულებდა საქართველოს ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდს უწყვეტად ემტკიცებინა ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურების წინაშე თავისი მათდამი ერთგულება. სწორედ ამის გამოხატულებაა მის დასავლელ ლობისტებად გამოცხადებულ პირთა მიმართ გაღებული ხარკი. და რაც უფრო ძლიერია ამგვარი ფსევდო-ოპოზიცია, რომელიც, ასევე, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიული ინტერესების ერთგულებას აჩვენებს, მით უფრო დამყოლი იძულებულია იყოს ხელისუფლებაში მყოფი გუნდი გარეგანი დირექტივებისადმი და _ მით უფრო უხვად გამღები დამატებითი ხარკისა.
ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურებმა შეიძლება დადებითად შეცვალონ დამოკიდებულება კონკრეტული ქართული პოლიტიკური გუნდისადმი არა ამ უკანასკნელის მიერ დაქირავებული ლობის გავლენით, არამედ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების გატარებაში სხვა ამგვარ გუნდებთან შედარებით მისი უპირატესობის დამტკიცების შემთხვევაში. ლოგიკურია დავსვათ კითხვა _ “ქართული ოცნების” კოალიციაც ხომ არ არის ერთ-ერთი ამგვარი სათადარიგო ჯგუფის ინიციატივის პროდუქტი, მისი მონაწილეობით განპირობებული? ამ აჭვის საფუძველია ლიბერალიზმის იდეალების მაღიარებელ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ჩართულობა (დომინანტი) მასში.
საქართველოსთან დაკავშირებით ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მოქმედება მიზნად ისახავს, აქ, საზოგადოების ამერიკული მოდელის წინააზიაზე და რუსეთ-შუააზიაზე გავრცელების კერის ჩამოყალიბებას. ამ პროექტის მოქმედების გამომხატველია თავისუფალი ეკონომიკური ზონის ორგანიზების მცდელობა, რაშიც რუსეთის ჩასათრევად მას დაეთმო საქართველოს სტრატეგიული აქტივების შესყიდვის ექსკლუზივი. ყველა ამგვარი პრეცენდენტისგან განსხვავებით, საქართველოს შემთხვევაში, საქმე გვაქვს თავისუფალი ეკონომიკური ზონის მთელი ეროვნული სახელმწიფოს ტრანსფორმაციით რეალიზაციის მცდელობასთან. 
ამ პროექტთან შესაბამისობაშია საქართველოში სხვადასხვა ერების წარმომადგენელი ეთნიკური ჯგუფების ჩამოსახლებით ქართველი ერის ეთნიკური დომინანტის მოხსნა, ეთნიკური უმცირესობის სტატუსში მისი ჩაყენება და, მზგავსად ამერიკული საზოგადოების ფორმირების შემთხვევისა, სხვადასხვა ერების წარმომადგენელი ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების ლიბერალიზმის პრინციპებზე დამყარებული პრაქტიკის საფუძველზე, ახალი საზოგადოებრივი ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც თვისებრივად ამერიკული საზოგადოების ახალ დანამატად შეიძლება წარმოდგენილ იქნას. 
სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგულისხმება საქართველოში დემოგრაფიული ვითარების იმგვარად შეცვლა, რომ თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური არჩევნების შედეგების განმსაზღვრული გახდეს თავისფალი საბაზრო ურთიერთობების საფუძველზე გენერირებადი ინტერესები, ხოლო ქართული ეროვნული იტერესის ფაქტორი ვერ ახდენდეს მასზე საგრძნობ გავლენას. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცამა საქართველოს რესტრუქტურირებულ მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის სივრცეზე არსებული, ბუნებრივი რესურსების და მისი გეოპოლიტიკური პოტენციალის თავის საკეთილდღეოდ  გამოყენების შესაძლებლობა.
დემოგრაფიული ვითარების ამგვარად ცვლის ტენდენციის სტაბილიზაციის მცდელობის მაჩვენებელია საქართველოს ყოფილი, ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის გაჩანაგების და დამოუკიდებელი ქართული ბიზნესის შევიწროების პარალელურად (რაც უცხოეთში სამუშაოს საძიებლად ქართველების მიგრაციული ნაკადის შენარჩუნებას ემსახურებოდა), აქ, თვით მთავრობის მიერ, საგარეო სესხებით თუ უცხოური ინვესტიციებით, ინიციირებულ ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ პროექტებში უცხოური კომპანიების, უცხოეთიდან ჩამოყვანილი მუშახელის დასაქმების პრაქტიკის შემოღება. 
მაგრამ საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბების მცდელობის მიმართ რუსეთის და თვით ჩინეთის წინააღმდეგობის, რაც მოტივირებულია ამ პროექტის მათი სტრატეგიული ინტერესებისთვის მეტად საზიანო სამხედრო-ეკონომიკური ასპექტით, _ შუააზიასთან თურქეთის მაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის სტრატეგიულად დაზღვეულად გახსნა-ამოქმედების საფრთხით _ და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მსხვილი კაპიტალის და, ამდენად, უცხოური მუშახელის (ახალმოსახლეთა) ნაკადის სათანადო ინტენსივობით მოდინების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. ამის გამო გაძლიერდა ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა მისი თვისებრივი (მენტალური) ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად. ეს არის ამხსნელი ყოფილი ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის უპირობო მხარდაჭერისა ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მხრიდან (რაც, მსოფლიო მედიაზე მისი გავლენის წყალობით, მთელი დასავლური სამყაროს მხრიდან მხარდაჭერად სჩანს). ედუარდ შევარდნაძისეული ორიენტირი _ “ისრაელის სახელმწიფოს” (მტრულ გარემოში მოქცეული მცირე ზომის ეროვნული სახელმწიფოს) მოდელის სახით, შეიცვალა მიხეილ სააკაშვილისეული (ლიბერალისტური მონოგლობალიზმისეული) ორიენტირით _ “სინგაპურის” (დენაციონალიზირებული, თავისუფალი ეკონომიკური ზონის) მოდელის სახით.
ძალდატანების შედეგები საგრძნობია არა მხოლოდ საზოგადოების თვისებრივი თვითიდენტიფიკაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სფეროებში _ სარწმუნოება, მეცნიერება, კულტურა, განათლება _ ეროვნული მიმდინარეობებისა და ეროვნული სკოლებისთვის მიყენებული (მათი ლიკვიდაციისკენ მიმართული) მძიმე ზიანის სახით, არამედ პიროვნული თვითრეალლიზაციის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი _ იქ, სადაც ტრადიციული ქართული მენტალიტეტის წინააღმდეგობა, ძალდატანების აღნიშნული პრაქტიკის ინსპირატორთათვის გაუგებარი მიზეზების გამო, განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა. ამის მაგალითად უნდა დასახელდეს ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა საკითხი (ამ საკითხის სიმწვავის ახსნა იხ. ქვემოთ): ჰომოსექსუალიზმის ინპლანტაციის დაბეჯითებულ მცდელობაში პროპაგანდის ბაზად გამოყენებულ იქნა ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტიც კი, ხოლო ერთგვარ ინკუბატორად, როგორც არჩევნების წინ გამოქვეყნებულმა მამხილებელმა ვიდეოჩანაწერებმა აჩვენეს, _ სასჯელაღსრულების ზონებიც. 
განათლების სფეროში ძალადობრივი პოლიტკის მიზანია საყოველთაოდ ფასიან სისტემაზე გადასვლით და განათლების ეროვნული ცენტრების დაქვეითებით, უზრუნველყოფა ხარისიხიანი განათლების მხოლოდ დასავლურ, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიის შესაბამისი ორიენტაციის ჩამნერგავ-გამავრცელებელ საგანმანათლებლო ცენტრებში და მხოლოდ მსოფლიო ელიტის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომობისა, განათლებული მასების პრობლემის მოსახსნელად _ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლების პირობებში გარდაუვალ, მასების თავდაცვითი რეაქციის განვითარების აღსაკვეთად.
ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მხრიდან წამქეზებლურმა დამოკიდებულებამ საქართველოს ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდში დაუსჯელობის სინდრომი და, შედეგად, ადამიანის ღირსების შელახვის ასპექტით, უკიდურესი გადაცდომების პრაქტიკა წარმოშვა. პროცესის ესკალაციამ, თვით დამსჯელ სისტემაში ჩართულ თუ ჩათრეულ პირთა შორის პროტესტის გამძაფრების საფუძველზე (მაგ., როგორც ბორის ფარულავას შემთხვევაში) დაფარული ინფორმაციის (პიროვნების სრული დათრგუნვისთვის გამოყენებული ტექნოლოგიის) გამომჟღავნება და, შედეგად, საქართველოში გაბატონებული რეჟიმის (საზოგადოების ლიბრალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიის შესაბამისად ძალდატანებითი ტრანსფორმაციის მექანიზმის) სრული მორალური დისკრედიტაცია მოიტანა. ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურებმა დაკარგეს საქართველოში მათი ინტერესების გამტარებელი გუნდისადმი სრულმასშტაბიანი მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობა, რასაც ხელისუფლების ცვლა მოჰყვა, თუმცა გრძელდება ახალ სახელისუფლო გუნდზე ზემოქმედება მისი პოლიტიკური კურსის ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესებთან მაქსიმალურად შესაძლო შესაბამისობაში მოსაყვანად. 
ამაოა მოლოდინი, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად მოქმედი სუბიექტების ძალადობრივი ქცევის მხილებით, ძალადობრივი პოლიტიკის შეჩერებისა. რადგან არსებობს საფუძველი იმისა, რომ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურები ძალადობას მათი მიზნების მისაღწევად საჭირო მოქმედების აუცილებელ ასპექტად სახავდნენ. 
_ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ძალდატანების გარეშე შეუძლებელი სჩანს ლოკალური (ეროვნული) კულტურების და ტრადიციების მამუხრუჭებელი მოქმედების, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მთავარი ამოცანის დაძლევა. ამის დამადასტურებლად შეიძლება დასახელდეს ის გარემოება, რომ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ჩასახვა, გამოხატული რეფორმაციული მოძრაობის ფენომენში, უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა, და ლიბერალისტური მონოგლობალიზმის შეუქცევადი აღმავლობაც, უდიდესი წინააღმდეგობის დაძლევას, 1860 _ 1865 წლების ამერიკის სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის ბანაკის (იანკების) გამარჯვებას მოჰყვა. სწორედ, ამერიკის სამოქალაქო ომის აღნიშნული შედეგი შეიძლება ჩაითვალოს, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერალიზმის გაბატონების და მომავლის საზოგადოების უნივერსალურ პროტოტიპად ამერიკული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის დასრულების გამომხატველ მოვლენად. ამდენად ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების რეალიზაციის მცდელობათა მიმართ ყოველგვარი წინააღმდეგობა შეფასდება პროგრესის ხელშეშლად, პროგრესის მომტანი ცვლილებებისადმი შიშის გამოხატულებად, რაც, მხოლოდ, ამართლებს ძალდატანებას. ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მიმდევრები მათს მოწინააღმდეგეებს იმ ჭირვეულ ბავშვებად აღიქვამენ, რომლებიც თავიანთი სირეგვენის გამო ეწინააღმდეგებიან მათ მიმართ განხორციელებულ აღმზრდელობით ღონისძიებებს.
ლიბერალისტური მონოგლობალიზმი ითვალისწინებს იმ განსხვავებებს, რომლებიც სხვადასხვა ლოკალურ (ეროვნულ) კულტურებსა და ტრადიციებს შორისაა. მაგრამ ის ამ ფაქტორს წარსულის გადმონაშთად, უახლეს დრომდე მსოფლიოს ცალკეული რეგიონების იზოლირებულად არსებობით განპირობებულ ნეგატიურ მემკვიდრეობად მიიჩნევს, რომელიც თანამედროვე ომების და მრავალგვარი დესტრუქციული მოვლენების (დემოგრაფიული შეჯიბრის, ეთნოწმენდის, გენოციდის და სხვა არაეკოლოგიური ქცევის რეციდივების) საფუძველად სახელდება. იგულისხმება, რომ თანამედროვე საკომუნიკაციო (ინფორმაციული და სატრანსპორტო) ტექნოლოგიების მეშვეობით გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის პირობებში, შესაძლებელი გახდა ამ გადმონაშთის ლიკვიდირება, ლოკალურ კულტურებს შორის განსხვავებათა ნიველირების პრაქტიკის და ახალი, ე.წ. მასობრივი კულტურის (უნიფიცირებული სატელევიზიო პროექტები, ამერიკული კინოინდუსტრია, უნიფიცირებული კვების კულტურა და ა.შ.) პროპაგანდის, ფართოდ ტრანსპლანტაციის შედეგად.
ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მიმდევრების სადღეისო პოზიცია შეიძლება შემდეგი შეკითხვით გამოვხატოთ: 
_ რადგან დღეს არსებული, ე.წ. ეროვნული კულტურები უფრო მცირემასშტაბიან ლოკალურ კულტურათა ურთიერთშთანთქმით ჩამოყალიბდნენ, რატომ არ შეიძლება ეს პროცესი თანმიმდებრულად გაგრძელდეს, უკვე, მათი ერთ გლობალურ კულტურად ურთიერთშერწყმამდე? განა მსოფლიოში ამერიკის დომინანტი ამ პროცესის პროგრესულობის მაჩვენებელი არაა? 
ამრიგად დღეს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების რომელიმე შტოს თუ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკის თქვენთვის მშობლიური, თქვენი შეგნების მაფორმირებელი კულტურის და ტრადიციის წინააღმდეგ გამიზნულობის გამომჟღავნება ვერ გამოდგება, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, საბრალდებო არგუმენტად, რამეთუ “(დიადი) მიზანი ამართლებს (ყოველგვარ) საშუალებას”.
მაგრამ ყოველივე აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურები მოქმედებენ უკანდახევის გარეშე, არ იჩენენ სიფრთხილეს. 
_ როდესაც ძალდატანება ძალდატანების ობიექტად ქცეული საზოგადოების მკვეთრ კონსოლოდაციას იწვევს, აუცილებელი ხდება ძალდატანების პოლიტიკის დროებითი შეჩერება (როგორც, მაგ., 2007 წლის ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო აქტივების შეუზღუდველი გასხვისების პრაქტიკის შეჩერების შემთხვევაში, როდესაც მდინარეთა აუზების წიაღისეულიანად გაყიდვის პროექტი უარყოფილ იქნა და საქართველოს რკინიგზა უკან დაუბრუნდა სახელმწიფოს), რასაც შეიძლება დასჭირდეს ლიბერალისტური მონგლობალიზმის ინტერესების გამტარებელი სუბიექტების გაწირვაც კი (როგორც, მაგ. 2012 წელს ეგვიპტესა და ტუნისში მოხდა და საქარველოშიც მიმდინარე პროცესებს შეიძლება მოჰყვეს). ამ შემთხვევაში უნდა ველოდეთ ამ აქტის მათი შემცვლელების (როგორიც, საქართველოს თანამედროვე ვითარებაში, შეიძლება აღმოჩნდეს რესპუბლიკური პარტია) დასაწინაურებლად გამოყენების მცდელობებს. 
არსებული მდგომარეობის შეფასებისთვის ახალი მეთოდის გამოუყენებლად მეტს ვერაფერს ვიტყვით. მდგომარეობის არსში უფრო ღრმად ჩახედვა მოითხოვს სათანადო ლოგიკურ ინსტრუმენტს, რომელიც არის ფსიქიკურ სტიქიათა თეორია (იხ. ავტორის წერილები: “ოპტიმალიზმი; ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა” და “ქართული ეროვნული იდეის თეორიული საფუძველი _ ფსიქიკურ სტიქიათა თეორია”). 
* * * 
ლიბერალისტური მონოგლობალიზმის იდეური დაძლევის პირობას ქმნის ის გარემოება, რომ ამერიკული საზოგადოება არის არა “ზეეროვნული წარმონაქმნი” და “მომავლის საზოგადოების უნივერსალური პროტოტიპი”, არამედ, როგორც ფსიქიკურ სტიქიათა თეორია ამტკიცებს, _ ერთა ოთხიდან, მხოლოდ, ერთ-ერთი თვისებრივი ტიპის, კერძოდ, ერთა ცხრომის მანიის კლასის წარმომადგენელი. მართალია, ამერიკელი ერი მისივე თვისებრივი ტიპის ერებს შორის გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ ეს სტატუსი მას არ ანიჭებს ერთა სხვა სამი თვისებრივი ტიპის წარმომადგენლების, ყოველ შემთხვევაში, ერთა სხვა სამი თვისებრივი ტიპის თანამედროვე ლიდერების წინაშე მაინც, ხარისხობრივ თუ ღირსების მიხედვით უპირატესობას. 
ამერიკული საზოგადოების ამგვარი თვისებრივი იდენტიფიკაციის საფუძველია ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის ეფექტით განსაზღვრული მახასიათებლების დომინანტურ ფაქტორად წარმოდგენილობა ამერიკულ კულტურაში. მათგან პირველ რიგში უნდა დასახელდეს: 
_ პრიმატი კატეგორიისა “თავისუფლება” (იგულისხმება პიროვნების თავისუფლება) _ ტერმინის “ლიბერალიზმი” ეტიმოლოგიური საფუძველი; 
_ მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა _ მრავალპარტიული, თავისუფალი და საყოველთაო არჩევნების ინსტიტუტი; 
_ თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების დომინანტი ეკონომიკაში; 
_ სახელმწიფოებრივ ინსტიტუციონალიზაციაში ფინანსური ინსტიტუტის პრიმატი. 
ამრიგად, მსოფლიო პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის დაზუსტებულ დასახელებადაც შემოვიღეთ ტერმინი ლიბერალისტური მონოგლობალიზმი, არის გამოხატულება მსოფლიო საზოგადოების ერთა ცხრომის მანიის კლასის ერთ კონკრეტულ წარმომადგენელზე დაყვანისკენ მისწრაფებისა, რაც “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” მოქმედების მაჩვენებელია. 
“საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია”, ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით (იხ. ავტორის წერილები: “ქართული ეროვნული იდეის თეორიული საფუძვლები”, ოპტიმალიზმი _ ქართული ეროვნული იდეა”), წარმოადგენს “პიროვნების” (“ნოოიდის” _  ნოოსფეროს ინდივიდის), “ერის” (“ნოოსის” _ ნოოსფეროს ფუნქციური ელემენტის) და “ცივილიზაციის” (“ნოოცენოზის” _ ნოოსფეროს თვითკმარი ნაწილის) ქცევის კონსტრუქციულ (ნოოცენოზების მასშტაბის გამსხვილების ტენდენციის, ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისკენ მისწრაფების გამომხატველ) ასპექტს, თვითგენერირებადს ნოოსფეროს განვითარების განსაზღვრულ, საშუალედო ეტაპზე. 
ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, ნოოსფერო ეწოდება სინამდვილის ნაწილს, რომელიც ბიოსფეროს ინდივიდებს შორის ადამიანის გამომრჩეველი მახასიათებლის (“განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარების მოხსნლობის”) გამოვლენების სისტემური ერთობლიობით წარმოიდგინება. 
ნოოსფეროს საწყის მდგომარეობას საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის ბიოსფერული ოპტიმუმით შეზღუდულობა ახასითებს. განვითარების ამ ეტაპზე, რომელიც ნოოფილოგენეზის პირველ ანუ “ცნობიერების ტოტემისტური შრის” ფორმირების საფეხურს შეესაბამება, ნოოსფერო, ერთუჯრედიანი ორგანიზმების მზგავსად, შეუჩერებლად დაყოფადი, “პირველადი ცივილიზაციების” (პირველადი ნოოცენოზების) უსტრუქტურო (რღვეულ) სიმრავლედ წარმოგვიდგება. პირველადი ცივილიზაციების წარმომადგენელ საზოგადოებრივ ერთეულებს აღვნიშნავთ ტერმინით _“პირველყოფილი თემი”. ამ ეტაპზე ერი  წარმოდგენილია “ტოტემური კასტის” სახით. 
თვითორგანიზაციის მასშტაბის შეზღუდულობის პირობებში, ასათვისებელი საარსებო სივრცის შეუზღუდველობა ხელს უწყობს პირველადი ცივილიზაციების ურთიერთობაში კონკურენციის მომენტის გამორიცხვას და საწყისი ტექნოლოგიური მიღწევების ურთიერთგაზიარების პრაქტიკის გატრადიციულებას. 
“საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” ოპტიმალურობის ეპოქა დგება ნოოფილოგენეზის მეორე ანუ “ცნობიერების მითოსური შრის” ფორმირების საფეხურზე, როდესაც, ტექნოლოგიური ცოდნის დაგროვების საფუძველზე საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის შეზღუდვის მოხსნის შედეგად, იწყება პირველადი ცივილიზაციების დაშლის და მათს ბაზაზე “მეორადი ცივილიზაციების” (მეორადი ნოოცენოზების) ჩამოყალიბების პროცესი. 
მეორად ცივილიზაციებში, უკვე, ნოოფილოგენეზის მესამე, ანუ “ცნობიერების რელიგიური შრის” ფორმირების საფეხურზე ჩნდება ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისკენ მიდრეკილება, რაც ე.წ. მსოფლიო რელიგიების წარმოშობაშია ასახული. 
ნოოფილოგენეზის მეოთხე, ანუ “ცნობიერების მეცნიერული შრის” ფორმირების საფეხურზე, რომლის შეუქცევადი სტაბილიზაციის პირველი ფაქტი “განმანათლებლობის” ეპოქის სახელითაა ცნობილი (დასავლეთ ევროპა), ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისკენ მიდრეკილება მსოფლიო საზოგადოების ღირებულებათა ერთი სისტემის თარგზე მოწყობის ანუ “მონოგლობალისტური” სამეცნიერო პარადიგმების წარმოშობაში აისახება. ფორმის მანიის, ძლევის მანიის და ცხრომის მანიის სათანადო (ჯერჯერობით, ეპოქის კონტექსტისგან არააბსტრაგირებულ ემპირიული გამოცდილებისმიერი, თეორიულად არასრლდასაბუთებული) სამი მათგანი შემდეგი სახელებით შეიძლება აღვნიშნოთ, შესაბამისად: “ნაციონალ-სოციალიზმი” (მოვალეობის აპოლოგია), “კომუნიზმი” (თანასწორობის აპოლოგია)  და “ლიბერალიზმი” (თავისუფლების აპოლოგია). ხოლო ერთა მართვის მანიის კლასის სათანადო პარადიგმა (თეორიულად დასაბუთებული, ისტორიიის ემპირიულ მოცემულობაზე შემოწმებული), რომელსაც ვუწოდებთ “ოპტიმალიზმს” (თანხმობის აპოლიგია), მისი არსებითი მახასიათებლის _ ერებს შორის თვისებრივი სხვაობის ფუნქციური ინსტიტუციონალიზაციისკენ მისწრაფების _ გათვალისწინებით, “მულტიგლობალიზმის” ერთადერთ მოდუსად იდენტიფიცირდება. 
დედამიწის ნოოსფეროს ფენომენურ გამთლიანებამდე მონოგლობალისტური პარადიგმები და მათ შორის,Lლიბერალისტური მონოგლობალიზმი (ამიერიდან კვლავ ვისარგებლოთ დაზუსტებული დასახელებით), კონსტრუქციულ ფაქტორებს წარმოადგენდნენ, მაგრამ სადღეისოდ _ ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის პირობებში (იხ. ავტორის წერილი “სტალინი”) _ ისინი ანაქრონიზმებად, წარსულის ინერციის გამომხატველებად იქცნენ. ეს ინერცია არ ჩაქრება მსოფლიოში ახალი დროის შესაბამისი პარადიგმის, “ოპტიმალიზმის”  (საარსებო რესურსების ოპტიმალური განაწილების სტრატეგიის) _ პოპულარიზაციის  მიღწევამდე. ამრიგად, ჯერჯერობით, ამ ინერციის გავლენით, საქართველო უმძიმესი გარეგანი ზეწოლის წნეხის ქვეშაა მოქცეული. 
ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მიმდინარეობა, ფიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან ისტორიის ინტერპრეტაციაში, “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის” აქტუალობის გამოხატულებად იდენტიფიცირდება. ამგვარად დასახელების საფუძველს გვაძლებს აღნიშნული მიმდინარეობის თანამედროვე ამოცანის შინაარსი, რომელიც ცხრომის მანიის კალასის ამერიკელი ერის სახით მოცემულ, ცხრომის მანიის ეფქტის ფენომენის მთელს გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაზე განფენის მიღწევაში მდგომარეობს და, ამდენად, გულისხმობს ცხრომის მანიის ეფექტის სხვა თვისებრივი ტიპის ერების მოცემულობის არეებზე ანუ კასტური რეალიზაციების ინიციირების პრობლემის პრიმატს _ სხვა ერთა მოცემულობის სრული ნიველირების ანუ ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციის კასტურობის მოხსნა მხოლოდ შემდგომი ეტაპის ამოცანად წარმოიდგინება. გარდა ამისა, შემოთავაზებული დასახელება (როგორც წერილის მეორე ნაწილში იქნება ნაჩვენები) მისით აღნიშნული ფენომენის წარმოშობის გარემოებათა მიხედვითაც არის გამართლებული.
* * * 
ცხრომის მანიის კასტური ევფექტის დასავლურ ფენომენს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომლის ზოგიერთი ასპექტი წარმოდგენილია ავტორის წერილებში: “სტალინი” და “მესამე ქართველი _ ედუარდ შევარდნაძე”. ამის გამო აქ შეიძლება შემოვიფარგლოთ მისი მხოლოდ უკანასკნელი მონაკვეთს მოკლე განხილვით, მით უმეტეს, რომ უფრო ადრინდელი ეტაპი მისი ისტორიისა, თუმცა კი მისი სადღეისო ფაქტობრივი მოცემულობის მნიშვნელოვანი ასპექტის განმსაზღვრელია, არ ეკუთვნის ეგეოსურ ცივილიზაციას, რომელმაც დასავლეთევროპული ცივილიზაციის ძირითადი ელემენტების, მათ შორის აღნიშნულის, სისტემური ასიმილაცია დაასრულა XX საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს. 
ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენი ეგეოსურ ცივილიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ამ ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1968 _ 1987 წწ.), როდესაც ის, უკვე, გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში, ინციატივისთვის ბრძოლაში ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერის, ამერიკელი ერის მთავარ კონკურენტადაც კი მოგვევლინა. 
შევნიშნავთ, რომ ამერიკელ ერსა და ცხრომის მანიის კასტური ეფქტის დასავლურ ფენომენს შორის ასიმეტრიული ურთიერთმიმართებაა (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი _ ედუარდ შევარდნაძე”, მეოთხე ნაწილი): გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის პირობებში, ამერიკელი ერის მიერ ინიციატივის დაუფლება _ პოლიტიკური კურსი ამერიკის პრეზიდენტებისა: ნიქსონი, კარტერი, ბუში (უფროსი) _ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ნიველირების პირობაა, რასაც ხელს უშლიდა აღნიშნული გარდაქმნის იდეური უზრუნველყოფის პრობლემა; ხოლო ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის მიერ ინიციატივის დაუფლება, ანუ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის აღზევება _ პოლიტიკური კურსი ამერიკის პრეზიდენტებისა: ფორდი, რეიგანი, კლინტონი, ბუში (უმცროსი) _ არის გამოხატულება საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ინერციით მოქმედებისა (აღნიშნული იდეური პრობლემის ხელშეწყობით) და გულისხმობს ამერიკული საზოგადოების მომავლის საზოგადეობის უნივერსალურ პროტოტიპად მოაზრებას და საზოგადოების მოწყობის ამ ნიმუშის მთელს მსოფლიოზე გავრცელების მცდელობაში მთავარ საყრდენად გადაქცევას ანუ, შეიძლება ითქვას, რომ _ გლობალიზაციის ობიექტად ამერიკელი ერის დაფიქსირებას. ამერიკელ ერთან ინიციატივისთვის ბრძოლაში ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის დაწინაურების ტენდენციის გამომხატველია მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორპორაციების, რომელთაგან უმრავლესობა ამერიკულია, წილის განუხრელი ზრდა. საბოლოოდ, აღნიშნულ ფაზაში, ამ მაჩვენებელმა 52 პროცენტს მიაღწია.
ყოფილ საბჭოეთის სივრცეზე ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის აქტუალობა შენარჩუნდა ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფქტის ფაზაშიც (1988 _ 2007 წწ.): რუსეთის ახალფორმირებულმა ფინანსურმა ოლიგარქიამ (რომელმაც ყველა შესაძლო გზებით უმოკლეს ვადაში თითქმის სრულად დაისაკუთრა საბჭოეთის ყოფილი აქტივები), როგორც ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ახალმა ნაზრდმა, რუსი ერის ძალისხმევით გაფართოების ობიექტის როლშიც ჩაანაცვლა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენი. გაფართოების გასაქანი ამ შემთხვევაში, მხოლოდ, საკუთრივ ყოფილი საბჭოეთის სივრცით იყო შემოსაზღვრული, ამ მოვლენის პერსონიფიკაციაა პრეზიდენტი ელცინი. 
საბჭოეთის ყოფილი გავლენის არის (ე.წ. მსოფლიო სოციალისტური სისტემის) თითქმის მთელ დანარჩენ ნაწილზე მოხდა უშუალოდ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის (ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის) გავლენის გავრცელება, ამ ამოცანაზე ორიენტირებული ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის (ამერიკა-ნატოს სამხედრო ინსტიტუტი) ძალისხმევით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები განხორციელდნენ ეგეოსურ ცივილიზაციის სივრცეზე მათ მაინც ჰქონდათ ამ ცივილიზაციის გაფართოების ეფქტის გამომხატველი ასპექტი, რადგან ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენისა და მისი რუსული ნაზრდის გავლენის გავრცელება (რუსი ერის რეექსპანსია და ნატოს ექსპანია) მიმდინარეობდა, ყოფილ მსოფლიო სოციალისტური სისტემის სივრცზე არსებულ ფორმის მანიის კლასის ერების, ამ ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზაში არააქტუალური ელემენტების, ლოკალიზაციის არეებზე. 
1990-იანი წლების დასასრულს მოხდა ეგეოსურ ცივილიზაციაში მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის ახალი ალტერნატივის აქტუალიზაცია, გამოხატული ძლევის მანიის კლასის რუსი ერის უფრო აქტიურ პოზიციაზე გადასვლის ტენდენციაში. სიტუაციის ცვლის დასაწყისის ამსახველია 1998 წელს მსოფლიოს საფონდო ბირჟების რყევა (განსაკიუთრებით აზიაში), პროვოცირებული რუსეთის განცხადებით, მის მიერ მისი საერთაშორისო ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერების შესახებ. შეცვლილ ვითარებაში მართვის მანიის ეფქტის არაპირდაპირი რეალიზაცია გაგრძელდა ყოფილ საბჭოეთის სივრცეზე რუსი ერის თვითექსპანსიით. ეს ნიშნავს მისი ძალისხმევის მისივე გავლენის გაფართეობაზე მიმართვას და რუსეთის ფინანსური ოლიგარქიის (ამ დრომდე რუსი ერის ძალისხმევით გაფართოების ობიექტის როლში მყოფი ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის რუსული ნაზრდის) რუსი ერის აგრესიის ობიექტად გადაქცევას. რუსეთის ფინანსური ოლიგარქია რუსული სამხედრო ინსტიტუტის მიერ შევიწროების (ინიციატივის მატარებელი ელემენტის როლში სამხედრო ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოლიგარქიის ჩანაცვლების) ტენდენციას დაექვემდებარა. ამ ტენდენციის პერსონიფიკაციად უნდა დასახელდეს პრეზიდენტი პუტინი (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი _ ედუარდ შევარდნაძე” ნაწილი მეოთხე), რომლის აღზევების დასაწყისი აღნიშნულ თარიღს ემთხვევა. 
რუსი ერის თვითექსპანსია ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის მთავარ სუბიექტად მის წარმოჩენის ტენდენციად ჩამოყალიბდა. ამის გათვალისწინებით ეს მოვლენა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის ფაქტორად უნდა დასახელდეს, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში რუსი ერის ექსპანსიით არ შელახულა პოზიცია ერთა ფორმის მანიის კლასის ლიდერებისა (გერმანელმა ერმა რუსი ერის ამ გააქტიურებით კი ისარგებლა კიდეც, გაიძლიერა ევროპის ლიდერის პოზიცია). მხოლოდ საქართველოს საკითხში დარჩა რუსეთის პოლიტიკა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის საპირისპირო ფაქტორად.
1999 წელს სტამბულში ნატოს სამიტზე რუსეთის მიერ საქართველოდან მისი ბაზების უპირობოდ გატანის ვალდებულების აღება, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, იყო რუსი ერის უკანასკნელი კომპრომისი ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში მისი შეუქცევადი დაწინაურების წინ. როგორც გაირკვა, ეს კომპრომისი იყო ფართო ფარული შეთანხმების ნაწილი, რომელმაც გზა გაუხნა რუს ერს ჩეჩნეთზე კონტროლის აღსადგენად (დასავლეთის მიერ, ფაქტობრივად, პრორუსული საინფორმაციო პოლიტიკის დაცვა ჩეჩნეთის მეორე ომში, 1999 _ 2000 წწ.), ხოლო ცხრომის მანიის ეფექტის დასავლურ ფენომენს _ საქართველოს დენაციონალიზირებულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბების პროექტის (ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის ეროვნული სახელმწიფოს ბაზაზე რეალიზაციის პრეცენდენტის) ინიციირებისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის აღნიშნულ, უპირატეს ალტერნატივაზე გადასვლა დასრულდა 2001 წელს, რუსეთსა და ნატო-ამერიკის სამხედრო ინსტიტუტს შორის ანტიტერორისტული სოლიდარობის დამყარებით. რუსეთისა და დასავლეთის სამყაროს თანამშრომლობაში სამხედრო თემატიკის პრიმატიზაციის შემდეგ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის სტატუსი დასავლეთის სამყაროშიც ერთგვარად დაქვეითდა _ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის გავრცელებას მიენიჭა ტერორიზმის განვითარების პრევენციის ფაქტორის, ტერორიზმის წარმომშობი გარემოს გადაგვარება-ჩანაცვლების საშუალების მნიშვნელობა, მაგრამ ის მაინც აქტუალურ ელემენტად დარჩა. ამ შემთხვევაში ნატო-ამერიკის სამხედრო ექსპანსია (გაფართოების ეფექტის რეალიზაცია) კვლავ ფორმის მანიის კლასის ერების ლოკალიზაციის არეებზე იყო ორიენტირებული, მხოლოდ, უკვე ე.წ. მესამე სამყაროში, და ამდენად კვლავ უზრუნველყოფდა ეგეოსური ცივილიზაციის გაფართოების ეფექტის რეალიზაციას, მისივე არეზე. ძლევის მანიის ეფექტი გახდა ორასპექტიანი: ერთ მხრივ, _ გაერთგვაროვნების სტანდარტად ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის შენარჩუნებით (თუნდაც უკვე არა თვითმიზნად, არამედ პრევნციის ფაქტორად განხილულის), მეორე მხრივ, _ ნაცვლად აღნიშნული პარადიგმის გავრცელების ამოცანისა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით სამხედრო კონტრიბუციების მიღებაზე ორიენტირებულობით (რაც მაგ.: ერაყის შემთხვევაში მოხერხდა). 
ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენი (ნატო-ამერიკის სამხედრო ინსტიტუტი), ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენთან ერთობაში, და ძლევის მანიის კლასის რუსი ერი ძირითადად შეთანხმებული აღმოჩნდნენ სამხედრო ექსპანსიის არეების გაყოფის საკითხში. ვერ მოხერხდა მხოლოდ საქართველოს დაცალსაკუთრება. საქართველო მათი ერთობლივი ექაპანსიის არედ დაფიქსირდა. საქართველოს საკითხზე შეთანხმების შინაარსი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: საქართველოს სტრატეგიული აქტივების პირველადი შესყიდვის ექსკლუზივზე რუსი ერის უფლების აღიარება, მისგან, აქ, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის მიხედვით საზოგადოების რეორგანიზაციის პროექტის ინიციირებიის არხელშეშლის (დენაციონალიზირებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფორმირების პროექტში თანამონაწილეობის) შესახებ ვალდებულების აღების პირობით. ამ ძალების გარეგანი ზემოქმედებით და საქართველოს შიგნით მათი ინტერესების აგენტების მოქმედებით ორგანიზებულმა, მრავალასპექტიანმა და ფართომასშტაბიანმა, 1998 _ 2003 წლების, საბოტაჟის პოლიტიკამ, რაშიც ჩართული აღმოჩნდნენ საერთაშორისო ფინანური ინსტიტუტებიც კი, საქართველო სტაგნაციის ჩიხში მოამწყვდია. საქართველოში შექმნილი ვითარება ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებულ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, დეზაქტუალიზაციის ტენდენციის სტაბილიზაციის და მდგრადობის კომპონენტებად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ახალი რეალიზაციების ინიციირების ან უკვე არსებულ (შემორჩენილ) ამგვარ ერთეულთა რეაქტუალიზაციის გამომხატველია. ეს არის არსი როგორც კანონიერი ქურდის ინსტიტუტის (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი _ ედუარდ შევარდნაძე”, მესამე ნაწილი) გააქტიურებისა, ასევე, საქართველოს ახალი დომინანტური პოლიტიკური დაჯგუფების, რომელიც საბოლოოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით გახდა ცნობილი, ჩამოყალიბების პროცესის არსი. 
ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის არსებობა 1988 წლიდან ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობით იყო განპირობებული, ამდენად 1999 _ 2003 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები (აღნიშნული ერთეულის სრული დეზაქტუალიზაცია) ეგეოსური ცივილიზიის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზასთან სრული შესატყვისობის მიუხედავად, მნიშვნელოვანი დესტრუქციული ასპექტის შემცველია, როგორც ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობის დათრგუნვის ლოკალური ფაქტი.
მართალია, ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, ლიბერალიზმის პარადიგმის აქტუალიზაციის გამოხატულებას წარმოადგენდა (მისი მდგრადობის კომპონენტის რომელობის გათვალისწინებით), მაგრამ მასში ინიციატივას ინარჩუნებდა მისი ერით ქართველი კომპონენტი და ეს ერთეული რჩებოდა ამერიკელი ერისგან ქართველი ერის თავდაცვის მექანიზმად (დამსგავსებით გამიჯვნის ეფექტი). ე.წ. ვარდების რევოლუციის ანუ 2003 წელს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა ლიბერალიზმის პარადიგმას აქტუალობას უნარჩუნებდა ძლევის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციის ფაქტორად (მსოფლიოს გაერთგვაროვნების სტანდარტი) და ქართველი ერისგან ინიციატივის მიტაცების და მისი თვისებრივი ტრანსფორმაციის პროცესის ინიციირებისა და სტაბილიზაიციის მცდელობის გამოხატულებას წარმოადგენდა. ეს არის ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ ქართული საზოგადოების მიმართ გატარებული უკიდურესად ძალადობრივი პოლიტიკის ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მხრიდან უკრიტიკოდ მხარდაჭერისა და, შეიძლება ითქვას, საამისოდ მისი წამქეზებლობის საფუძველი. მაგრამ ამ პროცესში ე.წ. საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების აგრესიის მნიშვნელობა, ქართველი ერისთვის მიყენებული ზიანის კატასტროფული მასშტაბის მიუხედავად, ვერ გასცდა მართვის მანიის კლასის ერის თვითორგანიზაციის პრინციპით _ განსხვავების საფუძველზე ერთობის  ეფექტით _ დაშვებული დესტრუქციის ჩარჩოებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მძლავრი გარეგანი ზემოქმედების პირობებში საქარველოში განვითარებული მოვლენების მთავარ ინიციატორად მაინც, მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, ქართველი ერი დარჩა:
_ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული ხელისუფლება, ზედმიწევნით ზუსტად ასახავდა საქართველოს საკითხზე ხსენებულ გარეგან ძალებს შორის 1998 წლიდან მოქმედ ახალ შეთანხმებას, რაზეც მეტყველებს ე.წ რევოლუციური სახელისუფლო გუნდის ორკომპონენტიანი სტრუქტურაც _ რუსეთის და ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის ლობისტური ჯგუფების, შესაბამისად, ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის ფრაქციების (კლანების), გაერთიანებად მისი ჩამოყალიბების ფაქტი _ ქართულ საზოგადოების მიმართ ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ძალადობა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ახალი რეალიზაციის სხვა ამგვარ წარმონაქმნთა (ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა) მიმართ წარმოებულ, მათი სრული გაუცხოებიკენ, შესაბამის მდგრადობის კომპონენტებთან მათი სრული ასიმილაციისკენ მიმართულ აგრესიულ მოქმედებად იდენტიფიცირდება. 
[ მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის თვითრეალიზაციის უმაღლესი ხარისიხი გულისხმობს მის მიერ ამა ერის ყველა სხვა ამგვარ წარმონაქმნთა ამა ერისგან სრული გაუცხოების ხელშეწყობას, ამა ერის უკანასკნელ ამგვარ წარმონაქმნად თვითდადგენისთვის, როგორც მისი არსებობის ფაქტში მართვის მანიის ეფექტის პირდაპირი და შეუზღუდველი რეალიზაციის მოთხოვნის დამყენებელ პირობას _ იხ. ავტორის წერილი “სომხობა, როგორც ქართველობის ერთ ერთი ფარული გარეგნული მოდუსი” ] 
საქართველოს ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფად, მდგრადობის კომპონენტად ძალევის მანიის ეფქტის ფენომენით (რომელიც გაერთგავაროვნების სტანდარტად ლიბერალიზმის პარადიგმის აქტუალიზაციაშია გამოხატული), იდენტიფიკაციის სასარგებლოდ მეტყველებს ამ ხელისუფლების პირობებში ქართული სახელმწიფოებრიობის რეფორმირება-რესტრუქტურიზაციის პროცესის რუსი ერისგან გამიჯვნის ტენდენციასთან ასოცირებულობაც (თვისებრივი დამსგავსებით გამიჯვნის ეფექტი). გარეგანმა მხარდაჭერამ (რაშიც საწყის ეტაპზე ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტისადმი სოლიდარული იყო რუსი ერიც) მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებულ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფს საშუალება მისცა დიდად შევიწროვებინა სხვა ამგვარი ერთეულები, მათზე ქართველი ერისგან მათი ჩამოშორება-გაუცხოებისკენ მიმართული ზეწოლის სტაბილიზაციითა და ინტენსიფიკაციით. 
საქართველოს ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკის ნაყოფად უნდა დასახელდეს: ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას ფაქტობრივად ჩამქრალ-კონსერვირებული კონფლიქტების, რეაქტუალიზაცია და, შედეეგად, “აფხაზობის” და “ოსობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების, მდგრადობის კომპონენტებად, შესაბამისად, ადიღელი და ალანელი (ირონელი) ერებით, ქართველი ერისგან განდგომის რეაქციის ახალი ძალით განახლება, რაც ხელს უწყობს მათი გარუსების ტენდენციის გაძლიერებას; “სომხობის” როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების ორკომპონენტიანი კონგლომერატის, მდგრადობის კომპონენტებად არმენიელი ერით და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით, არმენიზაციის ტენდენციის გაძლიერება; “აჭარლობის” (მაჰმადიან აჭარელთა და, საზოგადოდ, საქართველოში მცხოვრებ ქართველური წარმოშობის მაჰმადიან ეთნოსთა) და “ბორჩალოობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების, მდგრადობის კომპონენტებად აზერბაიჯანულ-თურქული სამყაროთი, ქართველი ერისგანჩამოშორების ტენდენციების, შესაბამისად,  გაღვივება და გაძლიერება; “ქისტობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ჩეჩენი ერით, ჩეჩენიზაციის ტენდენციის გაძლიერება.
ცალკე უნდა გამოვყოთ კანონიერი ქურდის ინსტიტუტთან ასოცორებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებლი ჯგუფის შემთხვევა, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის რუსული ფენომენის ერთ-ერთი ასპექტით. ის, როგორც, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით,  მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის თვისებრივი კონკურენტი, სურლი განადგურების ობიექტად დაფიქსირდა. მართალია, ეს ამოცანა, ერთი შეხედვით არ ჩანდა ძნელი, რადგან კანონიერი ქურდის ინსტიტუტთან ასოცირებული აღნიშნული წარმონაქმნი ჯაბა იოსელიანის გარდაცვალების შემდეგ მოკლებული აღმოჩნდა ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციისკენ მისწრაფებას და საამისო პოტენციას. მაგრამ სინამდვილეში, როგორც ავტორის წერილში “მესამე ქართველი _ ედურდ შევარდნაძე” (ნაწილი მესამე) იქნა ნაჩვენები, კანონიერი ქურდის ინსტიტუტი ქართული საზოგადოებისთვის გარედან თავსმოხვეული სამართლებრივი პრაქტიკის (მაშინ _ რუსულის) ქართველი ერის ფსიქოტიპთან შეუსატყვისობით განპირობებულ, ალტერნატიულ სამართლებრივ პრაქტიკაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების, თუმცა კომპრომისულ, მაგრამ დროით გამოცდის გადამტან რეალიზაციას წარმოადგენს და, ამგვარი დანართი ფუნქციის სადღეისოდაც აქტუალობის (ამჯერად, დასავლური სამართლებრივი პრაქტიკის მოძალების) გათვალისწინებით, ამ კრიმინალური ინსტიტუტის ლიკვიდაცია შესაძლებელია, ან ქართველი ერის სრული თვისებრივი ტრანსფორმაციის პირობით (რასაც ცდილობდა მაგრამ ვერ მოასწრო ე.წ. რევოლუციურმა ხელისუფლებამ), ან საქართველოში ოფიციალურად ქართველი ერის თვისებრივი ტიპის შესაბამისი სამართლებრივი პრაქტიკის შემოღებით. ეს უკანასკნელი ვარიანტი ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირებას გულისხმობს.  
საქართველოს ე.წ რევოლუციური ხელისუფლების და მისი გარეგანი მხარდამჭერი ძალის მიერ ქართველი ერის თვისებრივი ტრანსფორმაციის მცდელობაში ზემოქმედების მთავარ ობიექტად მაინც ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი იყო, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით. 
ეს ერთეული აგრესიის მთავარ ობიექტად დაფიქსირდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის, როგორც 1968 _ 2003 წლებში ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებს შორის დომინანტი ერთეული (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი _ ედუარდ შევარდნაძე”, ნაწილი მეოთხე), ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი ფენომენურ გამოხატულებად ჩამოყალიბდა, არამედ, მისი მოცემულობის კონკრეტულობის ხელშეწყობითაც. 
_ როგორც აღინიშნა, მართვის მანიის კალსის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის თვისებრივი ტრანსფორმაციის ძირითადი საშუალებაა საკუთარ მდგრადობის კომპონენტთან მისი ასიმილაცია. განსახილველ შემთხვევაში ეს იყო ამერიკელი ერი. ამრიგად ქართველ ერის მიმართ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის აგრესიის ამოცანა _ ქართული საზოგადოების, მომავლის საზოგადოების პროტოტიპად დასახულ, ამერიკული საზოგადოების ახალ დანართად გადაქცევის მცდელობა, არსებითად დაემთხვა ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფის მიმართ მიხეილ სააკაშვილთან ასოცორებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აგრესიის ამოცანას. ეს არის ამ გარეგანი და შინაგანი ფაქტორების სოლიდარობის საფუძველი, რაც ნარჩუნდება დღემდე. 
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების დამყარების ფაქტის ქართველი ერის თვითორგანიზაციის გამოხატულებად (მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ახალი რეალიზაციის ინიციირებად) იდენტიფიცირებადობის გათვალისწინებით, ამ მოვლენას, საზოგადოდ, არ უნდა მოეტანა კატასტროფული მასშტაბის (ვერკონტროლირებადი) დესტრუქციული შედეგები. ეს, ალბათ, ასეც იქნებოდა რომ არა ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალება. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მოვლენა ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის შესაბამისი მოდუსით უნდა განვითარებულიყო, მიხეილ სასაკაშვილი კი, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შედეგად ერთპიროვნულად დაეუფლა ინიციატივას (რითაც, სხვათა შორის საქართველოს საკითხზე საგარეო ძალებს შორის აღნიშნული შეთანხმებაც დაირღვა), მისგან განსხვავებით, ძალიან შორსაა მეცნიერებისგან. ამდენად პროცესებმა დაკარგეს ქართველი ერის ნოოფილოგენეზის თანადროულ საფეხურთან შესატყვისობა, რაც განათლების სისტემის და მეცნიერების ინსტიტუტების სასტიკი რბევის კამპანიის გაჩაღებაში აისახა. ქართველი ერისთვის ამით მიყენებული დანაკლისის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ქმედების ამ ასპექტს ვერაფერი გაამართლებს. ახსნა კი შეიძლება მოეძებნოს: აღზრდის სისტემა, რომელმაც დაუშვა ამდენი ინდივიდის მათი წარმომშობი საზოგადოებით წარმოდგენილი ერის ნოოფილოგენეზის თანადროულ საფეხურამდე ვერ მიყვანა, ფუნდამენტურ გადასინჯვას საჭიროებს.
საქართველოს ე.წ. რევოლუციურ სახელისუფლო გუნდთან დაკავშირებულ მოვლენებში საგულვებელია კიდევ ერთი ასპექტიც. ეს პოლიტიკური გუნდი ძირითადად 1960-იან და 1970-იან წლებში დაბადებულ პირებს აერთიანებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მის წევრთა ნოოონტოგენეზის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ქრონოლოგიურად მოქცეულია ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1968 _ 1987 წწ.), ეს გარემოება (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოოდ სტაბილიზაციის გარდაქმნა აქტუალიზებული იყო) პირობაა ამ გუნდის წევრთაგან ნაწილის მაინც ცხრომის მანიის კლასის ერის წარმომადგენელ პიროვნებებად ჩამოყალიბებულობისა (მათი ნოოონტოგენეზის ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის ფიქსაციის მნიშვნელობით რეალიზებულობისა). ამრიგად, შესაძლებელია საქართველოს ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის წევრთა ნაწილი ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტის შემადგენელ საქართველოშივე ფორმირებულ ელემენტს წარმოადგენდეს. ნოოონტოგენეზის ამგვარი კონკრეტულობის მიხედვით, ეს ელემენტი არა თუ ცხრომის მანიის კასტური ეფქტის დასავლური ფენომენის, არამედ თვით ამერიკელი ერის წარმომადგენლადაც შეიძლება იდენტიფიცირდეს, რაც ქართველი ერის მიმართ მათი აგრესიის საკუთარი ერის წინააღმდეგ მოქმედებად ვერ შეფასებადობის პირობაა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის რეორგანიზაციაში მიღწეული წარმატებები (როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანწილად გარე ძალებს შორის საქართველოს საკითხზე გარკვეული შეთანხმების მიღწევის შედეგად, საბოტაჟის შეწყვეტის შედეგი), ვერ შეფასდება ქართველი ერის თვითორგანიზაციის ინსტიტუციურ განვითარებად, ანუ ამ შედეგით ვერ გამართლდება ქართულ საზოგადოებაზე წარმოებული ძალადობა (განსხვავებით რუსეთის იმპერატორის, პეტრე I-ის შემთხვევისგან, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მისი რეფორმების შედეგებმა გაამართლეს), რადგან ეწ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ საქართველოში განხორციელებული რეფორმები არა გარე სამყაროს პირისპირ ქართველი ერის ინტერესების დაცვის უნარის განვითარებად, არამედ ქართული საზოგადოების ძირითადი ნაწილის სხვა ერის დანამატად ქცევის პროცესში წინსვლის გამოხატულებად იდენტიფიცირდება. ასე, რომ ეს ასპექტი ვერაფერს დადებითს ვერ სძენს საქართველოს ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის იმიჯს.
 
* * * 
როგორც წერილის პირველ ნაწილში აღინიშნა, ცხრომის მანიის კლასის ერად მისი ტრანსფორმაციის მცდელობისადმი ქართველი ერისგან მაქსიმალური წინააღმდეგობა მოსალოდნელი იყო სქესობრივი ქცევის პარადიგმების საკითხში, ამდენად, არ არის შემთხვევითი, რომ ძალდატანებაც ამ ასპექტით იყო მეტად მძიმე. საქმე ისაა, რომ ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო სქესობრივი ქცევის პარადიგმას ახასიათებს ერთ-ერთი ისეთი ასპექტიც, რომელიც მართვის მანიის კლასის ერისთვის მიუღებელია და, რომელიც მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის აქტუალიზაციის შემთხვევაშიც აკრძალული რჩება: 
_ ერთი მხრივ, ცხრომის მანიის სათანადო ონტოლოგიური სტიქიის _ "ნაწილის პირველადობის პრინციპის" მიხედვით, პიროვნება, როგორც მთელი, მისი პოტენციების, როგორც მის მიმართ პირველადი ონტოლოგიური საწყისების, გაერთიანებად წარმოიდგინება; ე.ი. იგულისხმება, რომ არა პიროვნება ეწევა თვითრეალიზაციას მისი პოტენციების აქტუალიზაციით, არამედ თავად პიროვნებაა ამ საწყისთა (მის ფენომენში გამოვლენილ პოტენციათა) აქტუალიზაციის ლოკალური და კერძო ფენომენური გამოვლინება და, რაკი, ერთ-ერთ ასეთ საწყისად მოიაზრება სქესიც (გინდ ნოოსფერულ და გინდ ბიოსფერულ ფაქტორად წარმოდგენილი), გამოდის, რომ ცხრომის მანიის სათანადო პარადიგმის მიხედვით, სქესობრივი საწყისის აქტუალიზაცია შესაძლებელია პიროვნებთა, როგორც მის მიმართ მეორად ფენომენთა, ნებისმიერ, მათ შორის, ბიოლოგიური სქესის მიხედვით ერთგვაროვან, სიმრავლეზე; ე.ი. ცხრომის მანიის ეფქტის რეალიზაციის გამოხატულებად სქესობრივი საწყისის აქტუალიზაცია დაშვებულია ნებისმიერი მოდუსის ჯგუფურ აქტად _ ორივე სქესის ან ერთი სქესის მაინც ერთზე მეტი პიროვნების მონაწილეობით რეალიზებულ სქესობრივ თანაქმედებად; ეს ნიშნავს იმას, რომ, ცხრომის მანიის კლასის ერების კულტურებში დაშვებულია ჰომოსექსუალიზმიც (შევნიშნავთ რომ, აქ, დაშვებულია, ასევე, აღნიშნულის საწინააღმდეგო პოზიციაც, ხოლო პოზიციების დაპირისპირებას არბილებს ამ თვისებრივი ტიპის ერების უმთავრესი მახასიათებელი _ თავისუფლების კატეგორიის პრიმატი); 
_ მეორე მხრივ, მართვის მანიის ეფექტით განსაზღვრული ერთობის პრინციპი, _  განსხვავების საფუძველზე ერთობის ეფექტი, _ ადამიანის შემთხვევაში სქესობრივი სხვაობის ვიზუალურად მკვეთრაღქმადობის საფუძველზე, განსხვავებული სქესის პიროვნებათა ურთიერთობის გადამეტფასების, მოურთიერთობე თუ დამსწრე პიროვნებათა მიერ სიტუაციის არაადექვატური აღქმის და, შედეგად, მკვეთრი დისკომფორტის განმაპირობებელია; ამგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის არიდების მცდელობა, მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენ საზოგადოებაში, სქესის ფუნქციის გაუქმებულობის ჯგუფების ფორმირების ტენდენციაში აისახება, მათ შორის,  გარკვეული სოციალური ინსტიტუტების სათანადოდ რეფუნქციონალიზაციით, როგორიცაა, ქართული ტრადიციის მიხედვით, მაგალითად: ნათელმირონობა, ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილობა, ძუძუმტეობა, შვიდი თავის პრინციპით შემოსაზღვრული ნათესაობა, თემის წევრობა, მეზობლობა, მეგობრის დედ-მამის შვილობა, თანაკლასელობა და ა.შ.; ამასთანავე, რადგან აღნიშნული ფსიქოლოგიური დისკომფორტის მექანიზმი თავისთავად გაუქმებულია ერთი სქესის პიროვნებათა ურთიერთობაში, მართვის მანიის კლასის ერში, ერთი სქესის პიროვნებათა სიმრავლეები ისახება ფსიქოლოგიური კომფორტის ჯგუფებად: _ ორი პიროვნების ურთიერთობა სქესის მიხედვით ერტგვაროვან ჯგუფებში დაზღვეულია გადამეტფასებისგან ანუ ურთიერთობის შინაარსი მოურთიერთობე და დამსწრე პიროვნებათა მიერ ფასდება ადექვატურად, ფაქტობრივ ხდომილებათა მიხედვით; 
_ ამრიგად, მართვის მანიის კლასის ერი, როგორც საზოგადოებრივი ერთობა, ყოველდღიური ყოფის მოვლენების ასპექტში, არსებითადაა დამოკიდებული ამგვარი ჯგუფების არსებობაზე, აღნიშნული ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოხნის მათეულ პოტენციაზე: _ სქესის ფუნქციის ნიველირების სხვა, ზემოთხსენებული (რეფუნქციონალიზირებული) ინსტიტუტებით განსაზღვრული ჯგუფები ვერ იქნება საკმარისი პიროვნების ყოველდღიური საქმიანობის ასპარეზად; ამდენად ჰომოსექსუალობის შესაძლებლობის მხოლოდ დაშვებაც კი, ანუ დაშვება იმისა, რომ მართვის მანიის კლასის ერის წევრ პიროვნებათა სქესის მიხედვით ხილული იგივეობა შეიძლება სქესობრივი ფუნქციის მიხედვით სხვაობას არ გამორიცხავდეს, გამოიწვევს ფსიქოლოგიური კომფორტის ამ, მთავარი ჯგუფების ლიკვიდაციას, მათი ფუნქციის გაუქმებას და, ამდენად, მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის უმთავრესი ტაქტიკური რესურსის განადგურებას. ეს არის მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ფორმორებისთვის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის აქტუალიზაციის შემთხვევაშიც კი ჰომოსექსუალიზმის ფაქტორის გამოყენების რადიკალურად აკრძალულობის პირობა. მისი ტრანსპლანტაციის მცდელობის მიმართ მართვის მანიის კლასის ერთა რეაქცია მათი თვისებრივი ტრანსფორმაციის მცდელობაში მიღწეული წარმატების თუ წარუმატებლობის უტყუარი მაჩვენებელია. ამით აიხსნება ე.წ. საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების ძალადობრივ არსენალში ამ მიმართულების სქესობრივი თემატიკის აქტუალობა. 
რადგან, ე.წ.  არატრადიციული სქესობრივი ორიენტაცია, მისი ფსიქოლოგიური ასპექტით, იდენტიფიცირდება ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციაში დაშვებულ მომენტად, იძულებული ვართ აღვკვეთოთ ამ ნიშნით დისკრიმინაცია, იმ პირობით რომ, როგორც ფსიქიკური სტიქიების ეფექტების ყველა სხვა ფენომენს, მასაც შეესაბამება განსაზღვრული საარსებო (მისი დაშვებულობის) არე, კერძოდ, ცხრომის მანიის კლასის ერების წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობათა წიაღი. ის, სწორედ, იქ გამოდის გარკვეული კონსტრუქციული ფუნქციის ფაქტორად. ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ ცხრომის მანიის კლასის ერების კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობის არა უმნიშვნელო ნაწილი შექმნილია ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა წარმომადგენელ პიროვნებათა მიერ. 
შევნიშნავთ, რომ ჰომოსექსუალიზმის ბიოლოგიური გამართლების “აღმოჩენის” შემთხვევაშიც კი (სინამდვილეში ამ მოვლენის გავრცელებას ხელს უწყობს აღზრდის სისტემაში ნოოონტოგენეზის პირველი საფეხურის ამოცანების არასრულყოფილად ასახულობა) რჩება მართვის მანიის კლასის ერების (ასევე, ფორმის მანიის კლასის და ძლევის მანიის კლასის ერების) მიერ მისი უარყოფის აუცილებლობა: ერი (ნოოსი) არ არის ბიოსფეროს ფენომენი (მას ანალოგიც კი არ მოეძებნება ბიოსფეროში) და, საზოგადოდ, ერთა ყოველი თვისებრივი ტიპისთვის მოიძებნება ადამიანის ისეთი ბიოლოგიური მახასიათებელი, რომელის ინსტიტუციური ლეგალიზაცია და კულტურაში ასახვა დაუშვებელია, ანუ რომელიც, კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერის წევრ პიროვნებათათვის, მუდამ, დაფარვის და ნიველირების ობიექტად დარჩება (ხოლო, ზოგიერთი მახასიათებლის _ არაერთი აუცილებელი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესის _ დემონსტრაციული ქცევით წარმოდგენა საყოველთაოდ აღიარებულია დამსწრე საზოგადოების შეურაცხყოფად). 
ადამიანის ბიოსახეობის შესაბამისი სქესობრივი ქცევის მოდელის მიხედვით, მდედრობითი სქესის ინდივიდის, მისი ნებელობისგან და სათანადოდ მისი მზაობისგან დამოუკიდებლად, ვიზუალურად გამომრჩეველი მახასიათებლების მამრობითი სქესის ინდივიდის სქესობრივად გამომწვევ პრიმატულ სასიგნალო ფაქტორად წარმოდგენილობა ცხრომის მანიის კლასის ერების შემთხვევაში ნიველირების ობიექტადაა ქცეული, რაც არის ფემინისტური მოძრაობის არსი (ამრიგად არაა შემთხვევით ფემინიზმის პოპულარობა ამერიკაში, ინგლისსა და საფრანგეთში). მართვის მანიის კლასის ერის სათანადო სქესობრივი ქცევის მოდელი კი სწორედ ადამიანის ამ ბიოლოგიურ მახასითებლის ერთგვარი ნოოსფერული განვითარებაა (იხ. ავტორის წერილი “კოლხი მედეა, როგორც ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის პერსონიფიკაცია”), რაც საქართველოში ფემინიზმის უსაფუძვლობის ამხსნელია.  
 * * * 
2004 _ 2006 წლებში მიხეილ სააკაშვილთან ასოცორებულ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის გამოხატულებად, საქართველოს ე.წ. რევოლუციურმა ხელისუფლებამ, მნიშვნელოვანი საგარეო მხარდაჭერის ხელშეწყობით, მოახდინა საქართველოში 2003 წლამდე არსებული პარიტეტის სახელმწიფოებრივი თუ არალეგალური მექანიზმების ნგრევა და, 2006 წლიდან გააძლიერა ე.წ. საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოპონენტების და არამხარდამჭერთა პოლიტიკური დევნა, პირველ რიგში ედუარდ შევარდნაძესთან ასოცორებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის დეზაქტუალიზაციის ტენდენციის გამოხატულებად, და შეუდგა მისი ფუნქციური კონკურენტის _ კაონერი ქურდის ინსტიტუტის ლიკვიდაციას, რაც, როგორც შემდეგ ინფორმაციის გაჟონვით გახდა ცნობილი, უსასტიკესი, არაადამიანური მეთოდებით ხოლრციელდებოდა, ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის დაძლევის გეგმის შესაბამისად, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შემუშავებულ იქნა თავისუფლების ინსტიტუტის სახელით ცნობილ, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების მიერ (საზოგადოდ, ე.წ. არასამთავრობო სექტორი ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ინტერესების აგენტია, რომელიც კონკურენტ ერთეულთა სისტემად ყალიბდება და, შედეგად, მაღალი მოქნილობით ხასიათდება). ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების პირობებში საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებები იქცა ტოტალური პოლიტიკური ტერორის მექანიზმად, რომელიც არა მხოლოდ კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ლიკვიდაციის ამოცანას, არამედ პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბების ყოველგვარი რესურსის აღკვეთას ემსახურებოდა. ერთდროულად იქმნებოდა ფსევდოოპოზიციის სექტორი. ძალისმიერი მეთოდებით დაჩქარდა რეალიზაცია ლიბერალისტური მონოგლობალიზმის სტრატეგიული პროექტებისა. უცხოური კაპიტალის მოზიდვის მოტივით ინიციირებულ იქნა საქართველოს აქტივების გაფლანგვის პროცესი. 
2007 წელს საქართველოს რკინიგზის უცხოურ კომპანიისთვის გადაცემის და მდნარეთა აუზების წიაღისეულიანად გაყიდვის პროექტები იქნა წარმოდგენილი. ძალის გამოყენებაში ზომიერების დარღვევის პიკიც ამ წელს დაფიქსირდა _ თბილისში 7 ნოემბრის მშვიდობიანი  აქციის დარბევისას გამოვლენილმა სისასტიკემ შეუძლებელი გახადა დასავლური სამყაროს მიერ ძალადობრივი პოლიტიკის რეციდივების იგნორირების გაგრძელება. იმიჯის გადასარჩენად მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, რა თქმა უნდა გაუკუღმართებული საარჩევნო სისტემის იმედით. შეიქმნა შესაძლებლობა საქართველოში მოვლენების რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით განვითრებისა. 
ამ ახალი შესაძლებლობების წარმოშობა აიხსნება ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დასასრულის დადგომით: ეგეოსური ცივილიზაციის მორიგ, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, არ შეიძლება ინიციატივის მატარებელ ელემენტად დარჩენილიყო. 
ვითრების ამგვარმა შეცვლამ საფუძველი მისცა ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის განვითარებას, რის პერსონიფიკაციად შეიძლება დავასახელოთ ლევან გაჩეჩილაძე. საქართველოში მოვლენების განვითარების ეს ასპექტი ეგეოსური ცივილიზაციის წინა ფაზის ინერციის (წინა ფაზაში აქტუალური მაგრამ ალტერნატივების კონფლიქტით დათრგუნული ტენდენციების გაღვივების) ამსახველია. ხოლო, ეგეოსური ცივილიზაციის ახალი ფაზის დადგომასთან დაკავშირებით მთავარი მოვლენები, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების აქტუალიზაციაში უნდა ასახულიყო. ამის პირველი მაგალითია ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების ოპოზიციის ლიდერად ბადრი პატარკაციშვილის დაწინაურება, რაც შეიძლება გადაქცეულიყო აქტუალიზაციად მდგადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა, რომელიც ტრადიციულად  “ურიობის” სახელითაა ცნობილი. სამწუხაროდ, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩვნებისთვის მზადების პროცესში, ეგეოსური ცივილიზაციის  წინა ფაზის მოვლენების ინერციამ დროებით გადასძალა ახალი ფაზის დასაწყისის მაუწყებელი ტენდენცია. ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ ოპოზციური ძალების ერთ–ერთმა ძლიერმა დაჯგუფებამ ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა საკუთარ კანდიდატად. ბადრი პატარკაციშვილის ოპოზიციის საერთო კანდიდატად წარმოდგენის  შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება გაცილებით ძნელი იქნებოდა. ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, რაც არჩევნებიდან მცირე ხანში მოხდა, მასთან ასოცირებული ალტერნატივის გავლენის შემცირება განაპირობა.
მოვლენების განვითარებაზე სუსტი აღმოჩნდა გავლენა “სომხობისა”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის არმენელი ერით. ეს ელემენტი დათრგუნა, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული (წინააზიური) ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის გავლენამ, რომელიც, მისი მდგრადობის კომპონენტის (ცხრომის მანიის კასტური ეექტის არმენიული ფენომენის) არმენიელ ერთან საარსებო მიმართების საფუძველზე, ამავე სახელით (“სომხობა”) არის ცნობილი (იხ. ავტორის წერილი ამ თემაზე) და, თვისებრიობის მიხედვით, ადაპტირებადია ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენთან, ანუ აქტუალიზირებადია და იდენტიფიცირებადი ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის ელემენტად. ამ უკანასკნელს ეგეოსური ცივილიზაციის ახალ, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის კავკასიურ პოლიტიკაში აქტიური ფუნქციაც დაეკისრა. 
საქმე ისაა, რომ ეგეოსური ცივილიზაციის ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით გაუქმდა ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის გაერთგვაროვნების სტანდარტადაც კი გამოყენების შესაძლებლობა; ამან კიდევ ერთხელ შესცვალა კავკასიაში ძალთა ბალანსი. როგორც მოვლენათა განვითარებამ გვიჩვენა, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მესვეურებმა სცადეს გაეცვალათ საქართველო, სადაც რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბება (ტერიტორიის დენაციონალიზაცია), არმენიაზე, რომელიც ამ დრომდე  რუსეთის ერთგულ მოკავშირედ რჩებოდა (არმენიაში ალტერნატიული პოლიტიკური მიმდინარეობის განვითარება აღიკვეთა 1998 წელს მისი ლიდერების დემონსტრაციულად ლიკვიდაციის შემდეგ). ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება. რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის პირობებში შესაძლებელი ხდება თურქული სამყაროს განწყობა არმენიის წინაშე ტერიტორიული დათმობებისთვის, ანატოლიის და შუააზიის მაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის არმენიის გავლით გამართვის სანაცვლოდ. მაგრამ ამ პროექტის რეალიზაციისთვის არმენიის უსაფრთხოების გარანტად ნატოს, და ამდენად, ამერიკის მონაწილეობის აუცილებლობა დასავლეთ ევროპის ერებისთვის (პირველ რიგში, გერმანელი და ფრანგი ერებისთვის) სარტანზიტო დერეფნის ამ პროექტით რეალიზაციას მიუღებელს ხდის, რადგან ამ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ ალტერნატიული ენერგო მომარაგების არხს, რომელიც რუსეთის და ამერიკის გარიგების ობიექტის მდგომარეობისგან დასავლეთ ევროპის თავდახსნისთვისაა აუცილებელი, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებში. ამით აიხსნება პრეზიდენტ სარკოზის აქტიური ჩარევა, რამაც მოიტანა საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შეფერხება. 
საქართველოს და არმენიის გაცვლის აქტის ჩაშლის შემდგ ლიბერალისტური მონოგლობალიზმის მესვეურები შეუდგნენ თავისუფალი ეკონემიკური ზონის საქართველო-არმენიის კონფედერაციის ბაზაზე ეტაპობრივი პროექტის სახით რეალიზაციის მცდელობას: იგულისხმება თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჯერ თბილისის გადაქცევა (რასაც ემსახურებოდა საქართველოს დედაქალაქის ქუთაისში გადატანის პროცესის ინიციირებაც), შემდგომ საქართველოს არმენიის და პერსპექტივაში მთელი კავკასიის ეკონომიკური აქტივების თანდათან, ეტაპობრივად მის დაქვემდებარებაში მოქცევის ხელშეწყობა (იხ. ავტორის წერილი “ქართული გორდიას კვანძი”). 
ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომამ მოიტანა გავლენის ზრდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, როგორც, მდგრადობის კომპონენტად ფრმის მანიის ეფექტის ფენომენით (ბიზანტია), ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ელემენტისა (მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზეა, ეკლესია, როგორც, საზოგადოდ, ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის ინსტიტუცია, აქტუალური რჩება ნოოონტოგენეზური ფუნქციით). ეკლესიის გავლენის ზრდას ე.წ. რევოლუციურმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სტატუსის დამქვეითებელი საკანონმდებლო აქტით და ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის პრესის გაძლიერებით უპასუხა. ციხეებში ადამიანთA წამების პრაქტიკამ პიკს მიაღწია, პატიმართა რიცხვის ზრდის დაჩქარების ფონზე. 2012 წლისთვის პატიმართა რიცხვის მაჩვენებლით საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით “მოწინავეობდა”.
აგრესიის ეს ზრდა მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგარდობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა, ეგეოსური ცივილიზაციის ახალი ფაზის დადგომით მისი დეზაქტუალიზაციის ტენდენციის პირობებში. მაგრამ ამგვარმა რეაქციამ, პირიქით, დააჩქარა აღნიშნული ტენდენციის განვითარება. საქმე ისაა, რომ, ქეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფის (ასევე, ძლევის მანიის ეფექტის ფენომენების) აქტუალობის შენარჩუნების მთავარ რესურსად დარჩა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობა, რასაც აღნიშნული (მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული) ერთეული თავისი აგრესიით თვითონვე დაუპირისპირდა. ეს ნიშნავს მის სრულ თვითდისკონსტრუქტივიზაციას. ამით მან ინერციით გააგრძელა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილისაციის გარდაქმნის აქტუალობის ნიველირების ის პოლიტიკა, რომელმაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული (1988 წლიდან, მხოლოდ ამ ფაქტორზე დამყარებული), მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის დეზაქტუალიზაცია განაპირობა.
ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ქართულ საზოგადოებაში ინიციატივის დაუფლებისთვის ოპტიმალურია, მდგრადობის კომპონენტად ფორმისმანიის ეფქტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის გამოხატულებად, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ფორმის მანიის ეფექტის კასტური რეალიზაციის ინიციირება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას (მის გარეგნულ ინსტიტუციურ ასპექტს) ითვალისწინებს თავისი ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის გამოხატულებად (ეს ნიშნავს ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობისთვის არჩეულისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის გატარებას). ამ მოთხოვნის შესაბამისი პროცესების უკანასკნელ ინიციატორად უნდა დასახელდეს “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. 
ბიძინა ივანიშვილის ფენომენში ფორმის მანიის ეფექტის კასტურ რეალიზაციას ავლენს მისი მოქმედების გარეგნული სტილის მოვალეობის კატეგორიის პრიმატზე დამყარებულობა: იგი ცნობილია პიროვნებად, რომელიც არც ერთ სავალდებულო მოქმედების წესს არ არღვევს (“ბებერი ებრაელის” პარადიგმა), მოქმედებს, მხოლოდ, ლეგალური დაკანონებული წესების დაცვით და შეურყეველია ამ პრინციპის დაცვაში _ მისი გავლენის არეალში არავითარ შესაძლებლობას არ უტოვებს  სხვაგვარად არსებობის მოწადინეებს (“ანაკონდას” პარადიგმა); მას, როგორც ქართველს, სიამოვნებს, ახარებს (სრულყოფილად თვითრეალიზაციის განცდას ანიჭებს) გაცემა, მაგრამ არსით გაცემის აქტის გამომხატველი მისი ქცევა შენიღბულია სხვაგვარად მოტივირებულობის დემონსტრაციით (როგორც მოითხოვს ამას მართვის მანიის ფსიქიკური სტიქია), კერძოდ, მოქმედების, გარეგნულად, მოვალეობის მოხდის გამომხატველ ქცევად წარმოდგენით; მისი ბიზნესსტრატეგია სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციურ გაძლიერების ხელშემწყობია და არა მის დასუსტებაზე მიმართული (მაგალითად გამოდგება რუსეთის საპრივატიზაციო კამპანიაში გასაყიდ ობიექტებზე ფასების დაწევის ტოტალური კორუფციული მექანიზმის წინააღმდეგ მისი მოქმედება).
მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფქტის ფენომენით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიციირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის მოვლენა შეიძლება მივიჩნიოთ ზვიად გამსახურდიასთან ასოცირებული ამგვარივე (ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის საფუძველზე, ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის რესურსად გამოვლენილი, მაგრამ თანადროული ფაზის გავლენით დათრგუნული და დისკონსტრუქცირებული) ერთეულის კონსტრუქციულ აღორძინებად, რადგან სწორედ ამ ფენომენის აქტუალობის ჟამს (იხ. ავტორის წერილი “მესამე ქართველი _ ედუარდ შევარდნაძე”, ნაწილი მეოთხე) გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი, თავისი პირველი მასშტაბური საქველმოქმედო აქციით (ახალი სამეურნეო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობის საქართველოს სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემა). 
ბიძინა ივანიშვილი, როგორც ახალი სახელისუფლო გუნდის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, თავისი ნოოონტოგენეზური განვითარებით შეესაბამება ქართველი ერის ნოოფილოგენეზის თანადროულ საფეხურს. ამის ერთ-ერთი შედეგია მის მიერ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გია დვალის ინიციატივის მხარდაჭერა, რაც ქართული მეცნიერებისა და განათლების სისტემისთვის წინა ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორების იმედს გვაძლევს.
ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის დომინანტიზაცია, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფქტის ფენომენით, ქმნის მნიშვნელოვან რესურსს საქართველოსთან დაკავშირებით ინიციირებული ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პროექტების შესაფერხებლად, მით უმეტეს, რომ მიმდინარე ცივილიზაციური ფაზის გავლენით ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის მნიშვნელოვანი დეზაქტუალიზაცია მოსალოდნელია თვით დასავლეთის სამყაროშიც. მაგრამ, ამასთანავე, ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობა ტოვებს შესაძლებლობას საპირისპირო ტენდენციის განვითარებისთვისაც. ამ შეაძლებლობის აქტუალობის მაჩვენებელია ლიბერალისტური მონოგლობალიზმის ფრონტის მხრიდან საქართველოს წინა სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერის პოლიტიკის შენარჩუნებულობა. საამისოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე, თბილისში ჩინური უბნის (თბილისური ჩაინათაუნის) მშენებლობის მიმდინარე პროექტიც, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების ხელშეწყობით იქნა ინიციირებული. 
მსოფლიოს ქვეყნებში ჩინური დიასპორების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პროექტის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს: რაოდენობრივი მახასიათებლის მიხედვით^ჩინური ეთნომასივი მსოფლოს მასშტაბით რეგიონალური ეთნოგანსაკუთრებულობის დაძლევის მთავარ რესურსადაა მიჩნეული, ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმა ჩინური დიასპორების გავრცელების საშუალებაა და, ამრიგად, ჩინელი ერი არ შეიძლება არ იყოს განწყობილი ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის აქტუალობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის. 
ამ მხრივ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინდოეთის ფაქტირის აქტუალიზაცია: ინდური საზოგადოება ლიბერალისტური მონოგლობალიზმის დოქტრინის მთავარ აქტუალიზატორად ჩამოყალიბების კანდიდატია. ინდოეთი მისი მემკვიდრეობაში ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის გამომხატველი ასპექტის მიხედვით, წარმოადგენს განსაკუთრებული თვისებრივი ტიპის ცივილიზაციას, რომელიც, პირველად ცივილიზაციათა მსგავსად, უწყვეტ სინქრონულ თანაარსებობაში, მუდმივად აქტუალურ მდგომარეობაში შეიცავს ოთხივე ფსიქიკური სტიქიის ეფექტების ფენომენებს. ასეთ შემთხვევაში დომინირებს ცხრომის მანიის ეფექტი, რომელიც მისი რეალიზაციის არეზე სამი სხვა ფსიქიკური სტიქიის ეფექტების ალტერნატიული რეალიზაციების ლოკალურ ფნომენებად დამშვებია, რაც არის ბრაჰმანისტული ვარნების (მითოსის საფეხური) და ინდუისტური კასტების (რელიგიის საფეხური) საზრისი. ე.ი. ინდური საზოგადოება არის ერთგვარი “ერი-ცივილიზაცია”, რომელიც დღეს, მისი დომინანტური ელემენტის მიხედვით, ეგეოსურ ცივილიზაციაში ცხრომის მანიის კლასის ერად ადაპტაციის პროცესსაა დაქვემდებარებული. სადღეისოდ მსოფლიო პროცესებში მისი შედარებით მცირე როლი აიხსნება იმით, რომ ინდური საზოგადოება ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე დგას. მაგრამ სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ეგეოსურ ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაშიც (რომელიც 2008 წეს დაიწყო და 2027 წლამდე გასტანს), რადგან ამ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობა საშუალებს აძლევს, მასში ცხრომის მანიის კლასის ერად ინტეგრაციის ტენდენციას დაქვემდებარებულ, ინდურ საზოგადოებას შეინარჩუნოს აქტუალობა და დასძლიოს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფხურზე გადასვლის ეტაპი. ინდოეთის მეგაპოლისებში, სადაც ეს პროცესი საკმაოდაა წინ წასული, მკვეთრად ჩანს ინდოელი ერის მთავარი სადღეისო პრობლემა: ამერიკული საზოგადოების გარშემო ცხრომის მანიის კლასის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ერად რეკონსოლიდაციის გზაზე დამდგარი ინგლისურენოვანი სამყაროს სახით წარმოდგენილ, ცხრომის მანიის კლასის ერის ნოოფილოგენეზის მოთხე საფეხურის კონკრეტული რეალიზაციის გვერდის ავლის სიძნელე. შეიძლება ინდურმა საზოგადოებამ გაიზიაროს დასახელებული რეალიზაცია ცხრომის მანიის კლასის ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურისა და გახდეს ახალი ცენტრი ამ რეალიზაციისა (ცენტრის რიგით მეორე რედისლოკაცია, ინგლისიდან ამერიკაში მისი გადანაცვლების შემდეგ). ამ შემთხვევაში გარდაუვალია ცხრომის მანიის ეფექტის ამ ახალი ფენომენის ნოოფილოგენეზის რეტროსპექციული რეკონსტრუქცია და ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის მოცემულობად ინდური მემკვიდრეობის დაფიქსირება (თვით ინდოეთში ბუდიზმის რესტავრაციის პირობით). მაგრამ ინდოეთზე გაფართოებული ინგლისურენოვანი სამყაროს ეგეოსური ცივილიზაციის ცხრომის მანიის კლასის ერად ჩამოყალიბების პროცესი, ამ ცივილიზაციაში საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის ვერ დაძლევის (ლიბერალისტური მონოგლობალიზმის პარადიგმის აქტუალობის შენარჩნების) პირობებში, ინდური ცივლიზაციის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის რეალიზაციის მოვლენაში შეიძლება გადაიზარდოს. ეს ნიშნავს ინდუიზმის პრიმატის შენარჩუნებას და მისეული კასტური სისტემის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის მოდუსით აქტუალიზაციას, მსოფლიო საზოგადოების მასში გამომწყვდევის პერსპექტივით. მსოფლიო საზოგადოების ინდოეთის ნიმუშით (თუნდაც ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის მოდუსით) “ერი-ცივილიზაციად” ჩამოყალიბების შესაძლებლობის უარყოფით ალტერნატივად შეფასება გამართლებულია იმით, რომ ცივილიზაციათა თვისებრივი ტიპი წარმოდგენილი ინდური ცივილიზაციით ეგეოსური ცივილიზაციით წარმოდგენილი თვისებრივი ტიპის ცივილიზაციებისგან განვითრების ნაკლები დინამიურობით გამოირჩევიან. 
ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მიმდინარეობაში მოსალოდნელია ფორმის მანიის კლასის ერების დაწინაურება. მათ შორის საქართველოს მდგომარეობაზე გავლენის გაზრდის შესაძლებლობა გააჩნიათ: ჩინელ ერს, რომლის, უკვე, კომპაქტურად განსახლებული დიასპორის ფორმირების პროცესის ინიციირება მოასწრო საქართველოს ყოფილმა სახელისუფლო გუნდმა (მშენებარე თბილისური ჩაინათაუნი); გერმანელ ერს, რომელიც ევროპის ფორმის მანიის ეფქტის ფენომენად რეორგანიზაციის ინიციატორად და ჩინელი ერის მიმართ პარიტეტის მთავარ ფაქტორად შეიძლება მოგვევლინოს; თურქ ერს, რომელიც, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის შემთხვევაში, თურქული სამყაროს ფორმის მანიის კლასის ერად კონცოლიდაციის პროცესში წარმატების მოპოვებას შესძლებს, და რომლის დიასპორაც სწრაფად ვითარდება, ასევე, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების “ღვაწლით”; არაბ ერს, რომელიც თანადროული ფაზის ხელშეწყობით რეკონსოლიდაციის გზას დაადგა (რაც გარეგანი ძალების გავლენამ დროებით ჩაახშო) და ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის მისწრაფებას ავლენს, რაშიც წარმატების შემთხვევაში რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას წინააზიასა და აფრიკაში; ირანელ ერს, რომელსაც, გარეგანი საფრთხეების წინაშე შიშის დაძლევის შემთხვევაში (რაშიც რუსეთის ტექნოლოგიური და პოლიტიკური მხარდაჭერა ეხმარება), შეუძლია სწრაფად დასძლიოს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის ეტაპი; უკრაინელ ერს, რომელიც ახლა განიცდის სტაბილიზაციის პროცსს და საჭიროებს საგარეო ურთიეთობებში წარმატებას, გამორჩეულობის ცნობიერების გასამართლებლად. თითოეული, ამ ერთაგან და, ასევე, ფორმის მანიის კასტური ეფექტის რუსული ფენომენი, რომლის აღორძინებაც შესაძლებელია, შეიძლება მოგვევლინოს ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებს შორის დომინანტი ერთეულის მდგრადობის კომპონენტად, ქარველი ერის თავდაცვითი რეაქციის მთავარ ობიექტად. ამასთანავე, ეგეოსურ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობის გათვალისწინებით, მიმდინარე ფაზაშივეა შესაძლებელი აქტუალურ ელემენტად დაფიქსირდენენ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფები სხვა თვისებრივი ტიპის მდგრადობის კომპონენტებით, როგორებიცაა მაგ.: ძლევის მანიის კლასის რუსი ერი; ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი და ინდოელი ერები. 
და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზა, მიუხედავად მისი გავლენით საერთაშორისო კონფლიქტების რისკის ზრდისა, დამშვბია მსოფლიო საზოგადოების სტრუქტურიზაციის გამოხატულებად ოპტიმალიზმის პარადიგმის ინიციირებისა, რასაც ქართველი ერის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მსოფლიო ცივილიზაციაში მისი ღირსეულად წარმოჩენისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. 
 
10.11.2012 - 06.02.2013