“მესამე ქართველი” - ედუარდ შევარდნაძე

ავტორი: ემზარ ხვიჩია


თარიღი: 2015/Apr/13 (11:50)


(საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა პერსონიფიცირებულ წარმოდგენაში)
 
 
ქართველ ერს, როგორც ერთა მართვის მანიის კლასის წარმომადგენელს, მთელი ისტორიის განმავლობაში (მათ შორის რუსეთთან მზარდი ინტენსივობის ურთიერთობის პროცესში) შეზღუდული ჰქონდა პირდაპირი ინსტიტუციური თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და მსოფლიო პროცესებზე გავლენას, ძირითადად, კატალიზატორის ეფექტით მოქმედი პიროვნული ფაქტორის მნიშვნელობით ახდენდა. ამდენად საერთაშორისო სარბიელზე გასულ ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსთა ისტორიული როლის დაკნინების და მიჩქმალვის პრაქტიკა, რასაც სახვადასხვა იდეოლოგიურ მოსაზრებათა კარნახით ემსახურებიან თვითონ ქართველებიც, უნდა შეფასდეს უკიდურესად უარყოფით მოვლენად, როგორც ქართველი ერის ისტორიული ფუნქციის ნიველირების მცდელობა. ამ ფაქტორის დესტრუქციული მოქმედება ხელს უშლის  ქართული საზოგადოების ობიექტურ თვითიდენტიფიკაციას, განაპირობებს საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტაციას და რესურსების უსარგებლოდ ფლანგვას. ამსთანავე, ამ პრაქტიკას ახლავს დიდი უმადურობის მომენტიც. ეს წერილი ამ მორალური დანაშაულის გამოსწორების მცდელობადაც შეიძლება მოვიაზროთ.
ქართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში აღნიშნული ტენდენციის ბატონობის დამადასტურებელ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ “მესამე ქართველის” კონცეფცია, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიული პროცესის ლაკონურად წარმოდგენის (სიმბოლოში მოხელთების) მცდელობის პროდუქტია და, რომლის განხილვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დიდმასშტაბიანი ხედვით წარმოდგენის და მსოფლიოს ისტორიის დღემდე გაუცნობიერებელი ასპექტების წარმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს. 
ქვემოთ ნაჩვენები იქნება, რომ შესაძლებელია ამ კონცეფციისგან აღნიშნული ნეგატიური ასპექტის ჩაოშორება და მეცნიერულ დებულებად მისი ჩამოყალიბება. 
* * *
“მესამე ქართველის”კონცეფციის შესაბამისი ქართული სამეული, როგორც წესი, შემდეგი შემადგენლობით სახელდება: სტალინი, ლავრენტი ბერია, ედუარდ შევარდნაძე. როგორც ვნახავთ, ამგვარი არჩევანი (დასახელებაში წარმოდგენილი თანმიმდევრობა) სწორად ასახავს XX საუკუნის მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ უარსებითეს ასპექტს, რაც ინტუიციის ნაყოფად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ლოგიკური დასაბუთების, სამეულის წევრთა შერჩევის კრიტერიუმების ასპექტით ეს კონცეფცია დღემდე ჩამოუყალიბებელია. თუმცა, მასში ამ კრიტერიუმებზე გარკვეული მინიშნებები შეიძლება გამოვყოთ. 
კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, დასახელებული სამეულის წევრებს გააჩნიათ არჩევის კრიტერიუმზე მიმანიშნებელი ერთი საერთო მახასიათებელი: მართალია, შეიძლება დასახელდეს არა ერთი ქართველი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსეთის ისტორიაში, _ მაგ.: ალექსანდრე ბაგრატიონი _ პეტრე I დიდის თანამებრძოლი, რუსული სამხედრო მრეწველობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, “რუსეთის არტილერიის მამა”, როგორც უწოდებენ; ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II _ ამიერკავკასიაში რუსეთის შეუქცევადი ექსპანსიის დასაწყისის მთავარი ინიციატორი; პეტრე ბაგრატიონი _ ერთ-ერთი გამოჩენილი სამხედრო ლიდერი მსოფლიოს ისტორიაში (თავად სუვოროვის და ნაპოლეონის აზრით); ირაკლი წერეთელი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლი, რუსეთის დუმის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე და რუსეთის დროებითი მთავრობის წევრი; ნიკოლოზ ჩხეიძე _ რუსეთის დუმის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე, რუსეთის დროებითი ხელისუფლების ჩამოყალიბების ინიციატორთაგანი, ხელისუფლების უმაღლესი ინსტიტუტის _ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (საკანონმდებლო, განმკარგულებელი და მაკონტროლებელი ორგანო) თავმჯდომარე, კარიერის დასასრულს _ ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე; ვარლამ ჩერქეზიშვილი _ ანარქიზმის ერთ-ერთი მამამთავარი, მარქსისტების მთავარი ოპონენტი _ “ანარქისტების მარქსი”, როგორც სტალინმა უწოდა; სერგო ორჯინიკიძე _ გამოჩენილ ბოლშევიკ სამხედრო ლიდერთაგანი და საბჭოეთის ინდუსტრიალიზაციის პროგრამის კურატორი; აბელ ენუქიძე _ საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის უცვლელი პირველი მდივანი 17 წლის განმავლობაში, 1930-იან წლებში პარტიულ ელიტაში სტალინის ოპოზიციის ლიდერი და მის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზატორი; ალექსანდრე ნადირაძე _ საბჭოთა რაკეტმშენებლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ილია ვეკუა _ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის დამფუძნებელი და ა.შ. _ მაგრამ მათ შორის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პროცესზე გავლენის მასშტაბის მიხედვით, სტალინს, ლავრენტი ბერიას და ედუარდ შევარდნაძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მახასიათებლით, როგორც ქვემოთ იქნება ნაჩვენები, მათ არაფრით ჩამოუვარდება 1802 _ 1806 წლების საქართველოს მთავარმართებელი, პავლე ციციანოვი. ამასთანავე, ეს უკანასკნელი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხზე არსებული საზოგადოებრივი აზრის სხვა აპექტის მიხედვით, ლავრენტი ბერიაზე მეტად იმსახურებს ადგილს სათანადო ქართულ სამეულში. 
საზოგადოებრივი აზრის ამ ასპექტს (მას, სამწუხაროდ, დიდად ვერ სცილდება თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია), რომელიც სამეულის წევრთა არჩევის ზემოთ მინიშნებული კრიტერიუმის შემდგომი დაზუსტების საშუალებას გვაძლევს, და, რომელიც, სწორედ, ისტორიის პროცესზე ქართველი ერის გავლენის ნიველირებისკენ მიმართული განწყობის გამომხატველია, შემდეგი ფაქტის მოშველიებით წარმოგიდგენთ: 
_ 1992 წელს საქართველოში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე მართლმადიდებლური წესით მოინათლა; ნათლობის სახელის არჩევანი _  “გიორგი” _ მისი ძის სახელის _ “პაატა” _ გათვალისწინებით, ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა პუბლიცისტმა დიდი მოურავის ფენომენთან თვითასოცირების _ “დიდი მოურავის სინდრომის” (ე.ხ.) _ გამოხატულებად გამოაცხადა, რაც, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით დიდი მოურავის ფენომენის შეფასების გათვალისწინებით, ედუარდ შევარდნაძის საქართველოს შიგნით ხელისუფლებისთვის ბრძოლაში გარეგანი ძალების გამოყენების ინიციატორად და, ამდენად, საქართველოს გარეგანი ძალების ინტერესების ტყვეობაში მოქცევის საფრთხის აქტუალიზატორად წარმოდგენას ნიშნავს. სტლინი ამ “დაზუსტების” მიხედვითაც, კვლავ მის წინამორბედად რჩება, რადგან, როგორც ცნობილია, ის დიდი მოურავის ფენომენისადმი უაღრესად დადებითი დამოკიდებულებთ ხასიათდებოდა. ამასთანავე, რადგან სტალინის ზეობის წლებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის სფეროში სხვა ინიციატორის დასახელება უსაფუძვლოა, და, რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ, ლავრენტი ბერია საქართველოზე საკავშირო ხელისუფლების გავლენის შემცირების მცდელობის ინიციატორადაც კი დაფიქსირდა (იხ. ქვემოთ), აღნიშნული “დაზუსტება”, სწორედ რომ, მოითხოვს ლავრენტი ბერიას პერსონის პავლე ციციანოვის პერსონით ჩანაცვლებას და, ამრიგად, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით ინტერპრეტირებულ “დიდი მოურავის სინდრომის” საქართველო-რუსეთის ურთიერთობის სფეროში უმაღლესი რეალიზაციების ქართული სამეული შემდეგი სახით წარმოიდგინება: 
1) პავლე ციციანოვი _ “1801-1802 წლებში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობის ჩამშლელი (საქართველოში ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის მომშლელი), რუსიფიკატორული პოლიტიკის ფუძემდებელი”; 
2) სტალინი _ “1918 წელს აღდგენილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამამხობელი, ქართველი ერის საბჭოთა იმპერიაში გამომწყვდეველი”; 
3) ედუარდ შევარდნაძე _ “1991 წელს აღდგენილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის დიდი ზიანის მიმყენებელი, საქართველოს “დსთ”-ში მოქცევის ინიციატორი და ეროვნული აღორძინების შემფერხებელი (ის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის ინიციატორად მოიაზრება)”. 
ამ კონცეფციის მთავარი (დაუძლეველი) უზუსტობა დიდი მოურავის ფენომენის არასწორ ინტერპრეტაციაში მდგომარეობს: ისტორიული მოცემულობის მიხედვით (მაგ., იხ. ზურაბ კვეტენაძის წიგნი _ “სნობისტური ცნობიერების “უკანასკნელი შეტევა” დიდ მოურავზე”. თბ. 2006), დიდ მოურავს საქართველოს წინააღმდეგ გარეგანი ძალების აგრესიის ინიციირებაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის, ხოლო მისმა ინიციატივებმა, მტრის ბანაკში მისი ფარულად მოქმედების შესაძლებლობის ხელშეწყობით, სწორედ რომ გადაარჩინეს ქართველი ერი; მაშასადამე, დიდ მოურავთან შეიძლება ასოცირებულ იქნას ანუ “დიდი მოურავის სინდრომი” შეიძლება ეწოდოს პიროვნების სამოქმედო სტრატეგიას, რომელიც მისი ერის მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილ და ღია დაპირისპირებით შეუჩერებელ გარეგან ძალასთან მის შეკავშირებაში გამოიხატება, ფარული მოქმედებით, ამ ძალის აგრესიის დესტრუქციული შედეგების აღსაკვეთად ან შესამცირებლად. სწორედ ასე ესმოდა დიდი მოურავის ფენომენი სტალინს. ამას ადასტურებს სიუჟეტი მისი შეკვეთით გადაღებული ფილმისა _ “გოორგი სააკაძე”. არ გვაქვს საფუძველი სხვაგვარად შევაფასოთ ედუარდ შევარდნაძის პიოზიციაც ამ საკითხში. 
ამგვარი შესავალი საკმარისი უნდა იყოს იმის ცხადსაყოფად, რომ ავტორი ითვალისწინებს განსახილველ საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში და დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებს და, ამდენად, რომ ეს შეხედულებები ვერ გამოდგებიან ქვემოთ წარმოდგენილ დებულებათა კონტრარგუმენტებად.
* * * 
გადავიდეთ დასახელებული საკითხის ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის პოზიციიდან განხილვაზე. საამისოდ უნდა დავუბრუნდეთ ქართული სამეულის შემადგენლობის საკითხს.
ქართველი ერის, როგორც ერთა მართვის მანიის კლასის წარმომადგენლის, სახელმწიფოებრივი თვითორგანიზაციის მთავარი რესურსი “ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფებია” (მართვის მანიის კლასის ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზაციის თავისებურებები წარმოდგენილია ავტორის წერილში “სომხობის” ფენომენის იიდენტიფიკაციის შესახებ). პავლე ციციანოვის რუსიფიკატორული პოლიტიკა ქართული არისტოკრატიისთვის რუსეთის იმპერიის, გერმანული პროტოტიპის მიხედვით გამართულ, ცენტრალიზებულ და იერარქიულ საზოგადოებრივ სისტემაში ასპარეზის გახსნას ემსახურებოდა, რაც, როგორც, მადგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის რუსული ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაცია, ქართული სახელმწიფოებრიობის არა დამხობის, არამედ მისი დამატებითი ასპექტით აქტუალიზაციის გამოხატულებაა. ის გარემოება, რომ აღნიშნული ინიციატივები ქართული სახელმწიფოებრიობის არა ეგეოსური ცივილიზაციის ელემენტად განვითარებაზე, არამედ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ელემენტად გარდაქმნა-ჩამოყალიბებაზე იყო მიმართული, ვერ ჩაითვლება დესტრუქციულად. 
ამასვე მიუთითებს პავლე ციციანოვის ინიციატივების მეორე ასპექტიც, _ საქართველოში ეკონომიკური განვითარების დაჩქარების მცდლობა, სხვა ღონისძიებათა შორის, ისლამური იმპერიებიდან საქართველოში არმენიელ ვაჭარ-მევახშეთა და ხელოსან-მეწარმეთა გადმოსახლების კამპანიის ინიციირებაში გამოხატული _ როგორც ცხრომის მანიის კატური ეფექტის ფენომენის აქტუალიზაცია. პავლე ციციანოვის ინიციატივის ეს ასპექტი “სომხობის” _ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერით და მასთან ასოცირებული ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენით (და, ამდენად, დასავლეთევროპული ცივილიზაციის თანადროული მდგომარეობის მიხედვით, ორმაგად აქტუალური ფაქტორის_ იხ. ქვემოთ) _ რეაქტუალიზაციის მოვლენაა (“სომხობის”, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის,  მნიშვნელობათა შესახებ იხ. ავტორის ხსენებული წერილი ამ თემაზე). 
პავლე ციციანოვის ცხოვრების ხანა ქრონოლოგიურად დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველ მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას (XVI ს. დასაწყისი _ XIX ს. შუაწლები) ეკუთვნის, რომლიც, ე.წ. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პირობებში, ამ ცივილიზაციის გაფართოებით ანუ მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით წარიმართა. ეს ნიშნავს ამ ფაზაში წინა, პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის (XII ს. შუაწლები _ XV ს. დასასრული) ორმაგი ეფექტის ფენომენთა (მონარქიების, როგორც ფორმის მანიის ეფექტის ფენომენების, და თავისუფალ ქალაქთა კავშირების, როგორც ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენების, ურთიერთსოლიდარობის) კომპონენტების (ფორმის მანიის ეფექტის ფენომენების და ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენების) აქტუალობის შენარჩუნებას, თუმცა კი, მათი ურთიერთმიმართების დისფუნქციონალიზაციის საფუძველზე, მათი დაცალკევების და ფორმის მანიის კლასის ერების (მონარქიების ინიციატივით) და ცხრომის მანიის კლასის ერების (ვაჭართა ოლიგარქიების ინიციატივით) გამოკერძოების (ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების) ტენდენცის განვითარებას და, შედეგად, გაფართოების ობიექტის როლზე კონკურენციის მათ შორის გაჩაღებას. 
ამის სასპირისპიროდ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ექსპანსიის პროცესში კავკასიის სივრცეზე ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ეფექტების ფენომენები არა კონკურენტ, არამედ ურთიერთხელშემწყობ ფაქტორთა როლში აღმოჩნდნენ: 
_ ფორმის მანიის კასტური ეფექტის რუსული ფენომენის (პეტრე I დიდის მიერ ინიციირებული სანკტ-პეტერბურგის რუსეთის), როგორც დასავლეთევროპული ცივილიზაციის ელემენტის, კავკასია-წინააზიის სივრცეზე ექსპანსიის ხელშეწყობით ამ სივრცის შიგნით ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერი და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენი (ისლამურ გარემოში ფორმის მანიის კლასის არმენიელი ერის ადაპტაციის ფაქტორი) ნოოფილოგენეზურად დაწინაურებულ დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში განვითარების მეტი შესაძლებლობის მიღებას ესწრაფვოდა.
პავლე ციციანოვის ინიციატივების ორასპექტიანობა (ანუ ის, რომ იგი არ წარმოადგენდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის რომელიმე ერთ ელემენტს) მას ერით ქართველად და ქართველი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ტენდენციის პერსონიფიკაციად წარმოგვიდგენს. 
უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტატუსში მის წინამორბედებად შეიძლება დავასახელოთ მეფეები: ვახტანგ VI და, თავისი ინიციატივების ერთ-ერთი ასპექტით, თვით ერეკლე II-ც. ეს სრულ შესაბამისობაშია იმ ფაქტთან, რომ XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის შუახანებამდე ანუ დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველ მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ამ ცივილიზაციაში ინტეგრაცია ქართველი ერის თვითრეალიზაციის უპირატეს ალტერნატივას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ XVII საუკუნის დასაწყისში, ეგეოსურ ცივილიზაციაში მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომის შედეგად, მართვის მანიის კლასის ქართველ ერს ამ ცივილიზაციაშიც აღუდგა აქტუალობა: დასავლეთევროპულ ცივილიზაციის ნოოფილოგენეზური დაწინაურებულობის (განმანათლებლობის ეპოქა _ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის შეუქცევადობის მიღწევა) გათვალისწინებით, ქართველ ერს მისი ნოოფილოგენეზური განვითარების შეფერხების დაძლევის მეტი შესაძლებლობა, სწორედ, ამ ცივილიზაციაში ექნებოდა (ეს შეფერხება ეგეოსური ცივილიზაციის სივრცის ნაწილზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებას, ჩინური ცივილიზაციის ექსპანსიას, შედეგად ისლამური სამყაროს, ასევე, ცალკე ცივილიზაციად გამოყოფას და ექსპანსიას მოჰყვა. იხ ავტორის წერილი “სტალინის ფენომენი”). 
ის, რასაც მთავარმართებლმა პავლე ციციანოვმა მიაღწია კავკასიაში რუსული არმიის მეტად შემცირებული კონტინგენტის და ადგილობრივი მომხრე ძალების ჩამოყალიბების და გამოყენების უნარის მეშვეობით _ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის სამფლობელოების მნიშვნელოვნად გაფართოება; იმერეთის სამეფოს და ოდიშის სამთავროს რუსეთის იმპერიასთან მფარველობის ხელშეკრულებით დაკავშირება _ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ, რომ არა მისი ნაადრევი გარდაცვალება, წინაზიაში რუსეთის იმპერიის ექსპანსია განუზომლად უფრო დიდმასშტაბიანი იქნებოდა და შესაძლებელია პავლე ციციანოვი ეგეოსური ცივილიზაციის არსებობის დამამთავრებელი აქტის პერსონიფიკაციად დარჩენილიყო ისტორიაში. ამრიგად, ქართველ ერთან მისი მიმართება ანალოგიურია მაკედონელ ერთან ფილიპე მაკედონელის _ მაინიციირებელი ეგეოსურ ცივილიზაციაში მაკედონელი ერის ინტეგრაციის ტენდენციისა (შემდგომ მისი ძის, ალექსანდრეს მიერ განვითარებულის) მიმართებისა, ან რუს ერთან ლენინის _ მაინიციირებლი რუსი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ტენდენციისა (რომელიც შემდგომ სტალინის მიერ ტოტალური რენაციონალიზაციისა და კოლექტივიზაციის პოლიტიკის დამყარებამ აღკვეთა _ იხ. ავტორის წერილი “სტალინის ფენომენი”) _ მიმართებისა.
პავლე ციციანოვის ნაადრევმა გარდაცვალებამ (ის  მუხანათურად იქნა მოკლული ბაქოს ციხე-ქალაქის გასაღების ჩაბარებისას) ვერ შეაჩერა ქართველი ერის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ტენდენციის აქტუალობა. გარდა აღნიშნულისა, (“სომხობის” ფენომენისა) ამ ტენდენციის ალტერნატიული რეალიზაციებად შეიძლება დასახელდეს: სოლომონ დოდაშვილის ფენომენი; ილია ჭავჭავაძის ფენომენის ერთ-ერთი ასპექტი (ილია ბანკირი) და “შვილთა დასის” სახელით ცნობილი დაჯგუფება ქართულ ინტელიგენციაში; ნიკო ნიკოლაძის ფენომენი; ვარლამ ჩერქეზიშვილის ფენომენი; “მესამე დასის” მენშევიკური ფრთა; ეროვნულ საკითხში ნიჰილისტურ პოზიციაზე მდგარი ნაწილი ქართული ინტელიგენციისა, რომელსაც ეკუთვნოდა ნიკო მარიც (XIX ს. შუახანებიდან XX ს. 30-იანი წლების მიწურულამდე მართვის მანიის კლასის ქართველი ერის ფუნქციის ნიველირების ტენდენციის განვითარება, სწორედ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ, რადგან დასახელებული ხანა ამ ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფექტის, მეორე ძლევის მანიის ცალფა ეფექტის და მესამე ორმაგი ეფექტის ფაზებით ანუ მართვის მანიის კლასის ერის არააქტუალობის პერიოდითაა გადაფარული); დასავლეთევროპული ცივილიზაციაში ინტეგრაციის ტენდენციის გამომხატველია, ასევე, ქართულ კულტურაში გრიგოლ რობაქიძით, სანდრო ახმეტელით, დავით კაკაბაძით და “ცისფერ ყანწელების ორდენით” წარმოდგენილი ტენდენცია. 
ყოველივე აღნიშნული ადასტურებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიულ პროცესზე პავლე ციციანოვის მიერ ინიციირებული მისი ასპექტის  განსაკუთრებულ გავლენას, მაგრამ, ამასთანავე, დასახელებული არგუმენტების მიხედვით ეს გავლენა რადიკალურად საპირისპიროა იმავე პროცესის სტალინის ფენომენთან ასოცირებადი ასპექტისა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        
_ სტალინი, დასავლეთევროპულ და ეგეოსურ ცივილიზაციათა საარსებო ურთიერთბრძოლაში, ეგეოსური ცივილიზაციის წარმატებული თავდაცვითი რეაქციის და საბოლოოდ დაწინაურების პერსონიფიკაციაა (იხ. ავტორის წერილი _ “სტალინის ფენომენი”). 
როგორც ვნახავთ, ლავრენტი ბერიას და ედუარდ შევარდნაძის ფენომენებიც ეგეოსურ ცივილიზაციის ფაქტორებს განასახიერებენ და, ამდენად, მესამე ქართველის კონცეფციის სათანადო ქართული სამეული ტრადიციული შემადგენლობით _ სტალინი, ლავრენტი ბერია და ედუარდ შევარდნაძე _ უნდა წარმოვადგინოთ. 
 * * *
როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსეთის იმპერიის დაფუძნება, მისი ექსპანსია და, კერძოდ, მის მიერ საქართველოს და დანარჩენი კავკასიის ანექსიაც, დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველი მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციის ერთ-ერთ ასპექტად იდენტიფიცირებადი მოვლენაა. მაგრამ, საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის პირობებში, მართვის მანიის კლასის ქართველ ერსა და ძლევის მანიის კლასის რუს ერს შორის (რომელიც განაგრძობდა არსებობას რუსეთის სივრცეზე, დასავლეთევროპული ცივილიზაციის წარმომდგენ, აღნიშნულ კასტური ეფექტის ფენომენთა დომინირების მიუხედავად) მჭიდრო და უშუალო კონტაქტის დამყარებამ ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის განვითარება _ ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის სათანადო ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსული ფენომენის აქტუალიზაცია _ გახადა შესაძლებელი. ამით დასავლეთევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების კონფლიქტმა ახალი მასშტაბი და გაქანება შეიძინა. ქართული სამეულის პირველი წევრი, სტალინი, ამ პროცესში ეგეოსური ცივილიზაციის შეუქცევადი დაწინაურების პერსონიფიკაციაა (1922 წელს სსრკ-ს შექმნა; 1929 წელს ნეპ-ის აღკვეთა და ტოტალური რენაციონალიზაციის და კოლექტივუზაციის პოლიტიკის დამყარება; 1943 წლისთვის საბოლოო გარდატეხის მომტანი სტრატეგიის ინიციირება მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში. იხ. ავტორის წერილი _ “სტალინის ფენომენი”). 
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის იმპერიის სივრცეზე ეგეოსური ცივილიზაციის დომინანტის დამყარება შესაძლებელი იყო მთელი საუკუნით ადრეც. ეს შესაძლებლობა პეტრე ბაგრატიონის ფენომენთან არის დაკავშირებული: პეტრე ბაგრატიონის უდიდესი პოპულარობა რუსეთის არმიის რუსულ კონტინგენტში (ანუ, არა ცხრომის მანიის თუ ფორმის მანიის კასტური ეფექტის რუსულ ფენომენებთან, არამედ ძლევის მანიის კლასის რუს ერთან ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში რეზონანსული კონტაქტი, რომლის კვალი რუსულ არისტოკრატიასაც დაეტყო, რის მაგალითადაც შეიძლება დასახელდეს პეტრე ბაგრატიონის ხელქვეითად ნამსახურები, მიხეილ ვორონცოვი, _ საქართველოს მთავარმართებელი 1844 _ 1854 წწ. _ ქართველებისადმი მისი დამოკიდებულების მიხედვით) და პეტრე ბაგრატიონისა და იმპერატორ პავლე I-ის ასულის, ეკატერინეს ორმხრივი სიყვარულის ფაქტი ქმნიდა საქართველოს და რუსეთის დინასტიური ქორწინებით (კატალონიისა და კასტილიის, შოტლანდიისა და ინგლისის შემთხვევების ერთგვარი ნიმუშით) გაერთიანების, რუსეთის იმპერიის ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის სათანადო ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსულ ფენომენზე დაყვანის ტენდენციის სტაბილიზაციის საფუძველს. 
_ იმპერატორ პავლე I-ის, როგორც მასონური მოძრაობის ლიდერის (მალტის ორდენის უმაღლესი იერარქის), მკვლელობის ფაქტში ასახული, დასავლეთევროპული ცივილიზაციის თანადროული მდგომარეობის (მისი პირველი მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციის) უარსებითესი მახასიათებელი _ ორმაგი ეფექტის მისეულ ფენომენთა ცხრომის მანიის ეფექტის და ფორმის მანიის ეფექტის ფენომენებად დაცალკევების ტენდენციის და ამ ფენომენებს შორის გაფართოების ობიექტის როლისთვის უმწვავესი ურთიერკონკურენციის განვითარება, რაც გრძელდებოდა XIX საუკუნის შუახანებამდე, _ შესაძლებელს ხდიდა რუსეთის იმპერიის სივრცეზე ეგეოსური ცივილიზაციის გავლენის გადამწყვეტ ფაქტორად გადაქცევას, რაც აღნიშნულ დინასტიურ კავშირს შეეძლო გამოეხატა; მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში რუსეთის იმპერია (უკვე, ბაგრატიონთა დინასტიით, ეგეოსური ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფენომენზე დაყვანის ტენდენციას დაქვემდებარებული) შეიძენდა ქართველი ერის სრულ მხარდაჭერას, რაც კავკასიაში წინააღმდეგობის განვითარებას (ჩრდილოეთკავკასიის მიურიდიზაციას) გამორიცხავდა და, ისლამურ სამყაროში დაწინაურებული ქართული ელემენტის (განსაკუთრებით: მამლუქობა _ ერაყსა და ეგვიპტეში, ყულის ინსტიტუტი _ ირანში) გავლენის გათვალისწინებით, წინააზიაში რუსეთის იმპერიის მასშტაბური ექსპანსიის პირობებს შექმნიდა. ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ ეგეოსურ ცივილიზაციაში პეტრე ბაგრატიონს შეეძლო განევითარებინა ქართველი ერისადმი მიმართება, რომელიც, ჩინურ ცივილიზაციაში, მონღოლ ერთან _ ჩინგის-ხანის, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში, კორსიკელ ერთან _ ნაპოლეონის ან ეგეოსურ ცივილიზაციაში, მაკედონელ ერთან _ ალექსანდრე დიდის მიმართებას შეიძლება შევადაროთ. 
მართალია, ისტორიისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ფაქტები, მაგრამ არ შეიძლება ფაქტად არ ჩავთვალოთ ჩაშლა მოვლენათა განსაზღვრული მიმართულებით განვითარების ტენდენციისა, რის ალტერნატიულობასაც ობიექტური საფუძველი ეძებნება და რისი აქტუალიზებულობა ფაქტობრივად დასტურდება:
_ 1800 წელს იმპერატორ პავლე I-ის ინიციატივით პეტრე ბაგრატიონის ერთ-ერთ ფრეილინაზე ქორწინება (იმპერატორმა თვითონ იკისრა შუამავლობაც და მეჯვარეობაც) საქართველო-რუსეთის აღნიშნული (დინასტიური) გზით გაერთიანების პერსპექტივის ჩაშლაზე გამიზნულ ქმედებად უნდა მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ეკატერინე პავლეს ასული მხოლოდ 12 წლის იყო, რადგან სწორედ ამ წელს უმწვავესად იდგა ქართლ-კახეთის სამეფოს მემკვიდრეობის საკითხი და, როგორც 1801 წლის დასაწყისში პავლე I-ის მკვლელობამ აჩვენა, რუსეთის სამეფო მემკვიდრეობის საკითხიც; 1801 წელს იმპერატორად კურთხეულ ალექსანდრე I-ის პირველივე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც  _ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება _ აღნიშნული ალტერნატივის აღკვეთის (დეზაქტუალიზაციის) ტენდენციის სტაბილიზაციის მცდელობის გამოხატულებაა. 
_ ე.ი. რომ არა, 1801 წელს, პავლე I-ის მკვლელობა, ქართლ-კახეთის სამეფო მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია 1804 წლამდე ანუ ეკატერინე პავლეს ასულის მოწიფულობის ასაკს მიღწევამდე და პეტრე ბაგრატიონთან მისი გაზიარებული გრძნობის წარმოშობამდე გაჭიანურებულიყო, რაც, საფრანგეთის ექსპანსიის პირობებში, რუსეთის იმპერიაში სამხედრო ლიდერის ფუნქციის აქტუალიზაციის გათვალისწინებით, მოვლენათა განვითარების პეტრე ბაგრატიონთან ასოცირებულ ალტერნატივას უპირატეს ალტერნატივად აქცევდა.
ის ფაქტი, რომ აღნიშნული ალტერნატივის სათანადო პირობები თუმცა კი _ ასინქრონულად, მაგრამ, რომ, მაინც, გამოვლინდნენ, ორი ცივილიზაციის კონფლიქტის მასშტაბური პროცესების ინერციის მაჩვენებელია. ამ ინერციის გამოხატულებად შეიძლება დასახელდეს, ასევე, იმპერატორ ალექსანდრე I-ის და ქართველი ფრეილინას _ ვარვარა თურქესტანიშვილის ორმხრივი სიყვარულის ისტორია.
მართალია, პეტრე ბაგრატიონსა და ეკატერინე პავლეს ასულს შორის წარმოშობილი ურთიერთდამოკიდებულების გავლენით, ჩაიშალა ნაპოლეონისა და ეკატერინე პავლეს ასულის ქორწინება, ანუ რუსეთისა და საფრანგეთის კონსოლიდაციით აზიაში დასავლეთევროპული ცივილიზაციის ექსპანსიის (ირანისა და ოსმალეთის ანექსიის) დამატებითი რესურსის შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ რუსეთის სივრცეზე უპირატესობა, ამ ეტაპზე, მაინც დასავლეთევროპულ ცივილიზაციას და, შესაბამისად, ქართველი ერის თვითრეალიზაციის ალტერნატივებს შორის, პავლე ციციანოვის მიერ ინიციირებულ  და მისითვე პერსონიფიცირებულ ალტერნატივას დარჩა (ის 1802 წელს დაინიშნა მთავარმართებლად საქართველოში). ამგვარ ვითარებას ბოლო მხოლოდ სტალინის ინიციატივების შედეგებმა მოუღეს.
* * *  
სტალინმა ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის რეალიზაციაში, ამ ცივილიზაციის ფაზების ცვლის შესაბამისად, ორი განსხვავებული სტატუსი განივითარა: ეგეოსური ცვილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის დამამთავრებელ ეტპზე _ მდგრადობის კომპონენტად რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციისა; ხოლო 1927 წელს დაწყებულ, ეგეოსურ ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში _ მადგარდობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციისა. ამგვარ ცვლილებას თან ახლდა მისი წინა სტატუსის რეალიზაციასთან დაკავშირებულ, ქართველ ბოლშევიკთა გუნდის (მათ შორის, სერგო ორჯონიკიძის, აბელ ენუქიძის, მამია ორახელაშვილის, მთელი ე.წ. შულავერის კომიტეტის ყოფილი შემადგენლობის  და ა.შ.) ნეიტრალიზაცია (1934-1937 წწ. რეპრესიების ერთ-ერთი, მაგრამ არა უმთავრესი ასპექტი), მისი ახალი სტატუსის სათანადო გუნდის აქტუალიზაციის სინქრონულად. ეს არის საფუძველი ლავრენტი ბერიას დაწინაურებისა, რომელმაც სტალინის მთავარი საყრდენი ქართველის როლში შესცვალა სერგო ორჯონიკიძე. 
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა რეალიზებულ იქნა ქართველი და რუსი ერების დომინირების არეებზევე, რადგან მაშინ სხვა სივრცე ამ ცივილიზაციას არ გააჩნდა. ეს ნიშნავს ამ ერთა თავდაცვითი რეაქციების დათრგუნვას, რასაც ასახავს მნიშვნელოვანი მსხვერპლი ქართული და რუსული ინტელიგენციების რიგებში: ვლადიმერ მაიაკოვსკი, ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტერენტი გრანელი, გიორგი დანელია (მიკრობიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი), სანდრო ახმტელი (რომლის საქმეც, სტალინთან მისი პირადი კონტაქტის გათვალისწინებით, ქართველ ბოლშევიკთა ძველმა ელიტამ სცადა სტალინისგან ლავრენტი ბერიას, როგორც ქართველ ბოლშევიკთა ახალი ლიდერის, ჩამოსაშორებლად გამოეყენებინა) და ა.შ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის მათვარი საყრდენის ფუნქცია არ არის ლავრენტი ბერიას ქართული სამეულის წევრად დასახელების საფუძველი, რადგან ეს მხოლოდ სტალინის მეორე ფუნქციური სტატუსის რეალიზაციის კერძო ასპექტს წარმოადგენდა. 
ქართული სამეულის წევრად ლავრენტი ბერიას ფენომენი ე.წ. სპეცკომიტეტის (სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სპეცკომიტეტის) თავმჯდომარეობამ აამაღლა. ეს ინსტიტუტი, რომელის შექმნაც ინიციირებულ იქნა სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1945 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით, ლავრენტი ბერიას, ერთდროულად, სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა, როგორც პარალელური ხელისუფლება, მართვის ექსკლუზიური სფეროთი. 
_ “განვითარების მთავრობა”, როგორც მას უწოდებენ, აერთიანებდა სამ მიმართულებას: 1) ატომური იარაღი, ატომური ენერგეტიკა და ატომური მრეწველობა; 2) სარაკეტო ტექნიკა; 3) მაღალი სიზუსტის იარაღი (ელექტრონიკა, რადარები, საზენიტო-სარაკეტო სისტემები, მართვადი რაკეტები). 
აღნიშნავენ, რომ ლავრენტი ბერია ყველა მიმართულებას პირადად უძღვებოდა, ნოვატორული მეთოდებით, სტრატეგიულ გამოწვევებზე ასიმეტრიული (ნაკლებხარჯიანი მაგრამ მაღალეფექტური) პასუხების ძიების პრიორიტეტად დაწესებით. ამ გასაიდუმლოებული სტრუქტურის პროდუქტიულობა ცხადყო 1949 წელს _ ატომური ბომბის, 1953 წლისთვის თერმობირთვული ბომბის შექმნით დაწყებულმა ტექნოლოგიურმა გარღვევამ. 
საგანგებო კომიტეტი ლიკვიდირებულ იქნა 1953 წლის 26 ივნისს, ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციის დღესვე. მისი დაწესებულებები (სამეცნიერო ინსტიტუტები, საკონსტრუქტორო ბიუროები, ქარხნები) განაწილდა სამინისტროებს შორის. შედარებით მსხვილი ნაწილი ჩამოყალიბდა ე.წ. საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროდ. აღნიშნავენ, რომ ამგვარმა დანაწევრება-დეზორგანიზაციამ და მიდგომების შეცვლამ (ასიმეტრიული პასუხების ძიების პრიორიტეტის მოხსნამ) დიდად შეანელა საბჭოეთის ტექნოლოგიური წინსვლის ტემპი, თუმცა, ექსპერტების აზრით, ლავრენტი ბერიას _ XX საუკუნის უდიდესი მენეჯერის, როგორც მას უწოდებენ, დამსახურებით შექმნილი ფუნდამენტის წყალობით, საბჭოეთის ტექნოლოგიური მოწინავეობა ინერციით გაგრძელდა 1968 წლამდე. სიცხადისთვის დავასახელებთ ამაზე მეტყველ ფაქტთაგან რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილს _ საბჭოეთში: 1950-იან წლებში დაიწყო ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობა, შეიქმნა მსოფლიოში პირველი წარმატებული რეაქტიული ლაინერი ტუ-104 და პირველი ელექტრონული გამოთვლითი მანქანები (მართვადი რაკეტებისთვის) და სტრატეგიული თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ე.წ. მოსკოვის დაცვის სარტყელი, რომელსაც შეეძლო როგორც ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების, ასევე, მათგან ჩამოგდებულილ ატომური ბომბების განადგურება; 1954 წელს ამუშავდა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური; 1957 წელს განხორციელდა მსოფლიოში პირველი თანამგზავრის და პირველი ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდა, 1960 წელს _ მსოფლიოში პირველად მობილური სარაკეტო კომპლექსის წარმატებული გამოყენება (ჩამოგდებულ იქნა დიდ სიმაღლეზე მოქმედი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი, უ-2); 1961 წელს მოხდა მსოფლიოში პირველი წარმატებული გამოყენება-გამოცდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისა (შეერთებულ შტატებში ანალოგიურ შედეგს მხოლოდ 1984 წელს მიაღწიეს) და დასრულდა მართვადი ტაქტიკური რაკეტების შექმნა; ამავე წელს, მსოფლიოში პირველად, განხორციელდა პილოტირებული ფრენა კოსმოსური ხომალდით; ღია კოსმოსში ადამიანის პირველი გასვლა და მთვარეზე პირველი ზონდის დაშვებაც საბჭოეთის მიღწევაა; 1960-იან წლებში საბჭოეთში კოსმოსური ხომალდებისთვის შეიქმნა მაღალეფექტური, ე.წ. ჩაკეტილი ციკლის რეაქტიული ძრავები (ნკ-33 და მისი გაუმჯობესებული მოდიფიკაციები), რაც დღესაც მიუღწეველია დანარჩენი მსოფლიოსთვის (დრეს ამერიკა რუსეთისგან იძენს მათ), ისევე, როგორც კოსმოსში ხანგრძლივი ყოფნის ტექნოლოგია, რის გამოც თანამედროვე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საფუძველი რუსული (რუსეთმა დაისაკუთრა საბჭოეთის მემკვიდრეობა) კოსმოსური ბლოკია; და ა.შ. 
საბჭოეთის ამგვარ ტექნოლოგიურ დაწინაურებას და ამ მოვლენის ლავრენტი ბერიას _ “მეორე ქართველის” _ სახელთან დაკავშირებას, ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, ღრმა საფუძველი ეძებნება. 
ლავრენტი ბერიას აღნიშნული სტატუსის ჩამოყალიბება დაიწყო 1941 წელს საბჭოთა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის წევრად მისი არჩევით. ის გახდა სამხედრო მრეწველობის კურატორი და, განსაკუთრებული დამსახურებისთვის 1944 წელს _ ამავე ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილედ, 1945 წელს კი ატომური იარაღის შექმნის პროგრამის კურატორად დაინიშნა. 
საბჭოთა პოლიტიკურ ელიტაში ეკონომიკის სამხედრო სექტორის კურატორის ფუნქციით მისი დაწინაურება გამოხატულებაა ძლევის მანიის კლასის რუსი ერის ფუნქციის აქტუალიზაციისა, ფორმის მანიის კლასის გერმანელი ერის ექსპანსიის პირობებში, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის დაცვის პრობლების აქტუალიზაციის საფუძველზე. ხოლო ამ ეფექტის პერსონიფიკაციად ლავრენტი ბერიას, როგორც ქართველი ერის წარმომადგენლის, დაფიქსირება ამ მოვლენის, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის რეაქტუალიზაციის მნიშვნელობით რეალიზაციის გამომხატველია. სპეცკომიტეტი იქცა ამ მოვლენის ინსტიტუციურ განვითარებად, შეიარაღების სფეროში, უკვე, ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის, რომელიც ინსტიტუციურად “ნატოს” სამხედრო ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბდა, დროებითი დაწინაურების პირობებში (ატომური ბომბი ევროპელმა მეცნიერებმა შექმნეს ამერიკული სამრეწველო ბაზის გამოყენებით. 1945 წელს გერმანიისგან სათანადო ტექნოლოგიური გამოცდილების და  გამდიდრებული ურანის მარაგის მიღებამ ატომური ბომბის სერიულ წარმოებაზე გადასვლის დაჩქარებას შეუწყო ხელი). 
1948 წელს ეგეოსურ ცივილიზაციაში მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომით ლავრენტი ბერია აღმოჩნდა საბჭოეთის ლიდერის სტატუსისთვის საუკეთესო პოზიციაში. 
_ ახლი ფაზის დასაწყისი ნიშნავდა საბჭოთა იმპერიის, როგორც ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის, დისფუნქციონალიზაციას, ანუ მისი ლიკვიდაციის შესაძლებლობას. შეუზღუდველი აქტუალიზაციის (პირდაპირი თვითრეალიზაციის) ხანა დაუდგათ ქართველ და რუს ერებს, რასაც წინ ეღობებოდა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსი _ საბჭოეთის სივრცეზე ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის ერების (უკრაინელები, ებრაელები, არმენიელები, ბალტიისა და კასპიის რეგიონების ერები) თავდაცვითი რეაქცია. სტალინის მიერ მოვლენების განვითრებაზე კონტროლის შენარჩუნებისთვის ამ დაპირისპირების შენელების მცდელობამ ასახვა ჰპოვა 1950-იანი წლების დასაწყისში დაწყებულ ახალ რეპრესიებში, რომელიც განსაკუთრებით ქართველ ერს შეეხო, როგორც სიტუაციის ცვლის მთავარ ფაქტორს: ქართული ინტელიგენციის  წარმომადგენელთა, მთელი ოჯახებით, მასობრივი გადასახლება შუააზიაში, ქართველი ერის აქტუალიზაციის შენელების ანუ  დროის მოგების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან, ერთდრულად, სტალინი განაგრძობდა საბჭოეთის მოდერნიზაციის გზების ძიებას, ანუ საკუთარი ფუნქციური სტატუსის ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზასთნ შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას. ეს ცხადად არის წარმოდგენილი 1952 წელს გამოცემულ მის მონოგრაფიაში _ “სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები”. ამ ნაშრომში სტალინი სსრკ-ს აქტივების მის მოქალაქეებზე თანაბრად განაწილებით მთელი საბჭოეთის ერთიან კორპორაციად, საბჭოეთის მოქალაქეების ამ კორპორაციის აქციონერებად გადაქცევის _ “კორპორაცია-სსრკ”-ს შექმნის  იდეას ავითარებს, რაც, როგორც თანასწორობის კატეგორიის აქტუალიზაცია (სსრკ-ს აქტივების მის მოქალაქეებზე თანაბრად განაწილება), ძლევის მანიის ეფექტის გამოხატულებაა. ამ შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლება, როგორც გამცემი სუბიექტი და ამ გიგანტური კორპორაციის მართვის ინსტიტუტი, მართვის მანიის ეფექტის ფენომენად დაფიქსირდებოდა. მართვის სისტემაში ქართველი ერის წარმომადგენელთა დომინანტი ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის სათანადო ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსული ფენომენის რეალიზაციას უზრუნველყოფდა.
სტალინის გეგმით კომპარტია, როგორც ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენთან ასოცირებული ინსტიტუტი, ხელისუფლებისგან სრულად ჩამოშორებულ, იდეური აღზრდის ინსტიტუტად უნდა ქცეულიყო. აღზრდის პროცესის მეცნიერულ საფუძველზე დაყენების საბჭოეთში გავრცელებული პრინციპის გათვალისწინებით, საბჭოეთში ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებისგან ჩამოშორება (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კომპარტიის ლიდერის, სტალინის, _ სოციუმის რეგულირების თეორეტიკოსის და პრაქტიკოსი მეცნიერის _ როგორც ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის პერსონიფიკაციის, მიერ პარტიის პოლიტიკურ ფუნქციის ერთპიროვნულად სრულად გათავისება) შეიძლება ნიშნავდეს კომპარტიის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში ჩაყენებას, რაც სციენტოკრატიის ეპოქაში გადასვლის ტენდენციის აქტუალიზაციის გამომხატველია. 
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1928 _ 1947 წწ.) ერთმმართველის სტატუსის აქტუალობა, ლავრენტი ბერიას დაწინაურების კვალდაკვალ სტალინთან მის ურთიერთობას მზარდი დაძაბულობის მომენტს ჰმატებდა (რაც, 1945 _ 1947 წლებში, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურების ლავრენტი ბერიას სანდო პირთაგან წმენდასა და ე.წ. მეგრელთა საქმის სახით, შემკავებელი მექანიზმის აქტუალიზაციაშია ასახული). ამავე გარემოებით აიხსნება, 1946 წელს, მეორე მსოფლო ომის მსვლელობაში დაწინაურებულ, მარშალ გიორგი ჟუკოვის ჩამოქვეითებაც. 
ამის საპირისპიროდ, ეგეოსური ცივილიზაციის მომდევნო, მეხუთე ორმაგი ეფქტის ფაზაში (1948 _ 1967 წწ.), ხელისუფლების უმაღლეს ინსტანციაში ინტენსივობითი მრავლობის მომენტის განვითარება, რაც ლავრენტი ბერიას სტალინთან გავლენით გათანაბრების ტენდენციაშია ასახული, არა პრობლემას, არამედ ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციის ხელშემწყობ და, ამდენად, პრიორიტეტულ ფაქტორს წარმოადგენდა (ამით აიხსნება სტალინის და ლავრენტი ბერიას ურთიერთობაში დაძაბულობის მოხსნა 1948 წლიდან). 1953 წელს სტალინის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ერთბაშად გააუქმა ახალი ფაზის რეალიზაციის ხელშემწყობი ეს ფაქტორი და ლავრენტი ბერია საბჭოეთის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსში ჩააგდო, რაც საპირისპირო ალტერნატივის _ ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის აქტუალიზაციის ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენდა. 
სტალინის გარდაცვალების შედეგად ლავრენტი ბერიას გავლენის, ფაქტობრივად, მისი შეუზღუდველი ერთპიროვნული მმართველობის ზღვარამდე ამაღლებაზე მეტყველებს უმაღლესი თამამდებობების განაწილების მის კომპეტენციად დაფიქსირების ფაქტი _ მის მიერ გიორგი მალენკოვის და ნიკიტა ხრუშჩოვის, შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარედ და კომპარტიის პირველ მდივნად დაწინაურების ინიციირება _ და შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანება ლავრენტი ბერიას ხელქვეით, მის მიერ სპეცკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შენარჩუნების პირობებში 
ლავრენტი ბერიას გავლენის შეუზღუდევლობას ადასტურებს, ასევე, გერმანიის საკითხთან დაკავშირებული მოვლენების ქრონოლოგია (როგორც ცნობილია, მან უარყო გერმანიის გაყოფის და მის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა სისტემის ჩამოყალიბების მცდელობის პოლიტიკა, ნატოს ბლოკში ჩაურთველი ერთიანი გერმანიის იდეის სასარგებლოდ. ექსპერტების აზრით, ამ საკითხზე, ის, შუამავლებით ეკონტაქტებოდა კონრად ადენაუერს):
_ 12 ივნისს საბჭოთა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო გერმანიის გაერთიანების პოლიტიკის არჩევის გადაწყვეტილება; 
_ 26 ივნისს ნეიტრალიზებულ იქნა ლავრენტი ბერია; 
_ 29 ივნისს საბჭოთა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა გააუქმა თავისი 12 ივნისის გადაწყვეტილება; მომდევნო პუნქტად დაფიქსირდა გადაწყვეტილება სპეცკომიტეტის გაუქმების შესახებ (რიგორც იტყვიან _ კომენტარი ზედმეტია).
აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციისთანავე შეწყდა მის მიერ ინიციირებული, გამოძიებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ჰუმანიზაციის და პოლიტრეპრესირებულთა მასობრივი ამინისტირების პროცესები. 
უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციისთანავე აღდგა მოკავშირე რესპუბლიკებში ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტის (ცენტრის წარმომადგენელი მეთვალყურის) ფუნქცია, რომელიც შეჩერებული იყო ლავრენტი ბერიას ინიციატივით მოკავშირე რესპუბლიკების უმაღლეს პარტიულ და სამთავრობო ინსტიტუტების წევრთათვის მოკავშირე რესპუბლიკის სახელმწიფო ენის ცოდნის ნორმად შემოღების (ცენტრიდან სასურველი მეთვალყურის დანიშვნის შემფრხებელი პირობა, რაც მოკავშირე რესპუბლიკებზე ცენტრალური საკავშირო ხელისუფლების კონტროლის შესუსტების შესაძლებლობას ქმნიდა) შედეგად.
რეოგორც სჩანს, ლავრენტი ბერია თავადაც გრძნობდა სტალინის მოულოდნელი გარდაცვალებით, უნებლიედ წარმოშობილი მისი ახალი ფუნქციური სტატუსის ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში ქართველი ერის თვითრეალიზაციის ოპტიმალურ ალტერნატივასთან (მისი პირადი თვითრეალიზაციის მაქსიმალურ ხარისხთან) შეუსატყვისობას. ამაზე მეტყველებს მის მიერ მთავრობის მეთაურის თანამდებობის გიორგი მალენკოვისთვის, როგორც ძლევის მანიის კლასის რუსი ერის წარმომადგენლისთვის, დათმობა და დისფუნქციონალიზაციის ობიექტთან _ ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენთან ასოცირებულ სსრკ კომპარტიის ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სტრუქტურის უმაღლეს თანამდებობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის, როგორც ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის წარმომადგენლის, დანიშვნის ინიციირება. მაგრამ, როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, გიორგი მალენკოვმა ვერ უზრუნველყო უმაღლესი ხელისუფლების ინსტიტუტში ინტენსივობითი მრავლობის მომენტის სრულფასოვანი რეაქტუალიზაცია. საამისოდ უკეთესი იქნებოდა სამხედრო ლიდერის, მარშალ გიორგი ჟუკოვის (მათ შორის, როგორც კომპარტიის როლის ნიველირების მომხრის) კანდიდატურა, მაგრამ ის სტალინის გარდაცვალების მომენტისთვის ჩამოქვეითებული იყო იმდენად, რომ, როგორც სჩანს, ქვეყნის პირველ ლიდერთაგანად მისი დაწინაურება შეუძლებელად ჩაითვალა _ ლავრენტი ბერიამ მოახდინა მისი დაწინაურება შეიარაღებული ძალების მინისტრის პირველ მოადგილედ, მორიგი სვლის გაკეთება კი ვერ მოასწრო.
* * *  
მესამე ქართველის კონცეფციის ლოგიკურად გამართვა, რაც ნიშნავს ისტორიულ მოვლენათა განვითრებაში ქართული სამეულის წევრთა რიგით წარმოდგენილი ტენდენციის იდენტიფიკაციას, მოითხოვს სტალინის და ლავრენტი ბერიას ფუნქციურ სტატუსთა ურთიერთმიმართების შემდგომ დაზუსტებას.
ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის განვითარებამ, რაც, როგორც აღინიშნა, 1943 წლიდან მის შეუქცევად გლობალიზაციაში გადაიზარდა, სტალინთან, როგორც ამ პროცესის ინიციატორთან და პერსონიფიკაციასთან, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ერების მდგომარეობის არსებითი ასპექტის ასოცირების საფუძველი შექმნა. 
¬_ 1938 წელს დაწყებული დასავლეთევროპული ცივილიზაციის მეორე მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა უნდა გაგრძელებულიყო 1957 წლამდე, ამდენად სტალინის მიერ ინიციირებულ მოვლენათა გავლენა ამ ცივილიზაციაზე მასში ქართველი ერის ინტეგრაციის პროცესის გამოხატულებად (პავლე ციციანოვის ანალოგიური ფუნქციური სტატუსის რეაქტუალიზაციად) შეიძლებოდა ქცეულიყო, მიუხედავად იმისა, რომ 1948 წლიდან ეგეოსურ ცივილიზაციაშიც, მისი მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომით, აღდგენილი იყო მართვის მანიის კლასის ერის აქტუალობა (მზგავსადვე პავლე ციციანოვის შემთხვევისა). 
ერთი შეხედვით, სტალინის ამ შესაძლებლობის რეალიზაციისკენ გადახრის, ანუ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ფენომენად მისი თვითაქტუალიზაციის ტენდენციის მაჩვენებელია ის გარემოება, რომ მან ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომას უპასუხა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის არა ლიკვიდაციის არამედ მისი მოდერნიზაციის, ძლევის მანიის ეფექტის (სსრკ-ს აქტივების ინტენსივობითი განაწილების ინიციატივის) რეალიზაციის ფონურ ფაქტორად მისი შენარჩუნების და, ამასთანავე, “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის” (იხ. ქვემოთ) აქტუალიზაციის მცდელობით, როგორც მოითხოვდა ამას დასავლეთევროპული ცივილიზაციის აღნიშნული ფაზის მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი გზით _ ამ ცივილიზაციის გაფართოებით ანუ ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ეფექტების ფენომენთა აქტუალობის შენარჩუნებით რეალიზაცია. 
“ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის” აქტუალიზაციის მცდელობის გამომხატველია ამერიკული დოლარის ალტერნატიული საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის და ალტერნატიული საერთაშორისო ბაზრის შექმნის სტალინური ინიციატივა, რომელსაც 1952 წლის აპრილში მოსკოვში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიეძღვნა და, რომელსაც ჩინეთის, იუგოსლავიის და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების გარდა მხარს უჭერდნენ: ირანი, ეთიოპია, მექსიკა, არგენტინა, ურუგვაი, ინდონეზია, და რომლის მიმართაც ინტერესი გამოავლინეს (მოსკოვის ფორუმზე დამკვირვებლები გამოგზავნეს) მარშალის გეგმის უარმყოფელმა ქვეყნებმა: შვეციამ, ავსტრიამ, ფინეთმა, ირლანდიამ და ისლანდიამ. 
მაგრამ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი სტალინის ფენომენის დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ადაპტაციის ტენდენციის შემდგარ ფაქტად აღიარებისთვის, რადგან ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომისას ცრომის მანიის და ფორმის მანიის ეფექტების ფენომენთა აქტუალიზაცია თვით ეგეოსურ ცივილიზაციის თანადროული მდგომარეობითაც შეიძლება აიხსნას. 
კერძოდ, ამ ცივილიზაციის გლობალიზაცია და მისი მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის ქრონოლოგიურად 1928 _ 1947 წლების შუალედში ლოკალიზაციით დაფიქსირებული ფაქტი, ფაზების ხანგრძლივობის, უკვე, ამ ცივილიზაციშიც ოც წლამდე შემცირებისა, “ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის” გარდაქმნის _ ოთხივე ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების ფენომენების (უმაღლეს რეალიზაციაში ერთა ოთხივე თვისებრივი ტიპის წარმომადგენლების სახით) სინქრონული თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფის პრობლემის აქტუალიზაციის პირობაა, რასაც ადექვატურად პასუხობს სტალინის თანადროული ინიციატივები: 
_ ფორმის მანიის ეფქტის საბჭოთა ფენომენის აქტუალობის შენარჩუნებით სტალინი ინარჩუნებდა ეგეოსური ცივილიზაციის წინა ფაზაში აქტუალურ თავის ფუნქციურ სტატუსს, _ მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა პერსონიფიკაციისა; ცხრომის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის რეალიზაციის ინიციირებით ის ივითარებდა ახალ, დამატებით ფუნქციურ სტატუსს, _ მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციისა; ხოლო, სსრკ-ს მოქალაქეების სსრკ-ს აქტივების თანაბარ მესაკუთრეებად გადაქცევის სტალინური იდეა, ერთ მხრივ, მართვის მანიის ეფექტის ინიციირების მცდელობის გამომხატველია, გამცემ სუბიექტად სტალინის დაფიქსირებით, მეორე მხრივ კი, როგორც ძლევის მანიის ეფექტის (მოქალაქეთა ურთიერთიგივობის მომენტის) ინიციირების მცდელობა, მდგრადობის კომპონენტად რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციის ფუნქციური სტატუსის, განახლებული რეაქტუალიზაციის ინიციატივის გამომხატველია; თუმცა, ამ  უკანასკნელი ასპექტის პერსონიფიკაციის ფუნქციურ სტატუსს, ამჯერად, ის ლავრენტი ბერიასთან (საბჭოთა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ორგანიზატორთან) იზიარებდა, სტალინი დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ოთხივე ასპექტით, მხოლოდ, გარდა მართვის მანიისა სამი სხვა ფსიქიკურ სტიქიათა კასტური ეფექტების ფენომენების დონეზე ინსტიტუციონალიზაციით, აქტუალიზაციის პერსონიფიკაციადაც შეიძლება დავასახელოთ. 
[შევნიშნავთ, რომ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის აქტუალიზაციის ინიციატივაში დასავლეთევროპული ცივილიზაციისგან დარჩენილი ცხროის მანიის კლასის ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი ერების იგნორირების ფაქტი, სტალინთან ასოცირებულ, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის ფაქტის, საკუთრივ, ეგეოსური ცივილიზაციის მოვლენად იდენტიფიკაციას ეთანხმება]
სტლინის ფენომენის ეს ასპექტი განსაზღვრა მის მიერ საბჭოთა იმპერიის მსოფლიო პროცესებზე გავლენის გატარების საშუალებად გამოყენების შესაძლებლობამ. ლავრენტი ბერიამ კი მისი ფუნქციური სტატუსის რეალიზაციას საბჭოთა იმპერიის სტალინთან ასოცირებულობის პირობებში მიაღწია და, ამდენად, ამ მექანიზმის ლიკვიდაცია, რაც არაფრით ეწინააღმდეგებოდა ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზას, მისთვის, მისი თვითრეალიზაციის (საკუთარი სტატუსის აქტუალიზაციის) ხელშემშლელ პირობად ვერ დაისახებოდა. 
ლავრენტი ბერიას ხსენებული ინიციატივების ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ნიველირებისკენ მიმართულობა არ ნიშნავს მის ფენომენში ეგეოსური ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალობის ნიველირებას. პირიქით, ლავრენტი ბერიას ინიციატივები აღნიშნული გარდაქმნის აქტუალობის უფრო გაღრმავებულ გამოხატულებებს წარმოადგენენ. ამის დამადასტურებელია გერმანიის საკითხში მისი პოზიციაც. 
უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელი ერის _ დედამიწის ნოოსფეროში ერთა ფორმის მანიის კლასის მაშინდელი გამოკვეთილი ლიდერის, უკვე, ეგეოსური ცივილიზაციის ელემენტად აღორძინება, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციაში, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის სრულიად ნიველირების შესაძლებლობას უზრუნველყოფდა, ამ ფენომენის, მაინც, კასტურობის და, მისი მდგრადობის რესურსად წარმოდგენილ ერებთან შედარებით, გერმანელი ერის ნოოფილოგენეზური დაწინაურებულობის გათვალისწინებით. სწორედ, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ნიველირება განასხვავებს ლავრენტი ბერიას პოზიციას სტალინურისგან.
მოვლენების ლავრენტი ბერიასთან ასოცირებადი ალტერნატივის სათანადოდ განვითარებასთან თავსებადია სსრკ-ს მოქალაქეების სსრკ-ს აქტივების თანაბარ მეწილეებად გადაქცევის სტალინური კონცეფცია, როგორც ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაცია. სსრკ-ს სივრცეზე არსებული ბუნებრივი რესურსების (ნავთობი, გაზი, ხე-ტყე, მრავალგვარი მადნეული, მტკნარი წყალი, მიწა და ა.შ.) უდედესი მარაგი ქმნიდა ეკონომიკის მიღებაზე ფიქსაციის მოდელით ანუ ძლევის მანიის ეფექტის გამოხატულებად ორგანიზაციის შესაძლებლობას. სსრკ-ს აქტივების ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, სწორედ, ბუნებრივი რესურსების მარაგი შეადგენს, როგორც რუსი ერის მისი ბუნების შესაბამისად არსებობის ალტერნატიული პირობა. ხოლო რუსი ერის თვითრეალიზაციის მთავარი ფაქტორებია სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და სამხედრო ინსტიტუტი. საგარეო საფრთხეებისგან რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურით დაცული, აღორძინებული, დემილიტარიზებული და ერთიანი გერმანია, თავისი დაწინაურებული ტექნოლოგიებით, გახდებოდა საბჭოეთში მოპოვებადი ნედლეულის მთავარი მომხმარებელი. ამერიკული ინვესტიციებით გერმანული ეკონომიკის და საბჭოთა ეკონომიკის არასამხედრო სექტორის აღორძინების დაჩქარების შესაძლებლობა აღწერილ თანამშრომლობაში ამერიკელი ერის (შედეგად კი იაპონელი ერის, შემდეგ კი _ ჩინელი ერის და სხვათა) ჩართვის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა, რაც ცხრომის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის აქტუალობის მოხსნის პირობაა. 
ამრიგად მოვლენების განვითარების ლავრენტი ბერიასთან ასოცირებული ალტერნატივის სათანადო მდგომარეობასთან, რომელიც 1950-იანი წლების შუახანებისთვის შეიძლებოდა დამყარებულიყო, ცივი ომის პირობებში არსებული მდგომარეობის შედარება არც კი შეიძლება. და თუმცა, საკითხავია, დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის მეცნიერული საფუძვლების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ამ მდგომარეობის სტაბილიზაცია, მსოფლიოს პროგრესს ეს ალტერნატივა დიდად დააჩქარებდა _ მზგავსი ვითარების დამყარების შესაძლებლობა მეორედ, მხოლოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა.
ერთი შეხედვით, გერმანიის საკითხში ლავრენტი ბერიას პოზიციის ანალოგიური მნიშვნელობისად სჩანს სტალინის პოზიცია ამავე საკითხში. სტალინი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის გაყოფას _ მხოლოდ, დასავლური სამყაროს ინიციატივით, ინგლისის, საფრანგეთის და ამერიკის საოკუპაციო სექტორების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად ჩამოყალიბების და ამ წარმონაქმნის სტაბილიზაციის შემდეგ, მოხდა სსრკ-ს საოკუპაციო სექტორის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად ჩამოყალიბება. მაგრამ სტალინი მოტივირებული იყო არა ფორმის მანიის კლასის გერმანელი ერის აღორძინების, მისი ექსკლუზიური ტერიტორიით უზრუნველყოფის პრობლემით, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ერების სტრუქტურულ დონეზე აქტუალიზაციის შესაბამისად, არამედ, ეგეოსური ცივილიზაციის ექსპანსიის განვითარების ამოცანით (უკვე მის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაში). ამ საკითხში სტალინის წარუმატებლობა აიხსნება იმ გარემოებით, რომ მისი პოზიცია არ ითვალისწინებდა 1949 წლისთვის დასავლეთევროპული ცივილიზაციის ლიკვიდირებულობის შედეგად ცხრომის მანიის კლასის ფრანგი, ინგლისელი და ამერიკელი ერების უკვე ეგეოსურ ცივლიზაციაში ინტეგრირებულობის ფაქტს ანუ მათი გავლენის სფეროში ეგეოსური ცივილიზაციის ექსპანსიის შეუძლებლობას. დასავლური სამყაროს სრული განადგურება, როგორც, უკვე, ეგეოსური ცივილიზაციის კუმშვას ანუ ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირ რეალიზაციას, და მის სივრცეზე ეგეოსური ცივილიზაციის დანარჩენი ნაწილის (უკვე, მთელი დანარჩენი მსოფლიოს), რუსი ერის ძალით, გაფართოებას, ანუ მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირ რეალიზაციას, ერთობლიობაში სავსებით ადექვატურად შეეძლო ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის გამოხატვა, თუმცა ამ შემთხვევაში კატასტროფული მასშტაბის დანაკარგები შეიძლება მიგვეღო.
მოტივაციის ირიბი ეფექტურობის მაგალითია, ასევე, სტალინის გავლენა ებრაელი ერის უახლეს ისტორიაზე. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ისრაელის სახელმწიფოს დაარსების საკითხზე საერთაშორისო შეთანხმების მიღწევაში. ასევე, მნიშვნელოვანია მისი წვლილი ამ წარმონაქმნის სტაბილიზაციაში: ჩეხეთ-სლოვაკეთის მიერ ებრაელებისთვის იარაღის მიწოდებამ, რაც სტალინის ინიციატივის გარეშე ვერ მოხერხდებოდა, ებრაელ-არაბთა პირველ ომში ისრაელის სახელმწიფოს გამარჯვება უზრუნველყო. 
_ ერთი შეხედვით, ეს შემთხვევაც ერთა ფორმის მანიის კლასის წარმომადგენლების ექსკლუზიური ტერიტორიით უზრუნველყოფის პრეცენდენტის შექმნის მცდელობად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ სტალინის ამგვარი პზიცია, თუმცა კი აღნიშნული პრობლემის აქტუალობის შედეგად გახდა რეზონანსული, მოტივირებული იყო ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ფორმის მანიის კალსის ებრაელ ერთან ასოცირების შესაძლებლობის ჩაშლის ანუ სტალინის მიერ საბჭოეთზე ერთპიროვნული კონტროლის შენარჩუნების პრობლემით: 
_ ისრაელის სახელმწიფოს შექმნით ებრაელებს სხვა ქვეყნის წარმომადგენელ პირთა სტატუსი მიენიჭათ, რის შედეგადაც მათ დაკარგეს საბჭოეთში პოლიტიკური ინიციატივის დაუფლების შესაძლებლობა და საამისოდ ერთობლივი მოქმედების მოტივი. 
ამგვარი მდგომარეობიდან ქართველების და თავად საკუთარი თავის გამოსაყვანად სტალინმა, რევოლუციის ერთ ქვეყანაში გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ ლენინური კონცეფციის _ რომელსაც ემხრობოდა _ საპირისპიროდ, ლევ ტროცკის კონცეფციის შესაბამისად, საქართველოში რუსეთიდან რევოლუციის ექსპოტრის კამპანიის ინიციატორადაც კი წარმოაჩინა საკუთარი თავი (თუმცა, როგორც ავტორის ამ თემისადმი მიძღვნილ წერილშია ნაჩვენები, ეს იყო მხოლოდ იმიტაცია ამ სტატუსისა); შემდგომში, ის, იმგვარივე მდგომარეობაში ქართველების და პირადად მისი ჩავარდნის ასაცილებლად, მხარს უჭერდა საბჭოეთის უნიტარული მოწყობის იდეას, _ საბჭოთა სახელმწიფოში მოქცეულ ერთათვის მხოლოდ კულტურული ავტონომიის მინიჭებას _ მაგრამ 1930-იან წლებში, როდესაც ერთპიროვნული ხელისუფლება მოიპოვა, კონსტიტუციის შეცვლით (1936 წ.), ოთხიდან თორმეტამდე (საბოლოოდ _ თხუთმეტამდე) გაზარდა მოკავშირე რესპუბლიკების რიცხვი, რითაც შენიღბულჰყო ქართული სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური გამოკერძოების ინიციირების ფაქტი. ე.ი. აქაც ფორმის მანიის კლასის ერების (უკრაინელები, არმენიელები, აზერბაიჯანელები, უზბეკები და აშ.) სახელმწიფოებრიობის აღორძინების ინიციირებას ეძებნება მეორე (ფორმის მანიის კლასის ერების ექსკლუზიური ტერიტორიებით უზრუნველყოფის მცდელობისგან განსხვავებული) მოტივაცია. სხვათა შორის ამ ასპექტით ეს მოვლენა (ახალი კონსტიტუციის ამოქმედება, რომელმაც ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში არაქაქტუალური ელემენტის _ მართვის მანის კლასის ქართველი ერის სდახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური გამოკერძოების ინიციირება დააფიქსირა), გამომხატველია ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის, უკვე, ეგეოსურ ცივილიზაციაში აქტუალიზაციისა. ეს დაადასტურა ამ ცივილიზაციის ამა ფაზის (მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის) ოც წელიწადში დასრულების ფაქტმაც.
მოტივაციის ირიბი ეფექტურობის ანალოგიურ შემთხვევად შეიძლება დავასახელოთ ამერკის პრეზიდენტის, ერთა ლიგის შექმნის ინიციატორის, ტომას ვუდრო უილსონის ინიციატივა ერთა თვითგამორკვევის შესახებ, რომელიც, ასევე, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის საფუძველზე გახდა რეზონანსული, თუმცა ევროპელ ერთა კოლონიური იმპერიების რღვევით ამერიკელი ერისთვის ახალი გასაქანის გახსნას ისახავდა მიზნად. მართლაც, ამერიკის ფინანსურ-პოლიტიკურმა ელიტამ მხარი დაუჭირა აღნიშნული ინიციატივის, მხოლოდ, ამ ამოცანის შესაბამის ასპექტს, ერთა ლიგის შექმნას კი არ დაეთანხმა. და, შემდგომში, ევროპელი ერების ადგილი მათ ყოფილ კოლონიებსა და პროტექტორატებში მეტწილად ამერიკელმა ერმა დაიჭირა. 
იგივე ითქმის სტალინის მიერ არჩეული სტრატეგიის წყალობით, ჩინეთის, მის თანამედროვე საზღვრებში, უკვე,  ეგეოსური ცივილიზაციის ფორმის მანიის კლასის ერად რეკონსოლიდაციის მოვლენაზე: ამ შემთხვევაში სტალინი მოტივირებული იყო არა ფორმის მანიის კლასის ჩინელი ერის ექსკლუზიური ტერიტორიით უზრუნველყოფის პრობლემით, თუმცა ამ მოვლენის მთავარ შედეგად, სწორედ, ეს ფაქტი დაფიქსირდა, არამედ ეგეოსური ცივილიზაციის ექსპანსიის გაღრმავების, აღმოსავლეთ აზიაზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენის აღკვეთისკენ მისწრაფებით. 
ამ მოვლენას აღმოაჩნდა სხვა შედეგიც, რომლიც თავს იჩენს გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (2008 _ 2027 წწ.): ჩინელი ერის წარმომდგენი საზოგადოებრივი ერთობა დედამიწის ნოოსფეროს სტრუქტურიზაციაში ახალი მასშტაბის დამდგენ ფაქტორად იკვეთება, როგორც ერთა ფორმის მანიის კლასის წარმომადგენლების ფენომენური მასშტაბით ჩინელ ერთან გათანაბრებისკენ მისწრაფების მაინიციირებელი გარემოება. ეს შესაძლებელია შავი აფრიკის კონსოლიდაციის, არაბული სამყაროს რეკონსოლიდაციის, ირანული სამყაროს რეკონსოლიდაციის, თურქული სამყაროს კონსოლიდაციის, ლათინური ამერიკის კონსოლიდაციის, გერმანელი ერის გარშემო ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლოდაციის (რაც ემუქრება თანამედროვე ევროკავშირის არსებობას) პროცესების ინტენსიფიკაციაში გამოიხატოს, ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე ფაზაში. 
ამრიგად, სტალინის და ლავრენტი ბერიას ურთიერთმიმართება შეიძლება შემდეგი სახით წარმოვადგინოთ: 
სტალინი _ პერსონიფიკაცია: 1) დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების აქტისა და მის სტრუქტურიზაციაში ახალი მასშტაბის აქტუალიზაციისა; 2) დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციისა, მხოლოდ, ფსიქიკურ სტიქიათა კასტური ეფექტების ფენომენების დონეზე ინსტიტუციონალიზაციის მცდელობით (თუმცა ერების დონეზეც რეალიზაციის ფაქტებით); 3) სციენტოკრატიზაციის ტენდენციის აქტუალიზაციისა, რაც კომპარტიის მეცნიერული აღზდის ისტიტუტად ჩამოყალიბების სტალინურ იდეაშია ასახული;
ლავრენტი ბერია _ პერსონიფიკაცია: 1) დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციისა, უკვე, ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების უმაღლესი რეალიზაციების _ ერების _ დონეზე ინსტიტუციონალიზაციის მცდელობით; 2) სციენტოკრატიის ეპოქაში გადასვლის ტენდენციის სტაბილიზაციისა, რაც, საბჭოეთში, სპეცკომიტეტის სახით, მეცნიერების მაორგანიზებელი ინსტიტუტის დომინანტიზაციის ფაქტშია ასახული. 
გარდა გერმანიის საკითხზე მისი პოზიციისა და ამერიკელ ერთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდდგენა-გაღრმავების მომხრეობისა, ამას ადასტურებს ლავრენტი ბერიას ინიციატივით და გავლენით, ქართველი ერის აქტუალიზაციის შეზღუდვის მოხსნის (1950 წლების დასაწყისში სტალინის მიერ ინიციირებული რეპრესიების შედეგების ლიკვიდაციის) ფაქტიც, გამოხატული პოლიტრეპრესირებულთა გათავისუფლების მასობრივი კამპანიის ინიციირებაში, რაც ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციისთანავე აღიკვეთა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ლავრენტი ბერიას ფუნქციური სტატუსი შეიცავს ერთ ასპექტსაც, რომელიც დედამიწის ნოოსფეროში საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის მოხსნის პრობლემის აქტუალიზაციაში მდგომარეობს. დედამიწის ნოოსფეროს მდგომარეობის ამ ახალი ასპექტის სტაბილიზაციას და გაღრმავებას ხელი შეუშალა დასავლეთის სამყაროში _ ცხრომის მანიის კლასის ერების დომინირების არეში _ განვითარებულმა მოვლენებმა. 
1949 წელს ნატოს სამხედრო ბლოკის შექმნით _ ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული, მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის სათანადო ძლევის მანიის კასტური ეფექტის ინსტიტუციონალიზაციით _ დაფიქსირდა ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის და დასავლეთევროპული ცივილიზაციის მთელი ყოფილი შემადგენლობის, მათ შორის ცხრომის მანიის კლასის ფრანგი და ინგლისელი ერების, ეგეოსურ ცივილიზაციაში ინტეგრაციის ფაქტი (თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთევროპული ცივილიზაციის არსებობის გარკვეული, ინერციული გამოხატულებები 1979 წლამდე _ ირანის ისლამურ რევოლუციამდე _ იჩენდნენ თავს). ამით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთევროპული ცივილიზაციის ყოფილ წევრ ერებს ჰქონდათ ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის პრობლემის აქტუალიზაციაზე ინსტიტუციონალიზაციური რეაქციის გარკვეული (თუმცა კი გაუცნობიერებელი, სხვაგვარად მოტოვირებული) გამოცდილება, რაც არის ერთა ლიგის დაარსებასთან დაკავშირებულ მოვლენათა არსი, და მათ, ამ გამოცდილების შესაბამისად, გაიზიარეს კიდეც ეგეოსურ ცივილიზაციაში ამგვარივე პრობლემის აქტუალიზაციის საპასუხო სტალინური ინიციატივა, რაც გაეროს შექმნაში აისახა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც, ცხრომის მანიის კლასის მოწნავე ერებმა ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის (საბოლოო სახით _ ნატოს სამხედრო ორგანიზაციის) ფუნქციას დაუქვემდებარეს თავისი მოქმედება და, შედეგად, ამ ცივილიზაციაში, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ცხრომის მანიის ეფექტის სათანადო ასპექტის აქტუალიზაციაში ინიციატივა დაუთმეს “ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენს”, რომელმაც, როგორც საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის მოქმედების ხელშემწყობმა ფაქტორმა, დიდად შეაფერხა ეს პროცესი. 
“ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენი” ჩამოყალიბდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზაში, ვაჭართა ოლიგარქიებისა და ხელოსან-მეწარმეთა ამქრების ამ ცივილიზაციაში გლობალური კონგლომერაციის სახით. თავისუფალ ქვისმთლელთა კავშირების ბაზაზე წარმოშობილი, მასონური მოძრაობა მის კერძო ასპექტს წარმოადგენს. აღნიშნული ფენომენი, საწყის ეტაპზე ორმაგი ეფექტის დასავლეთევროპული ფენომენიდან ცხრომის მანიის კლასის ერთა გამოკერძოება-ჩამოყალიბების მაინიციირებელი ფაქტორთაგანის როლს ასრულებდა, მაგრამ, საბოლოოდ, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის საფუძველზე, ის, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ცხრომის მანიის ეფექტის ალტერნატიულ, გლობალურ რეალიზაციად დარჩა, “კულისებს მიღმა” მოქმედ გასაიდუმლოებულ არალეგალურ ტრანსნაციონალურ ფინანსურ-პოლიტიკურ ორგანიზაციათა კონგლომერატის სახით, რომლის ლეგალიზებული სამოქმედო მექანიზმია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ტრანსნაციონალური კორპორაციები და, ხშირად, თვით ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერის _ ამერიკელი ერის _ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. დედამიწის ნოოსფეროში (გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში) საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის მოხსნის პირობით ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენი ადაპტირებად-ასიმილირებადია ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერ ამერიკელ ერთან.
არსებობს ვერსია ლავრენტი ბერიას ნეიტრალიზაციის აქტის, სწორედ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენისგან ინიციირებისა (სერგეი გორიანოვის და არსენ მარტიროსიანის მიხედვით _ იხ. КАЛАШНИКОВ М. ИННОВАЦИОННАЯ ОПРИЧНИНА ЛАВРЕНТИЯ БЕРИИ).  ამ ვერსიის მიხედვით ლავრენტი ბერია მოკლულ იქნა თავის აგარაკზე 1953 წლის 26 ივნისს: შემსრულებელი _ სერგეი კრუგლოვი _ ლავრენტი ბერიას პირველი მოადგილე უშიშროების და შინაგან საქმეთა გაერთიანებულ სამინისტროში; შუამავალი _ მაისკი ვ. (იგივე ივან მიხაილისძე ლიახოვეცკი _ ყველა სტალინურ რეპრესიას უვნებლად “გადარჩენილი”, დენიკინის მთავრობის ყოფილი წევრი) _ სტალინის მიერ დასავლური სამყაროს “კულისებს მიღმა” მოქმედ ელიტარულ ფინასურ-პოლიტიკურ ორგანიზაციებთან კონტაქტისთვის შერჩეული პირი. იგულისხმება, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა და პარტიულ ფუნქციონერთა მასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა ისარგებლა ამ მოვლენის შედეგებით, აღნიშნულ გარეგან ძალასთან თანამშრომლობის საფუძველზე. ლავრენტი ბერიას სახელის დისკრედიტაციის კამპანია, რაშიც მისი ორეულის გასამრთლების ფარსიც იგულისხმება, მასთან ასოცირებული ალტერნატივის შეუქცევადი დეზაქტუალიზაციის მცდელობაა (თუმცა ეს მოხერხდა მხოლოდ დროებით). 
იგივე მექანიზმი (ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის სოლიდარობა) სატალინის წინააღმდეგაც უნდა ყოფილიყო მიმართული:
_ მიუხედავად იმისა, რომ თავად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის შენარჩუნების სათანადო ალტერნატივას განასახიერებდა, სტალინი, მის ფუნქციური სტატუსის შესაბამისად, ხელს არ უშლიდა ლავრენტი ბერიას აღნიშნული ფინქციური სტატუსის აქტუალიზაციას (ორის თანამმართველობის დამყარების ტენდენცია, ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციის ხელშემწყობი და, ამდენად, ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზის სათანადო ფაქტორი), რაც შეიძლება იყოს მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი (ან მოწინააღმდეგეებს, უბრალოდ, გაუმართლათ); არსებობს ნიკიტა ხრუშჩოვის გამონათქვამებზე დამყარებული ვერსია, იმის შესახებ, რომ ლავრენტი ბერია სტალინის სიკვდილში პარტიული ელიტის წევრების ბრალეულობის სამხილების გამოყენებით ახდენდა მათზე ზეწოლას, ცდილობდა მათს გაკონტროლებას.
ის ფაქტი, რომ პროგრესულობის მიუხედავად ლავრენტი ბერიას ინიციატივების ჩაშლა მოხერხდა აიხსნება მსოფლიოს თანადროული მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის მეცნიერული ცოდნის უკმარისობით და ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის მეცნიერული პროგრამის არარსებობით: დიმიტრი უზნაძე, მეცნიერი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო ამ დეფიციტის შევსება, 1950 წელს გარდაიცვალა. 
გარდა ამისა, იმჟამად მსოფლიოში არ იყო ჩამოყალიბებული ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის რეალიზაციისთვის აუცილებელი კიდევ ერთი წინაპირობაგანი _ ინფორმაციის მისი მატარებლისგან დამოუკიდებლად გადაცემის უზრუნველმყოფელი ინფრასტრუქტურა _ ცივილიზაციური ფაზათა ცვლის ადამიანთა მასების გადაადგილების გარეშე რეალიზაციის შესაძლებელმყოფელი ფაქტორი. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის ტერმინოლოგიით _ ეგეოსური ცივილიზაცია არ იყო “ინფორმაციული ცივილიზაციის” (ინფორმაციული ნოოცენოზის) მდგომარეობამდე განვითარებული. 
ამ გარემოებებმა განსაზღვრეს ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის და საბჭოეთის გარედან მოქმედი, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის წინააღმდეგობის ეფექტურობა: 
_ ბერია-მალენკოვის კავშირით წარმოდგენილი ქართველი და რუსი ერების ერთობლივად აქტუალიზებულობის სტაბილიზაციის მცდელობა დაითრგუნა; ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენი გადარჩა და, 1956 წელს, ვარშავის ბლოკის სახით, გაფართოებისკენ მიდრეკილ, ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენად ჩამოყალიბდა, რომლის პერსონიფიკაციადაც წარმოგვიდგება ნიკიტა ხრუშ¬ჩოვი, როგორც ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის წარმომადგენელი (რასაც ადასტურებს მის მიერ ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის ფაქტი); ძლევის მანიის კლასის რუს ერს მის გაფართოების სუბიექტ-ფაქტორად მიეცა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, რამაც მართვის მანიის კლასის ქართ¬ველი ერის ფუნქციის ნიველირების ტენდენციის განვითარება განა¬პი¬რ¬ობა. ამ მოვლენის პერსონიფიცირებული წარმოდგენაა ლავრენტი ბერიას დამხობა. 
ამრიგად, სტალინის ფენომენით პერსონიფიცირებული მოვლენების შედეგად დედამიწის ნოოსფეროში ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილ ლიდერად დაწინაურებულ ქართველი ერის, შემდგომი თვითრეალიზაციის მცდელობა, ასახული ლავრენტი ბერიას ინიციატივებში, დედამიწის ნოოსფროს საამისოდ არამზაობის პირობებში ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის და ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის წინააღმდეგობის ეფექტურობის შედეგად ამ ერის საარსებო საფრთხის აქტუალიზაციის სიტუაციაში გადაიზარდა. ქართველმა ერმა მოახერხა ამ სიტუაციიდან გამოსვლა, რაც, როგორც ვნახავთ, ედუარდ შევარდნაძის სახით პერსონიფიცირებულ მოვლენებშია ასახული. მომდევნო ნაწილში უშუალოდ ამ მოვლენების განხილვას შევუდგებით. გავარკვევთ სამეულის პირველ ორ წევრთან ედუარდ შევარდნაძის მიმართების საკითხს.
* * *
IV. როგორც აღინიშნა, მოვლენათა განვითარების ლავრენტი ბერიასთან ასოცირებული ალტერნატივის დათრგუნვით ქართველი ერი უმაღლესი აქტუალობის მდგომარეობიდან თითქმის სრული დისფუნქციონალიზაციის მდგომარეობამდე ჩამო¬ქვეი¬თდა. 1956 წლიდან დაიწყო საბჭოთა რეჟიმის ცენტრალური ინსტიტუ¬ტების ქართველებისგან რეპრესიული დაცლა. ქართველი ერი კანონ¬გარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩაყენებული. განიხილებოდა საკითხი მისი სრული დეპორტაციის შესახებ. მეორე მხრივ, 1956 წლის 9 მარტს თბილისში ქართველების მასობრივი მშვიდობიანი გამოსვლის რეგულარული ჯარის დანაყოფების გმოყენებით უსასტიკესად დრბევამ საფუძველი მისცა საბჭოთა სახელმწიფოებრიობისგან ქართველი ერის გაუცხოებას. ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა საზოგადოებრივი რეგულირების ალტერნატიულ ინსტიტუტზე ანუ ალტრნატიული სამართალ-რეგულირების პრაქტიკის შემოღებაზე მოთხოვნილება. საქართველოს მსხვილ ქალაქებში (სადაც ტრადიციული სამართალ-რეგულირების ფუნქცია აღკვეთილი იყო) ღირსების შემლახველ საქციელად იქცა საჩივრით საბჭოთა სასამართლოსთვის მიმართვა. ამრიგად, ქართველი ერისთვის, საბჭოთა იმპერია, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, ეგეოსური ცივილიზაციის ახალ ფაზაში, მდგრადობის კომპონენტებად ძლევის მანიის კლასის რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფად გარდაქმნის პროცესის აღკვეთით დაქვეითებულ იქნა ლოკალური მნიშვნელობის ფენომენად, საბჭოთა საქართველოს ფარგლებში. ამ მოვლენის სტაბილიზაციის პერსონიფიკაციად შეიძლება დავასახელოთ ვასილ მჟავანაძე (რომელმაც, სხვათა შორის, როგორც ცნობილია, ნიკიტა ხრუშჩოვთან პირადი ურთიერთობის გამოყენებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ერის მასობრივი დეპორტაციის გეგმის შეჩერებაში). 
ამრიგად 1950-იანი წლების შუახანებისთვის საბჭოეთში შეიქმნა ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფეექტის ფაზის სათანადოდ ქართველი ერის ინსტიტუციური თვითრეალიზაციის (ქართული სახელმწიფოებრიობის აქტუალიზაციის) მხოლოდ არალეგიტიმური მოდუსით დამშვები ვითარება. ამ მდგომარეობის ადექვატურ ასახვად, საქართველოში, საბჭოთა ხელის¬უფლების სანქციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ფუნქცია გასცდა სასჯელაღსრულების ზონათა ფარგლებს და, ქართული ტრადიციული სამართლის ცალკეული ასპექტების აქტუალ¬იზაციით (რასაც ასახავს ამ ფენომენთან ასოცირებული ქართული ტერმინიები: “ძველი გაგება”, “ძველი ბიჭი”), ქართული სახელმწიფოებრიობის აქტუალურ ინსტიტუციურ ასპექტად დაფიქსირდა. მის საფუძვლად სასჯელაღსრულების ზონებში პოლიტპატიმართა გავლენის ზრდის ალტერნატივად და ზონებში მდგომარეობის სტაბილიზაციის შინაგან ფაქტორად, საბჭოთა ხელისუფლების სანქციით, საბოლოო სახით 1930-იან წლებში ჩამოყალიბებული, “კანონიერი ქურდის” რუსული კრიმინალური ინსტიტუტის დაფიქსირება ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის შესატყვის ორმაგი ეფექტის ქართულ-რუსულ ფენომენის რეალიზაციას უზრუნველყოფდა, რამაც მისი ასპარეზი თანდათანობით მთელს საბჭოეთზე განფინა. ამ ინსტიტუტის საქართველოს შიგნით და მის გარეთ განსხვავებული ფუნქციებით არსებობას თან ახლდა განხეთქილების განვითარება საბჭოეთის კრიმინალურ სამყაროში. 
[საზოგადოდ ძლევის მანიის კლასის ერის შემთხვევაში კრიმინალური სამყაროს ელიტის სტატუსი ეკუთვნის რეკეტს, რადგან კრიმინალის ეს მოდუსი გულისხმობს ძლევის პირობით მიღების (ძლევის მანიის ეფექტის ორ ასპექტიან რეალიზაციის) აქტის სუბიექტს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლება, მის მიერ  საზოგადოების ტოტალური კონტროლის პირობებში არ დაუშვებდა ძალდატანების ალტერნატიული ინსტიტუტის არსებობას, ამდენად რუსული კრიმინალური სამყაროს ელიტის სტატუსი ერგო კანონიერი ქურდის ინსტიტუტს, რადგან ქურდი აღნიშნავს ძლევის გარეშე მიღების (მფლობელის გვერდის ავლით, მფლობელის როლის ნიველირებით მითვისების) აქტის სუბიექტს.]
საბჭოთა ხელისუფლების ეს ნაბიჯი საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების ხელშემშლელ ღინისძიებას წარმოადგენდა, რადგან ამ კრიმინალური ინსტიტუტის ამგვარად ფუნქციონალიზაციით ქართველი ერის პროტესტს საბჭოთა ხელისუფლებისთვის პოლიტიკის ასპექტით არასახიფათოდ (არალეგიტიმირებადი მოდუსით) გამოვლენის გზა გაეხსნა.
ის ფაქტი, რომ კანონიერი ქურდების დიდ ნაწილს ქართველები შეადგენდნენ, ქართველი ერის მიერ თვითრეალიზაციის ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებაზე მეტყველებს, მაგრამ ამით ის (ქართველი ერი) მაინც ვერ სცდებოდა გლობალურ კოტექსტში ნიველირებადი ფენომენის მნიშვნელობას, თვითრეალიზაციის ამ მოდუსის ლეგიტიმაციის შეუძლებლობის გათვალისწინებით _ კანონიერ ქურდად ხელდასხმა აუცილებელ პირობად გულისხმობს კრიმინალურ წარსულს.
ეგეოსური ცივილიზაციის ამ ფაზაში, რომელიც გაგრძელდა 1967 წლამდე, მართვის მანიის ეფექტის კონსტრუქციული ასპექტი, გარდა საბჭოეთში მეცნიერების განვითარებაში ქართველების მაორგანიზებელი და უშუალო წვლილისა და ქართული სამეცნიერო სკოლების ჩამოყალიბებისა, გამოიხატა ქართული კულტურის (ქართული თეატრის, კინოს, ლიტერატურის და ა.შ.) მიღწევებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ფოლკლორის (ქორეოგრაფიის და პოლიფონიის) პროფესიონალიზაცია. უნდა აღინიშნოს, ასევე, მართვის მანიის კლასის ირლანდიელი ერის გააქტიურება, განსაკუთრებით პოლიტიკის სფეროში (იხ. ქვემოთ). ხოლო ძლევის მანიის ეფექტის რეალიზაციის უმაღლეს გამოხატულებად შეიძლება დასახელდეს სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში რუსი ერის დაწინაურება და ადამიანებს შორის თანასწორობის და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის პრობლემების აქტუალიზაცია მსოფლიოში. მათ შორის, თვით ამერიკულ საზოგადოებაში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ კონსოლიდაციის ტენდენცია და პროფკავშირული მოძრაობის აღმავლობა დასავლეთის სამყაროში. ამ ფაზაში, მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაცია ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ინსტიტუციონალიზაციის გლობალიზაციის ტენდენციაში გამოიხატა. საამისოდ აღდგა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ეფექტების ფენომენთა აქტუალობა, გაფართოების ობიექტად, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ძლევის მანიის ეფქტის ფენომენთა ალტერნატივების სტატუსით. ამის უმთავრეს ასპექტს წარმოადგენდა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ესქპანსია ე.წ. მესამე სამყაროში, შესაბამისად, რუსი ერის და ნატოს სამხედრო ორგანიზაციის ძალით (გაფართოების სუბიექტობით). პირველი მათგანის კერძო რეალიზაციაა ჩინეთის გასაბჭოება და ე.წ. ჩინეთის კულტურული რევოლუცია, ევა დუარტეს ფნომენთან დაკავშირებული მოვლენები არგენტინაში, 1952 წლის ეგვიპტის რევოლუცია და მის განვითარებად არაბთა კონსოლიდაციის ინიციირება (არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა, აბდალ ნასერი), ასევე, გასაბჭოება კუბის, ვიეტნამის და ჩრდილოეთ კორეისა. მეორისა _ ამერიკის მიერ ორგანიზებული გადატრიალება, 1963 წელს ირანსა და 1961 წელს კონგოში. ეგეოსური ცივილიზაციის ამ (მეოთხე ორმაგი ეფექტის) ფაზაში აღნიშნული ორი ალტერნატივის შეჯახება განსაკუთრებით მკვეთრად გამოვლინდა ნიკარაგუაში, კორეაში, ვიეტნამსა და ანგოლაში. შეიძლება ითქვას, რომ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ექსპანსიით ჩაიშალა ფორმის მანიის ეფექტის არაერთი ლოკალური ფენომენის ნოოფილოგენეზური პროგრესი. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დასხელდეს ამერიკული სპეცსამსახურების მოქმედებით ირანში პრემიერ მოჰამედ მოსადეკის რეფორმების (1953 წ.), კონგოში _ პატრის ლუმუმბას ინიციატივების (1961 წ.) ჩაშლის ფაქტები. 
1960-იანი წლებში ახალგაზრდული მოძრაობის განვითარება დასავლეთში ცხრო¬მის მანიის კლასის ერების თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებაა, რასაც ასახავს თავისუფლების კატეგორიის პრიმატი, მის საყოველთაო მასახიათებლად წარმოდგენილი. 
ქართველი ერის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვის კომპენსაციად მართვის მანიის კლასის ირლანდიელი ერის გააქტიურების მაჩვენებელია ამერიკაში კენედების კლანის აღზევება. მაგრამ პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ, ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის შესაბამისად, რუს ერთან დაახლოების პოლიტიკის ინიციირების მცდელობა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რსურსის წინააღმდეგობას შეეჯახა (ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტიკური დემარში და კოსმოსური პროგრამების რეალიზაციაში ძალისხმევის გაერთიანების შესახებ კენედისეული ინიციატივის უარყოფა), ხოლო თანასწორობის კატეგორიის აქტუალიზაციის ინიციატივა (რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ მისი ღიად გამოსვლა) _ ცხრომის მანიის კლასის ამერიკელი ერის თავდაცვით რეაქციას. ირლანდიელი ერის ფაქტორმა ვერ მოხსნა მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციიის პრიმატი (ამერიკის ექსპანსია მესამე სამყაროში) და საბოლოოდ რეპრესიულად დაითრგუნა, რისიც პერსონიფიცირებული ასახავაა ჯონ და ბობ კენედების მკვლელობა. 
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (1968 _ 1987 წწ.) დადგომით ცხრომის მანიის კლასის ამერიკელ ერს ინიციატივის დაუფლების, ნატოს ორგანიზაციის სამხედრო პოტენციალზე დაყრდნობით წარმოებულ თავდაცვის, შეკავების პოლიტიკიდან ეკონომიკური ექსპანსიაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცა. ამ პროცესს ადექვატურად ასახავს პრეზიდენტ (1969 _ 1974 წწ.) რიჩარდ ნიქსონის პოლიტიკა _ ამერიკის საგარეო აქტივობაში სამხედრო ძალის გამოყენების შეზღუდვის ტენდენცია (მათ შორის, ვიეტნამის კონფლიქტიდან გამოსვლის ინიციირება) საერთაშორისო საბაზრო-ფინანსური აქტივობის სასარგებლოდ, რამაც შესაძლებელი გახადა საერთაშორისო სამხედრო დაძაბულობის ესკალაციის შეჩერება, სსრკ-სთან და ჩინეთთან ამერიკის დაახლოების ტენდენცის გამოვლენა. ამ სტატუსში მის მემკვიდრედ უნდა დასახელდეს პრეზიდენტი (1997 _ 1981 წწ.) ჯიმი კარტერი, რომელმაც დათმო პანამის არხი, დახმარება შეუწყვიტა ნიკარაგუას რეჟიმს, მიუმხრობლობის პოზიცია დაიჭირა ებრაელ-არაბთა მესამე ომში. 
მაგრამ, ამ ფაზის დადგომით ექსპანსიის შესაძლებლობა მიეცა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენსაც, რომელმაც იწყო ინიციატივისთვის ბრძოლა ამერიკელი ერთან. ამ ტენდენციის ამსახველია სკანდალური პროცესი, რომელმაც რიჩარდ ნიქსონის გადადგომა და მსოფლიო ფინანსური ელიტის წარმომადგენლის, ცნობილი მასონის და “ბიზნესის ამერიკული ინსტიტუტის” აქტივისტის, ჯერალდ ფორდის გაპრეზიდენტება (1974 _ 1976 წწ) მოიტანა. ეს უკანასკნელი მხოლოდ კონგრესის სანქციით, ეროვნული არჩევნების გარეშე, გადამდგარი წინამორბედების ნაცვლად, გახდა ჯერ ვიცე პრეზიდენტი, შემდეგ კი, _ პრეზიდენტი. მისი ვიცე-პრეზიდენტიც _ ნელსონ როკფელერი, ასევე მსოფლიო ფინანსური ელიტის წარმომადგენელი, ბილდერბერგის ჯგუფის აქტიური წევრი ეროვნული არჩევნების გარეშე მოვიდა ამ პოსტზე. პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის ფუნქციური მემკვიდრეა პრეზიდენტი (1982 _ 1990 წწ.) რონალდ რეიგანი. 
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ერის მიერ ინიციატივის დაუფლება ნიშნავს ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის შეზღუდვის ტენდენციის განვითარებას, რომელიც შეიძლება მივიდეს მისი სრულ ნიველირებამდე, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის მიერ ინიციატივის დაუფლება კი, მხოლოდ, ამ უკანასკნელის ამერიკელი ერის ინიციატივის მატარებელ ფუნქციურ დანამატად აქტუალიზებას, ანუ ამერიკელი ერის თავისივე გლობალიზაციის მცდელობაში ჩათრევას. 
პრეზიდენტ ნიქსონის და პრეზიდენტ კარტერის აღნიშნულ ფუნქციურ სტატუსი ამერიკელი ერის აქტივობაში ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაცის გამოხატულებაა. ამ შეფასებასთან სრულ შესაბამისობაშია ვიეტნამიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის ინიციირება, პანამის არხის პანამისთვის დათმობა, ირანის მარიონეტული რეჟიმების დამხობის აქტიც, როგორც საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის მოქმედების აღკვეთის ტენდენციის, კერძოდ _ ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აუცილებელი ასპექტის, ფორმის მანიის კლასის ერების ექსკლუზიური ტერიტორიებით უზრუნველყოფის პრეცენდენტების რეალიზაციის გამოხატულებები. მაგრამ მსოფლიოს თანადროული მდგომარეობის იდენტიფიკაციის (ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის დადგენის) მეცნიერული საფუძვლების არ არსებობის პირობებში ამ ტენდენციის სტაბილიზაცია ნაკლებად შესაძელბელი უნდა ყოფილიყო. და მართლაც, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის მოქმედების ინერციის შეჩერება არ მოხდა და, მისი კარნახით, ზემოთხსენებული მოვლენების (როგორც ამერიკელი ერის ერთგვარი უკანდახევის) ცხრომის მანიის ეფექტის გლობალიზაციის ტენდენციის შეფერხებად იდენტიფიცირებადობის საფუძველზე, გზა გაეხსნა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის აქტუალიზაციას. ინიციატივისთვის ამერიკელ ერთან მისი ბრძოლა გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა, რაც პრეზიდენტების წარმოდგენილი რიგითაა ასახული. როგორც ეს რიგი გვიჩვენებს, საბოლოოდ ინიციატივას დაეუფლა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენი. 
პრეზიდენტ ნიქსონისა და პრეზიდენთ კარტერის წინამორბედია პრეზიდენტი ვუდრო უილსონი. ამ დასკვნის საფუძველია მის მიერ ერთა ლიგის შექმნის ინიიცირება და მისი პრეზიდენტობის ხანაში ე.წ. ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა ანუ ბაზრის რეგულირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზაციაში სახელმწიფოს ჩართვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის კასტური ეფექტების დონეზე ინსტიტუციონალიზაცია შესაძლებელია მართვის მანიის ეფექტის რეალიზაციის აქტში, მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსვავების მატარებელი ჯგუფების ფუნქციით, მაგრამ ეს შეუძლებელია სხვა ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების (მათ შორის,  ცხრომის მანიის ეფექტის) რეალიზაციაში. ამდენად, სტალინისგან განსხვავებით, რონალდ რეიგანის ფენომენი აღნიშნული გარდაქმნის დეზაქტუალიზაციის ტენდენციასთან უნდა ასოცირდეს.
ასეთი იყო სშინაო და საგარეო ვითარების ფონი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის კარიერულ აღმასვლას ახლდა.
* * * 
ედუარდ შევარდნაძე 1964 წელს საქართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, 1965 წელს კი _ მინისტრად. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, სახელმწიფოებრიობის ძალოვან სექტორში მისი დაწინაურება, ამ სექტორის ძლევის მანიის ეფექტის ფენომენად (ნებისმიერ შემთხვევაში, კასტური ეფექტის ფენომენად მაინც) იდენტიფიცირებადობის გათვალისწინებით, ქართველი ერის ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში აქტუალური მოდუსით ლეგიტიმური თვითრეალიზაციის შესაძლებლობის აღდგენის ტენდენციის მაჩვენებელია. ეს ნიშნავს ედუარდ შევარდნაძის ქართველი ერის გარგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად რუსი ერით (რუს ერთან ასოცირებული ძლევის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენით), პერსონიფიკაციად იდენტიფიცირებადობას, ამ ეტაპზე. 
აღნიშნული ძალოვანი ინსტიტუტის დასახელებაში, საზოგადოებრივი წესრიგის ცნების ფორმის მანიის სათანადო კატეგორიასთან (ყოფიერების ჯერარსულ მოდუსი) ასოცირებადობის გათვალისწინებით, ასახულია ამ, ძლევის მანიის ეფექტის ფენომენის ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენისადმი დაქვემდებარებულობის შენარჩუნების პრობლემის აქტუალობა. ამ გარემოებას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ 1968 წელს, რომელიც აღინიშნა ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით, ანუ ძლევის მანიის ეფექტის ფენომენთა დეზაქტუალიზაციის ეტაპის დადგომისთანავე (რასაც ასახავს უნგრეთის მოვლენებიც), აღნიშნულ უწყებას აღნიშნული დაქვემდებარებულობის გამომხატველი სახელი ჩამოშორდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდა. ედუარდ შევარდნაძემ მისი ხელმძღვანელის თანამდებობა შეინარჩუნა. 
ძალოვან მინისტრად მისი დაწინაურებიდანვეც მის მოქმედებებში სჩანდა ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბით შეზღუდულობის დაძლევის მცდელობა, ასახული მის მიერ ინიციირებულ, მასობრიობით სტალინურის სადარ ანტიკორუფციულ კამპანიაში: მისი ინიციატივით თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 20 მინისტრი, 44 რაიკომის მდივანი, 3 ქალაქკომის მდივანი, 10 რაიონული აღმასკომის თავმჯდომარე და მოადგილე და მათ ადგილას დაინიშნა უშიშროებისა და შინაგანსაქმეთა სამინისტორების თანამშრომლები და ახალგაზრდა ტექნოკრატები; დაპატიმრებულ იქნა 30 000 ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი კომპარტიის წევრი; მათ გარდა თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა 40 000 პიროვნება.
_ ამ კამპანიის შედეგად სასჯელდაკისრებულ პირთა შორის კომპარტიის წევრთა დიდი წილი, და მათი ძალოვანი სექტორის წარმომადგენლებით ჩანაცვლება ფორმის მანიის კასტური ეეფქტის საბჭოთა ფენომენის წინააღმდეგ ქართველი ერის ამხედრებად უნდა მივიჩნიოთ. ამ მოქმედების საზრისია, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის შედეგად, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის დაქვეითება. 
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომასთან დაკავშირებით ქართველი ერის თვითრეალიზაციაში ინიციატივის მატარებლად ახალი ასპექტი გამოიკვეთა _ ქართული არალეგალური ბიზნესი. ამ ელემენტის მიხედვით ქართველი ერის თვითრეალიზაციის არალეგიტიმურმა მოდუსმა, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მნიშვნელობა შეიძინა. ამრიგად ედუარდ შევარდნაძის ფენომენით პერსონიფიცირებული, ქართველი ერის ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში აქტუალური ლეგიტიმური მოდუსით თვითრეალიზაციისკენ მისწრაფება, გარდა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენისა და სათანადო ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფისა, მიმართული უნდა ყოფილიყო ქართველი ერის არალეგიტიმური მოდუსით თვითრეალიზაციის ფენომენების წინააღმდეგაც: 1965 _ 1967 წლებში, მდგრადობის კომპონენტად კანონიერი ქურდის ინსტიტუტთნ ასოცირებული ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის სახით, ხოლო 1968 _ 1972 წლებში, ქართულ არალეგალურ ბიზნესთან ასოცირებულ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის სახით, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენით. ედუარდ შევარდნაძის ანტიკორუფციულმა კამპანიამ ფაქტობრივად მოსპო ეს უკანასკნელი, არალეგალური საწარმოების მთელი ქსელების ლიკვიდაციით. ეს პროცესი გასცდა საქართველოს ფარგლებს. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ, ამ ფაქტს, ქართველი ერისთვის, ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში (1968 _ 1987 წწ.) ლეგიტიმური მოდუსით აქტუალური თვითრეალიზაციისთვის გზის გახსნის მცდელობის მნიშვნელობა მიანიჭა. 
მართლაც, ანტიკორუფციული კამპანიის შედეგების საფუძველზე, 1972 წელს ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ლიდერად დაწინაურდა, ინიციატივას დაეუფლა, მისი ინიციატივების შინაარსი კი ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის შესაბამისი გახდა. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების ელემენტის ლეგიტიმური აქტუალიზაციის მცდელობა სწორედ ამის გამომხატველია. როგორც აღიარებულია, არაერთი მისეული ინოვაცია, მათ შორის ყველაზე გახმაურებული, ე.წ. აბაშის ექსპერიმენტი, შემდგომში მთელს საბჭოეთში ფართოდ დანერგვის მცდელობათა ობიექტად იქცა. თვით საბჭოთა ეკონომიკის რეფორმირების მიხეილ გორბაჩოვის სახელთან ასოცირებული მცდელობა _ ე.წ. გარდაქმნის პოლიტიკა, ედუარდ შევარდნაძის მიერ ინიციირებულ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ქართული ფენომენის ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ახალ საბჭოთა (სტალინის მიერ ინიციირებულისგან განსხვავებულ) ფენომენად პროგრესირების ფაქტად იდენტიფიცირდება და, ამდენად, ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბის შეზღუდულობის დაძლევის ტენდენციის მაჩვენებელია.
ამ ტენდენციას გააჩნდა უფრო მნიშვნელოვანი ასპექტიც: 1985 წელს საბჭოეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაწინაურებული ედუარდ შევარდნაძე, 1985 _ 1987 წლების საბჭოთა საგარეო პოლიტიკის მიხედვით, რისიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (საერთაშორისო ფუნქციის დასავლური ფინანსური ინსტიტუტების) ფუნქციის ფაქტობრივად გლობალური ფუნქციის ფინანსურ ინსტიტუტებად გადაქცევაში მდგომარეობს (მათი ფუნქციის მსოფლიო სოციალისტური სისტემის სივრცეზეც გავრცელების დაშვებით), უნდა მივიჩნიოთ ინიციატორად საბჭოეთისა და მთელი ე.წ. მსოფლიო სოციალისტური სისტემის სივრცეზე განვითარებული მრავალასპექტიანი პროცესისა, რომელიც იდენტიფიცირდება ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზისადმი ქართველი ერის რეაქციად, _ მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციად, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენით. მდგრადობის კომპონენტის შემდგომი პროგრესირების ეს ფაქტი ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბის გლობალიზაციის აღმნიშვნელია. 
ეს შეფასება რადიკალურად უპირისპირდება საბჭოეთის გავლენის სფეროში და დანარჩენ მსოფლიოსთან მის ურთიერთობებში 1985 წლიდან განვითარებული მოვლენების ერთპიროვნულ ინიციატორად მიხეილ გორბაჩოვის წარმოდგენას. მაგრამ, ამასთანავე, იგივე შეფასება სრულ თანხმობაშია დასახელებული მოვლენების მონაწილე მაღალი რანგის საბჭოთა და დასავლელი პოლიტიკოსების და ექსპერტების პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც ედუარდ შევარდნაძე თავის ერთპიროვნულ ინიციატივებს მიხეილ გორბაჩოვის მეშვეობით თავს ახვევდა დაქსაქსულ პოლიტბიუროს. ამის მაგალითად სახელდება გერმანიის გაერთიანების, ევროპიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესების ინიციირების და დაჩქარების ფაქტები, ასევე, _ ბერინგის ზღვის აკვატორიის ე.წ. შევარდნაძე-ბეიკერის ხაზზე გაყოფის საკითხის დაჩქარებულად (რუსი ექსპერტების აზრიით _ ამერიკის სასარგებლოდ) გადაწყვეტის ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის გაერთიანების მოვლენაში მისი წვლილის გადამწყვეტი მნიშვნელობა დაადასტურა თავად ედუარდ შევარდნაძემ, როდესაც, ამ მოვლენის აღსანიშნავად გერმანიაში მიწვეულმა, პრესკონფერენციაზე “ხუმრობით” აღნიშნა _ “როგორც ხედავთ, დიდი პოლიტიკა  ქართველების გარეშე არ გამოდისო” (იგილისხმებოდა გერმანიის გაყოფაში _ სტალინის და გაერთიანებაში _ მისი პირადი წვლილი). მანვე, 2009 წელს, ტელევიზია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში მრავალჯერადი ვიზიტით მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად ერთპიროვნულად მიიღო და თვითონვე გამოუცხადა საგანგებოდ ქაბულში შეკრებილ, ავღანეთში საბჭოთა არმიის კონტინგენტის უფროს ოფიცერთა შემადგენლობას და, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ოფიციალური განცხადება მიხეილ გორბაჩოვმა მისი ზეწოლით გააკეთა. 
არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ გორბაჩოვზე ედუარდ შევარდნაძის გავლენას მის მიერ ანტიკორუფციული კამპანიის დროს მოპოვებული კომპრომატები ჰქონოდა საფუძვლად: ედუარდ შევარდნაძის ანტიკორუფციული კამპანიის დროს ლიკვიდირებული, ქართული არალეგალური ბიზნესის ასპარეზი მოიცავდა საბჭოთა კავშირის არა ერთ რეგიონს, მათ შორის სტავროპოლის მხარესაც, სადაც იმ ხანებში მაღალი თანამდებობები ეჭირა მიხეილ გორბაჩოვს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენების განვითრების ერთ-ერთი ასპექტის მიხედვით, რომელიც შემდგომში ალტერნატივად გამოიკვეთა, მიხეილ გორბაჩოვის ფუნქციური სტატუსი სრულ შესაბამისობაშია ედუარდ შევარდნაძის ფენომენით განსახიერებულ, ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბის გლობალიზაციის მცდელობასთან, როგორც ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის კერძო ასპექტან, რაც, დასახელებულ მვლენათა რეალიზაციაში, ამ პიროვნებათაგან, ერთი მათგანის მეორეზე ძალდატანების ფაქტორის აუცილებლობას აუქმებს.
* * *  
ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზა დაიწყო 1988 წელს, ხოლო მისი რეალიზაციის ალტერნატივებს შორის კონფლიქტი, საბჭოეთის სივრცეზე, დასრულდა 1991 წლის მიწურულს (8 დეკემბერი, ბელოვეჟის შეთანხმება). ამდენად, ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა საკმარისი დრო ინიციატივის შესანარჩუნებლად ფუნქციური სტატუსის შეცვლისათვის, ანუ მდგარდობის კომპონენტად რუსი ერით (ან მასთან ასოცირებადი ფენომენით), ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის რეაქტუალიზაციისთვის. რგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, ეს შესაძლებელი იყო საბჭოეთის პოლიტიკურ ელიტაში იმ ჯგუფის ლიდერად მისი დაწინაურებით, რომელიც 1991 წლის 19 აგვისტოს “სსრკ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის” სახელით სამხედრო რეჟიმის დამყარებას შეეცადა. ამ ჯგუფის მთავარ სისუსტედ ბორის ელცინმა გამოკვეთილი ლიდერის არარსებობა დაასახელა. გენადი იანაევი მხოლოდ ნომინალური ლიდერი იყო და არა ფუნქციური, რაც სატელევიზო მიმართვაში მთელი ამ ჯგუფის ერთობლივი (ერთი მაგიდის გასწვრივ, უკლებლივ, ფრონტალურად ჩამწკრივებულთა) გამოსვლითაც გამოჩნდა (ძლევის მანიის ეფექტით განსაზღვრული ერთობის დემონსტრაციის მაგალითი). 
შევარდნაძის მიერ ამ გუნდის ლიდერის ვაკანტური სტატუსის არჩევის შემთხვევაში, მას, უკვე, 1989 წელს შეეძლო მზგავსი ინიციატივით გამოსვლა, ეროვნულ და ეთნიკურ ნიადაგზე ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხის (რისი პრეცენდენტებიც უკვე საკმარისად იყო დაგროვილი) აცილების მოტივით. ერთდროულად, კაპიტალიზმთან ბრძოლის პრინციპის ოფიციალურად უარყოფა და გერმანიის გაერთიანების და ცენტრალური ევროპის დემილიტარიზაციის პროცესის ინიციირება ანუ ევროპაში უკანდახევად იდენტიფიცირებადი (მხოლოდ, ერთი ასსპექტით. იხ. ქვემოთ) პოლიტიკის გატარება ევროპელი ერებისთვის ნატოს სტრატეგიული თავდაცვითი ფარის აუცილებლობას მოხსნიდა და მათ ცხრომის მანიის ფეექტის დასავლური ფენომენის ეკონომიკური ჰეგემონიის (რაც შეცდომით იდენტიფიცირდება ამერიკელი ერის ეკონომიკურ ჰეგემონიად) წინააღმდეგ კონსოლოდაციის გზაზე დააყენებდა, როგორც მოხდა ეს სსრკ-ს დაშლის შემდეგ (ევროინტეგრაციის აქტუალიზაციის ფაქტი). ამასთანავე, პაკისტან-ავღანეთის საზღვრით ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად გაყოფილი პუშტუნების ეთნოსის ერთ სახელმწიფოში მოქცევის პრობლემის აქტუალიზაციით უკვე ფორმირებული ავღანური არმიის პაკისტანში ინტერვენციის ინიციირება (საზღვრის ინდის ქვემოწელზე გადატანა და საზღვაო პორტების დაკავება), რაც ფუნდამენტალისტ ისლამისტთა სამხედრო მომარაგებას აღკვეთდა და ომის ხარჯებს დიდად შეამცირებდა, და, რასაც მიესალმებოდა ინდოეთი, ირანი და ერაყი. ამ ფონზე შეუძლებელი გახდებოდა ერაყის ექსპანსიის არაბული სამყაროში პროდასავლური რეჟიმების შევიწროების ტენდენციის შეჩერება, რაც ნავთობზე და გაზზე ფასების ზრდას და, შედეგად, სსრკ-ს მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას გამოიწვევდა (როგორც მოხდა ეს 2001 წლიდან _ იხ. ქვმოთ). ყოველივე ეს აზიაშიც ცხრომის მანიის კასტრი ეფექტის დასავლური ფენომენის პოზიციების უკიდურეს შევიწროებას, მისი სრული ნიველირების შესაძლებლობას უზრუნველყოფდა. ამ პირობებში, საერთაშორისო ფუნქციის დასავლური ფინანსური ინსტიტუტების საბჭოეთის სივრცეზე დაშვების შენარჩუნება (მაგ.: გერმანული ტექნოლოგიების მიხედვითYგერმანულ-საბჭოთა ახალი სწარმოების და ენერგეტიკული პროექტების დასაფინანსებლად) ამ ინსტიტუტების ამერიკელი ერისადმი დაქვემდებარებაში დაბრუნების (მათთან მიმართებაში ამერიკელი ერის ინიციატივის მატარებლის სტატუსში აღდგენის) საკმარის პირობად წარმოგვიდგება. ეს ნიშნავს გერმანელი ამერიკელი და რუსი ერების სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობას. ერთა სამი თვისებრივი ტიპის ლიდერების ამ კავშირს შეეძლო ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის გლობალიზაციის ტენდენციის სტაბილიზაცია. მაგრამ, აღწერილ ალტერნატივას ახლავს ძლევის მანიის კლასის რუსი ერის გავლენის გაფართოების ეფექტი _ ევროპაზე და არაბულ სამყაროზე (როგორც უკვე აღინიშნა) და, ასევე, აფრიკასა და დალათინურ ამერიკაზე ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის გავლენის შესუსტების თანმხლები ასპექტის, საბჭოთა ავღანეთის ექსპანსიის, გერმანელ ერთან თანამშრომლობის პირობით ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ფუნქციის ნიველირებიის საფუძველზე, მთელი საბჭოეთის რუს ერში ასიმილაციის ტენდენციის განვითრაების გარდაუვალობის გათვალისწინებით. ეს ნიშნავს ერთა მართვის მანიის კლასის ფუნქციის ინსტიტუციონალიზაციის ნიველირების შესაძლებლობას. ამრიგად ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის ეს აუცილებელი ასპექტი, დასაწყისში, აღნიშნულ სტატუსში ედუარ შევარდნაძის ფენომენის სახით, წარმოდგენილი ამგვარივე მოცემულობით შეიძლება შენარჩუნებულიყოქართული ფაქტობრივი დინასტიის ჩამოყალიბების პირობით, რის შესაძლებლობას ცხადყოფს სტალინის მემკვიდრედ ლავრენტი ბერიას დარჩენის პრეცენდენტი. მაგრამ ამ ფაქტორის სტაბილიზაციის პრობლემურობა, რაც ლავრენტი ბერიას დამხობამ აჩვენა, უპირატეს ალტერნატივად მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი (გაფართოებით) რალიზაციის სათანადო ალტერნატივას წარმოაჩენს. ეს ნიშნავს გაფართოების მუდმივ აქტუალურობას. საამისოდ გარკვეული რესურსი არსებობს დედამიწაზეც (ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის დამყარების არის გლობალიზაციის დაუსრულებლობის გათვალისწინებით), მაგრამ ეს პირობა კონსტრუქციული მოდუსით სტრატეგიულ პერსპექტივაში დაკმაყოფილებადია მხოლოდ კოსმოსის ათვისების დაჩქარების შემთხვევაში. ამრიგად ამ ალტერნატივის სტრატეგიულ პერსპექტივა გაურკვეველია როგორც ქართველი ერისთვის, ასევე, მთელი დედამიწის ნოოსფეროსთვის. 
ედუარდ შევარდნაძემ უარყო ეს გზა და გააკეთა არჩევანი, რომელიც ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციაში სტალინის და ლავერნტი ბერიას ფენომენების რიგით მონიშნული ტენდენციის განვითარებად იდენტიფიცირდება. 
1988 _ 1990 წლებში ედუარდ შევარდნაძის, როგორც გლობალურ პროცესებზე ქართველი ერის გავლენის გამტარებლის, ინიციატივით საბჭოეთის საგარეო პოლიტიკაში სწრაფი უკანდახევის კურსის სტბილიზაცია (ევროპიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, ერაყის წინააღმდეგ ნატოს ბლოკის აგრესიის დაშვება, ვარშავის ბლოკის დაშლა), როგორც, რუსი ერის კონტროლის არის კუმშვით, ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაცია, რუსი ერის მიერ ინიციატივის დათმობის, მისი ფუნქციის ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის _ “ნატოს” ბლოკის _ ფუნქციით ჩანაცვლების საფუძველი გახდა. შედეგად, მიუხედავად ეგეოსური ცივილიზაციის მისთვის არახელსაყრელი ფაზის დადგომისა, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის, როგორც “ნატოს” ძალისხმევით გაფართოების ობიექტის, გავლენის ზრდის ტენდენცია დამყარდა მთელს საბჭოეთის სივრცეზეც. ეს ნიშნავს ედუარდ შევარდნაძის ფენომენით პერსონიფიცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფქტის დასავლური ფენომენით, აქტუალობის შენარჩუნებას ეგეოსური ცივილიზაციის ახალ ფაზაშიც. 
აღნიშნული მოვლენების ამგვარი შეფასების შესაბამისად, მათ, ქართველი ერის წინააღმდეგ რუსი ერის და ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის კონსოლიდაცია განაპირობეს: რუსი ერის გავლენის არის კუმშვა _ ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაცია, როგორც რუსი ერის ფუნქციის ნიველირების საფრთხის და ფორმის მანიის კასატური ეფექტის საბჭოთა ფენომენის, როგორც საბჭოეთის სივრცეზე ლოკალიზებულ ფორმის მანიის კლასის ერების ოპტიმალური საარსებო გარემოს, არსებობის საფრთხის წყაროდ ქართველი ერის იდენტიფიკაციის საფუძველზე. ამის გამოხატულებაა ეთნიკური სეპარატიზმის ნიღბით საქართველოს რეგიონების დესტაბილიზაციის ინიციირება საბჭოეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის თავდაცვითი რეაქციის პერსონიფიკაციად უნდა დავასახელოთ მიხეილ გორბაჩოვი. ამ დებულებას განამტკიცებს მისი, როგორც კომპარტიის ლიდერის, სტატუსი და წარმომავლობის მიხედვით უკრაინელ ერთან მისი ასოცორებადობა _ დედით უკრაინელი, მიხეილ გორბაჩოვი, მისივე აღიარებით, დედამისის მამის გავლენით ყოფილა აღზრდილი. 
_ მიუხედავად თვისებრივი იგივეობისა, ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენისადმი დამოკიდებულებას ახლდა კონფლიქტურობის მომენტი, იმის საფუძველზე, რომ ამ უკანასკნელმა მას ჩამოართვა ინიციატივა, დაუქვემდებარა ის ნოოფილოგენეზური განვითარების დაჩქარების მცდელობას და მისი წარმომდგენი საზოგადოების, ძლევის მანიის ფონური ეფექტის გამოხატულებად,  მაერთგვაროვნებელ ზეწოლას, რაც კერძო საკუთრების აღკვეთაშიც გამოიხატა. მიხეილ გორბაჩოვის საკუთრივი ინიციატივები, სწორედ, უკრაინელი ერის და საბჭოეთის სხვა ფორმის მანიის კლასის ერების ამ ფაქტორებისგან დახსნის მცდელობადაა მოაზრებადი.
მიხეილ გორბაჩოვის ფუნქციური სტატუსის აღნიშნულ იდენტიფიკაციასთან სრულ თანხმობაშია ისიც, რომ მას ეგეოსური ცივილიზაციის მექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის ანუ რუსი ერის რეაქტუალიზაციის ხანის დადგომისთანავე (მესამე წელსვე)  ინიციატივა ჩამოართვა, ჯერ, გენადი იანაევმა, შემდეგ, ბორის ელცინმა, რომლებიც რუსი ერის რეაქტუალიზაციის ალტერნატიული მოდუსების პერსონიფიკაციებად წარმოგვიდგებიან (იხ. ქვემოთ). 
ქართველი ერის სახით, ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში უპირატესი პარტნიორის თვითრეალიზაციის შეფერხების მცდელობით, რუსი ერი არა სტრატეგიული შეფერხებისგან თავდახსნას, არამედ თვისივე სტრატეგიული შეფერხების სტაბილიზაციას უწყობდა ხელს. სსრკ უმაღლესი საბჭოს ქართველი დელეგატების წინაშე მიხეილ გორბაჩოვის მიერ გამოთქმული მუქარა-გაფრთხილების (ეროვნული მოძრაობის დესტრუქციულობის სადემონსტრაციოდ, სამაგალითო დასჯის ობიექტად საქართველოს არჩევის) შესბამისად, საქართველოს დესტაბილიზიის ინიციირებამ განაპირობა ქართველი ერის თავდაცვითი რეაქცია, მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფექტის ფენომენით, აქტუალიზაციაში გამოხატული (დამზგავსებით გამიჯვნის ეფექტი), რის პერსონიფიკაციადაც იდენტიფიცირდება ზვიად გამსახურდია. შევნიშნავთ, რომ საამისოდ გამოყენეულ იქნა 1989 წლის 9 აპრილის თბილისური ინციდენტით და ეთნიკური ფაქტორის ანტიქართული მოქმედების პროვოცირებით გამოწვეული ემოციური ფონი, ქართული ეროვნული მოძრაობის იმ, საერთო თუ რეგიონალური ლიდერების (მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ვლადიმერ ვეკუა . . . ) ლიკვიდაციის პირობებში, რომლებიც ხელს უშლიდნენ მოვლენების აღნიშნული, საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასურველი მიმართულებით განვითარებას.
ზვიად გამსახურდიათი პერსონიფიცირებულ ქართველი ერის რეაქციას ახლდა მისი თვითრეალიზაციის მასშტაბის შეზღუდვის (დეგლობალიზაციის) ტენდენცია. თუმცა ამასთანავე საბჭოთა პოლიტიკურ ელიტაში ედუარდ შევარდნაძის, როგორც ქართველი ერის წარმომადგენლის, პოზიციის სიმყარემ, როგორც აღინიშნა, ახალი ფაზის საწყის ეტაპზე შესაძლებელი გახადა მოვლენების განვითარებაზე ქართველი ერის გადამწყვეტი გავლენის გატარება, მისი გლობალურ ფაქტორად თვითშენარჩუნება.
ამ გარემოებამ ხელი შეუწყო რუსი ერის თვითრეალიზაციის ალტერნატიული გზის ძიების ინიციირებას. კერძოდ 1988 – 1991 წლების მოვლენების ბორის ელცინთან ასოცირებადი ასპექტი რუსი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის ალტერნატივის აქტუალიზაციის გამოხატულებაა. ეს, თავის მხრივ, ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის და, შედეგად, თვით მიხეილ გორბაჩოვის, როგორც ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის (თუნდ ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის) პერსონიფიკაციის, ამავე ალტერნატივის ფაქტორად წარმოჩენის პირობას ქმნიდა. ამ შესაძლებლობის აქტუალიზაციის გამომხატველია 1991 წლის 19 აგვისტოს “სსრკ საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის” ამბოხის (ნიკიტა ხრიშჩოვით პერსონიფიცირებული ალტერნატივის რეაქტუალიზაციის) ჩაშლის შემდეგ, ბორის ელცინის და მიხეილ გორბაჩოვის შეთანხმებით, ედუარდ შევარდნაძის სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აღდგენა  (ის ამ თანამდებობიდან 1990 წლის 20 დეკემბერს გადადგა, გამაფრთხილებელი განცდხადებით, რითაც ხელი შეუშალა ნიკიტა ხრუშჩოვით პერსონიფიცირებული ალტერნატივის რეაქტუალიზაციას). 
შევარდნაძე-გორბაჩოვ-ელცინის სამეულთ პერსონიფიცირებული ალტერნატივის სტაბილიზაცია (საბჭოეთში მოვლენების ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზის შესაბამისად ოპტიმალური განვითრება) მოითხოვდა რუსი და ქართველი ერების ფუნქციურად და სტატუსით გამოკერძოებას საბჭოეთის პოლიტიკურ სტრუქტურაში: სსრკ-ს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, სსრკ შეიაღაღებული ძალების (მათ შორის სტრატეგიული კომპონენტის) რუსი ერის (რუსეთის ფედერაციის) უშუალო განკარგულებაში გადასვლას; მისი ძალით სსრკ-ს ცენტრალური ინსტიტუტების ფუნქციის შენარჩუნებას ფორმის მანიის კლასის ერების (ან ამგვარ ერთეულთა პოტენციური ნაწილების) წარმომდგენ დანარჩენი ცამეტი რესპუბლიკების ერთობლიობაზე, მათ კოლექტიური წარმომადგენლობის სტატუსით; რუსი ერი ცამეტთა განახლებული კავშირის არაწევრობის მიუხედავად დარჩებოდა მასთან მოუცილებელ ფუნქციურ კავშირში, მისი სტაბილიზაციის ფაქტორის მნიშვნელობით; ხოლო ქართველი ერის ამგვარად განახლებულ 13+1 სტრუქტურასან მოუცილებად კავშირში მოსაქცევად საკმარისი იქნებოდა ცამეტთა კავშირის ცენტრალური ინსტიტუტის მოსკოვიდან საქართველოში (თბილისში, თუნდაც სოხუმში) გადმოტანა (რომელიც დასახელებული ცამეტი რესპუბლიკის სარტყელის გეოგრაფიული ცენტრის მნიშვნელობითაც იმსახურებდა ამ ფუნქციას) და ცამეტთა კავშირის რუს ერთან ფუნქციური ურთიერთობის ინსტიტუტისაც აქვე დაარსება; ამით ქართველი ერი, გარდა ფინანსური სარგებლისა (დასახელებული ინსტიტუტების შტაბბინის გამოყოფის საზღაურად), მიიღებდა მართვის მანიის კლასის ერად პირდაპირ თვითრეალიზაციაზე დაშვებას; ამ, ახალი მოდუსის საერთაშორისო ორგანიზაციაში ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტის (რომელშიც შეიძლება ჩართულიყვნენ, საწყის ეტაპზე _ სოციალისტური ქვეყნები, შემდეგ კი ფორმის მანიის კლასის ერთა წარმომდგენი სხვა სახელმწიფოებიც) და ძლევის მანიის კლასის რუსი ერის წარმომადგენლობის მასპონძლობის პრეცენდენტი დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ინსტიტუციონალიზაციის გამოხატულებად საქართველოში გლობალური განვითარების ცენტრის ჩანასახის ჩამოყალიბების კარგი წინაპირობა იქნებოდა; ედუარდ შევარდნაძეს,  განახლებული კავშირის საგარეო საქმეთა მესვეურის სტატუსში და, ამასთანავე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ფაქტობრივ მეთაურს, მისი საერთაშორისო იმიჯისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე (როგორც საბჭოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოღვაწეობისას, დასავლეთის სამყაროსა და მსოფლიო სოცოალისტური სისტემის ელიტებს შორის იზოლაციის გარღვევის მთავარ პრაქტიკოს ს, ფაქტიბრივი პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პირადი კავშირების გათვალისწინებით) დიდი იმპულსის მინიჭება შეეძლო ამ პროცესისთვის. 
ეს ალტერნატივა მოვლენათა განვითარების ლავრენტი ბერიასთან ასოცირებული ალტერნატივის რეაქტუალიზაციადაც კი შეიძლება მივიჩნიოოთ: ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ლავრენტი ბერიას ინიციატივით აფხაზეთში პოლიტბიუროს წევრებისთვის საერთო აგარაკი შენდებოდა, სადაც სათანადო კონტროლქვეშ, ფაქტობრივ შინაპატიმრობაში უნდა გაგრძელებულიყო პოლიტბიუროს _ ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის წარმომდგენი ინსტიტუტის _ ფუნქციონირება. სამწუხაროდ, ამ პროექტის რეალიზება ვერ მოესწრო. 
როგორც ქვემოთ ვნახავთ, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც დამყარდა ვითარება, რომელიც ამგვარადვე შეიძლება შეფასდეს, რაც აღნიშნული ალტერნატივის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნასთან შესაბამისობით აიხსნება.
* * * 
ამრიგად, აღწერილ, 1+13+1 სისტემაზე გადასვლით საბჭოეთი გახდებოდა ახალი მსოფლიო წესრიგის გავრცელების ცენტრი. მაგრამ მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებისთვის აუცილებელი იყო გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ანუ დედამიწის ნოოსფეროს თანადროული მდგომრეობის მეცნიერული იდენტიფიკაციის (ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზებულობის ფაქტის დადგენის) შესაძლებლობის არსებობა, ე.ი. იმ დროს შეუსრულებელი პირობა. ამის გარეშე 1991 წლის აგვისტოს მიწურულს აქტუალიზებული, მოვლენათა განვითარების შევარდნაძე-გორბაჩოვ-ელცინის სამეულით პერსონიფიცირებული ალტერნატივის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა. ბიფურკაციის წერტილში დაახლოებით სამთვიანი დგომის შემდეგ პროცესებმა სხვა მიმართულებით იწყეს განვითარება.
_ ბორის ელცინის მიერ სსრკ-ს დაშლის ინიციირებამ (1991 წლის 25 დეკემბერის ბელოვეჟის შეთანხმება), ისტორიული სიტიაციის ხელსაყრელი კონტექსტის გაუქმებით, დიდად შეამცირა განსხვავებული თვისებრივი ტიპების ერებისგან საერთაშორისო ორგანიზაციის, მასში მათი განსხვავებულად (განსხვავებული ფუნქციებით, მაგ., როგორც აღწერილი 1+13+1 პრინციპის შემთხვევაში) წარმოდგენით, ფორმირების შესაძლებლობა. ამას მოჰყვა 1992 წელს რუსეთში ეკონომიკის და საზოგადოებრივი მოწყობის დაჩქარებული ლიბერალიზაციის პოლიტიკის დამყარება, რომლის ფარგლებში სამხედრო სამრეწველო კომპლექსის კონვერსიის კამპანიამ უდიდესი ზიანი მიაყენა რუსი ერის სამხედრო პოტენციალს. რუსეთი და მის მიერ შეკოწიწებული “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა” _ დსთ, რომელშიც 1993 წელს აფზახეთის კონფლიქტში უმძიმესი დარტყმის შედეგად ჩათრეული აღმოჩნდა საქართველოც, იქცა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ექსპანსიის არედ. ამის გამომხატველია პრივატიზაციის დაჩქარებული და სუსტად კონტროლირებული კამპანიის შედეგად ფინანსური ოლიგარქიის ჩამოყალიბება ამ სივრცეზე კონტროლის მის ხელში გადასვლი ტენდენციის განვითარება. 
ქართველმა ერმა დაკარგა მსოფლიო პროცესებზე გავლენის გატარების ყოველგვარი მექანიზმი. ადრე ამგვარი შესძლებლობის მქონე მისი წარმომადგენელი, ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო პროცესების ინიციატორის პოზიციიდან მსოფლიო პროცესების საქართველოსთან დაკავშირებულ ასპექტებზე, მხოლოდ, რეაგირების შესაძლებლობის პოზიციაზე იქნა ჩამოქვეითებული. ამის შემდეგ მისი ქცევა ძირითადად ამ ახალი პოზიციის შესაბამისი იყო, არა მისი პიროვნული თვისებების გამო (როგორც იმ ხანების საქართველოში პოპულარულმა პოლიტიკოსმა, გია ჭანტურიამ მიიჩნია ედუარდ შევარდნაძის დახასიათების მისეულ მცდელობაში), არამედ ქართველი ერის ახალი მდგომარეობის დაძლევის გზების ვერ მიგნების გამო. გზა ვერ მოიძებნა მიუხედავად იმისა, რომ მას, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლომდე, საამისო ცდები არ შეუწყვეტია (იხ. ქვემოთ).
1991 წლის შემოდგომისთვის სსრკ-ს სივრცეზე შევარდნაძე-გორბაჩოვ-ელცინის სამეულით პერსონიფიცირებული ალტერნატივის აქტუალიზაციამ მისი სწრაფად აღკვეთის მიუხედავად, რასაც ქართველი ერთის მიერ პოლიტიკური ინიციატივის დაკარგვა მოჰყვა, დატოვა სხვა ალტერნატივების შემდგომ ჭიდილში ქართველი ერისთვის უფრო ხელსაყრელის ხელშემწყობი შედეგიც _ ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაცია. ედუარდ შევარდნაძე იზიარებს ამ შედეგის დადგომის ინიციატორის სტატუსს ბორის ელცინთან: მოვლენათა განვითარების გენადი იანაევთან ასოცირებული (იგივე _ ნიკიტა ხრუშჩოვით პერსონიფიცირებული) ალტერნატივის დისპოტენციალიზაციის მთავარ პირობად შეიძლება დასახელდეს მის ინიციატორის ფუნქციური სტატუსის არგაზიარება ედუარდ შევარდნაძის მიერ. ამ ასპექტითაც ის სტალინის და ლავრენტი ბერიას ფენომენთა რიგით აღნიშნული ტენდენციის გამგრძელებლად იდენტიფიცირდება.
მართალია ფორმის მანიის კასტური ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაციამ მოსპო თანადროული ისტორიული სიტიუაციური კონტექსტის გავლენით ეგეოსური ცივილიზაციის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის ინსტიტუციონალიზაციის ცენტრის ჩასახვის ფაქტობრივი პოლიტიკის მოვლენად რეალიზაციის აღწერილი შესაძლებლობა, მაგრამ, ამასთანავე, ამ შედეგმა უალტერნატივო პერსპექტივად წარმოაჩინა ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის ინსტიტუციონალიზაცია. ეს ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტის ძიების ფაქტობრივი პოლიტიკის სფეროდან მეცნიერების სფეროში გადატანის აუცილებლობას. სამწუხაროდ ედუარდ შევარდნაძემ ვერ მოახერხა ამ სიახლეზე დროული რეაგირება. 
* * * 
ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში უპირატესი პარტნიორის, რუსი ერის, 1991 წლის მიწურულიდან, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის გაფართოების ფაქტორად თვითრეალიზაციის ტენდენციისადმი დაქვემდებარებამ, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის ლიკვიდაციის შედეგად, ქართველი ერის თვითრეალიზაციის ინსტიტუციური გამოკერძოების ფაქტორად ზვიად გამსახურდიათი პერსონიფიცირებული ფორმის მანიის კასტური ეფექტის ქართული ფენომენის აქტუალობის მოხსნა გამოიწვია. ამ ვითარებაში აქტუალურობა შეიძინა წინა ამგვარივე თვისებრიობის ფაზისადმი ქართველი ერის რეაქციის ინსტიტუციურმა რელიქტმა, “კანონიერი ქურდის” ინსტიტუტთან ასოცირებულმა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელმა ჯგუფმა, მაგრამ მის მდგრადობის კომპონენტად რუსი ერის კერძო ფენომენური ასპექტის ძლევის მანიის ეფექტის ახალი, ლეგალური ფენომენით ჩანაცვლების ტენდენციით. ამ ტენდენციის გამოხატულება ჯაბა იოსელიანის (ყოფილი ერთ-ერთი ავტორიტეტული კანონიერი ქურდის) მიერ გასამხედროებული ორგანიზაციის “მხედრიონის” დაფუძნება, რომელმაც შესძლო სამხრეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების მიერ პროვოცირებული ეთნო კონფლიქტის შეჩერება. მდგრადობის კომპონენტის მეორე ასპექტად მოგვევლინა ქართული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც მხედრიონთან კავშირში  დაეუფლა ინიციატივას საქართველოში. ესაა ქართული გვარდიის სარდლის, თენგიზ კიტოვანის დაუმორჩილებლობით დაწყებული პროცესის არსი. მაგრამ ეს, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფი იმ ეტაპზე არ სჩანდა ქართველი ერის თვითრეალიზაციის მასშტაბის გლობალიზაციის პოტენციის მქონედ, არც მისი ლეგალიზაციის ტენდენციის პირობით და არც ამ ტენდენციის გარეშე (მეორე შემთხვევისთვის აუცილებელი ქართველთა მასშტაბური მიგრაცია დასავლეთის სამყაროში არ იყო დაწყებული და არც სჩანდა ამ დროს შესაძლებელი). ამ გარემოებაზე ადექვატურ რაქციად წარმოგვიდგება ჯაბა იოსელიანის ინიციატივით 1992 წელს ედუარდ შევარდნაძის საქართველოს სამხედრო საბჭოს მეოთხე წევრად მოწვევა და ნომინალურად სახელმწიფოს მეთაურის სტატუსით აღჭურვა. ამ ფაქტმა დააჩქარა (იქნებ, სულაც, შესაძლებელჰყო) ახალი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს საბჭოთა საქართველოს საზღვრებში საერთაშორისო აღიარება. 
ედუარდ შევარდნაძემ თენგიზ სიგუას მხარდაჭერით და სახელმწიფო საბჭოს სხვა ორი წევრის მხრიდან  წინააღმდეგობის არარსებობოს პირობებში განაახლა ზვიად გამსახურდიას ზეობისას შეჩერებული ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესი. ეს ნიშნავდა, ქართველი ერის თვითრეალიზაციის ალტერნატივის კონფლიქტში მისით პერსონიფიცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის რეაქტუალიზაციას, მხოლოდ მის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ამერიკელი ერით ჩანაცვლების ტენდენციით. სწორედ ეს არის არსი მის მიერ დსთ-ში საქართველოს ჩართვის აცილების პოლიტიკის არჩევისა, როგორც რუსეთზე განფნილი ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის შემდგომი გაფართოების საწინააღმდეგო ფაქტორისა. საქართველოს საკითხში 1991 _ 1992 წლების ამერიკის პოლიტიკის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მან მიაღწია ამერიკელი ერის ჩათრევას ამ პროცესში, რაც პრეზიდენტ (1988 _ 1992 წწ.) ჯორჯ ბუშის (უფროსის) მიერ ქართველი ემიგრანტის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ნატოს ჯარების სარდლად დანიშვნასა და საქართველოს და ამერიკის უშიშროების სამსახურების თანამშრომლობის ინიციირებაში აისახა (ედუარდ შევარდნაძემ ნატოს ჯარების სარდალს მამისეულ სამოსახლოზე სამემკვიდრო უფლება აღუდგინა). ეს თანამშრომლობა, გამიზნული იყო საქართველოს სამხედრო ინსტიტუტის ალტრერნატიულ რეალიზაციაზეც (ახლად ფორმირებაზე), როგორც აჩვენა 2001 წელს ამერიკის მხრიდან, უკვე, დასახელებული გენერლის ძმის, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მთავარი კონსულტანტის, ოთარ იოსებ შალიკაშვილის ეგიდით, ამერიკული სტანდარტების მიხედვით, ახალი ქართული შენაერთების ფორმირების ფაქტმა. ედუარდ შევარდნაძის მიერ ინიციატივის დაუფლების საფუძველს ქმნიდა ის ფაქტი, რომ საქართველოს დსთ-ში მოქცევის  (შუააზიაზე და, საზოგადოდ, სსრკ-ს ყოფილ გავლენის არეეზე კონტროლის აღდგენის აუცილებელი პირობის) შესაბამის რუსეთის პოლიტიკას, როგორც რუსი ერის ძალით ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ექსპანსიას, მართვის მანიის კალასის ქართველი ერი ეფექტურად მხოლოდ მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, მდგრადობის კომპონენტად ცრომის მანიის კლასის ამერიკელი ერით (ცხრომის მანიის ეფექტის ალტერნატიული ფენომენით), აქტუალიზაციითღა შეიძლება დაპირისპირებოდა. ეს ნიშნავს ჯაბა იოსელიანით და თენგიზ კიტოვანით პერსონიფიცირებული ასპექტების მაერთიანებელ ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ნიველირების ტენდენციას. ამ ერთეულის თავდაცვითი რეაქცია 1992 წლის 14 აგვისტოს თენგიზ კიტოვანის ხელქვეითი არმიის ნაწილების, სიტუაციის გასაკონტორლებლად, აფხაზეთში შესვლის ფაქტში აისახა. მაგრამ აფხაზობის ფენომენის ჭეშმარიტი მნიშვნელობის (ერთ-ერთ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფად მისი იდენტიფიცირებადობის) გაუცნობიერებლობის პირობებში, რუსეთმა შესძლო აფხაზეთის კონფლიქტი საქართველოს სახელმწიფოს გამოფიტვაზე მიმართულ პროცესად ექცია. ამასთანავე, ამერიკის პოლიტიკურმა კურსმაც ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის რეალიზაციისთვის არასასურველი მიმართულებით, კერძოდ, ინიციატივის ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენზე გადასვლის ტენდენციის გამოხატულებად იწყო ცვლა. ეს პროცესი დასრულდა ბილ კლინტონის პრეზიდენტად (1993 _ 2001 წწ) არჩევით, რომელმაც ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, დაწინაურების მოტივით (ის ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა) დაუყოვნებლივ მოაშორა ევროპას და, ამდენად, საქართველოსთან ნატოს სამხედრო თანამშრომლობის პროცესიის განვითრება შეაფერხა. ამ შედეგის გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკულ საზოგადოებაში წინასაარჩევნო პერიოდში განწყობის აღნიშნული ტენდენციის შესაბამისად ცვლამ აიძულა, საწყის ეტაპზე ინიციატივის ამერიკელ ერზე გადასვლის შესაბამისად მოქმედი, პრეზიდენტი (1988 _ 1992 წწ.) ჯორჯ ბუში (უფროსი) საქართველოს საკითხში პოლიტიკური კურსის აღნიშნული ცვლა დაეშვა. სწორედ ამ გარემოებამ გახადა შესაძლებელი რუსეთის მანევრი (აფაზეთში სამშვიდობო მოლაპარაკების შუამავლად და გარანტად პრეზიდენტ ბორის ელცინის გამოსვლა და, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პირობების შესაბამისად მძიმე შეიარაღების გატანის შემდეგ, სეპარატისტების და რუსეთში ორგანიზებული დამხმარე ძალების _ კაზაკთა და ჩრდილოეთ კავკასიელ კონფედერანტთა _ ქალაქზე შეტევა), რამაც (სავარაუდო, ე.წ. ზვიადისტების საბოტაჟის ხელშეწყობით) განაპირობა გაგრის დაცემა (1992 წლის 2 ოქტომბერი). ამერიკის პოლიტიკური კურსის აღნიშნული ცვლით გარანტირებულმა, ადექვატური საერთაშორისო რეაქციისგან დაზღვეულობამ შესაძლებლობა მისცა რუსეთს 1993 წელსაც ესარგებლა ამგვარივე მანევრით, რასაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა და ქართველების წინააღმდეგ ეთნოწმენდის რეციდივის გაგრძელება მოჰყვა, მთელს აფხაზეთში. ამ შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბრუნებამ საქართველოში: აფხაზეთში შეთანხმებული მშვიდობის დარღვევას წინ უძღოდა მდინარე ცხენისწყალზე ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტის ხაზის გახსნა, რამაც ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება შეამზადა, და შეიარაღებულ ძალებში განხეთქილების და ურთიერთუნდობლობის გაღვივებით და მძიმე შეიარაღების აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობის აღკვეთით, დიდად გაუადვილა მოწინააღმდეგეს აფხაზეთის დაუფლება.
აფხაზეთის დაცემას მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების (ე.წ. ზვიადისტების) და აფხაზი სეპარატისტების მომხრე ჩრდილოეთკავკასიელი კონფედერატების კონსოლიდაცია და სამოქალაქო დაპირისპირების ფრონტის ხაზის მოკლე დროში ცხენისწყლიდან ქუთაისის მისადგომებთან გადატანა. შეიქმნა საქართველოს საქმეებში რუსეთის მეტად ეფექტური ჩარევისთვის ხელსაყრელი სიტუაცია. საქართველოს ხელისუფლების მიერ დსთ-ში საქართველოს ჩართვის საწინააღმდეგო პოლიტიკის დაცვის შემთხვევაში, რუსეთის პირდაპირი თუ შენიღბული ხელშეწყობით, ზვიად გამსახურდიას მომხრეები დაიკავებდნენ მთელ დასავლეთ საქართველოს, რაც ნიშნავს საქართველოს ორ ნაწილად გაყოფას: დასავლეთ საქართველოში, ცენტრით ქუთაისი, დამკვიდრდებოდა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, აფხაზეთის სეპარატისტებთან შესაძლო კონფედერაციულ კავშირში, აღმოსავლეთ საქართველოში, ცენტრით თბილისი, შენარჩუნდებოდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება, ხოლო რუსეთის არმიის კონტროლქვეშ ჯავა-ყორნისი-ხაშური-ბორჯომი-ახალციხის ხაზის გასწვრივ ჩამოყალიბდებოდა ბუფერული ზონა, რითაც რუსეთი მიიღებდა არმენიასთან მის მაკავშირებელ, სტრატეგიულად დაზღვეულ საკონტაქტო დერეფანს. ედუარდ შევარდნაძის მიერ საქართველოს დსთ-ში შესვლის შესახებ განცხადების გაკეთებამ (რაც მისთვის მძიმე ნაბიჯი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მან ადრე დსთ-ს მკვდრად შობილი წარმონაქმნი უწოდა) აღკვეთა მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა, რადგან იმ ეტაპზე რუსეთის პოლიტიკის მესვეურები ამ ორგანიზაციის სსრკ-ს ტოლფას ფაქტორად გადაქცევას იმედოვნებდნენ. 
მიუხედავად ამერიკის მთავრობის პოზიციის ამერიკელი ერის მიერ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენისთვის ინიციატივის დათმობის გამოხატულებად შეცვლისა და, ამ გარემოების ხელშეწყობით, რუსეთის ექსპანსიისა, ედუარდ შევარდნაძე ინარჩუნებდა მისით პერსონიფიცირებული, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერის აქტუალიზაციის მცდელობის გამომხატველ პოლიტიკას. ამაზე მეტყველებს მის მიერ “დიდი აბრეშუმის გზის” პროექტის ინიციირების მცდელობა, რომლის კერძო ასპექტი, შუააზიური, ირანული და აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის დასავლეთ ევროპისკენ რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა, რუსთის სივრცეზე ფინანსური ოლიგარქიის გავლენის ზრდაში გამოხატულ, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის გაფართოების და, ამდენად, მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციის რესურსის მნიშვნელოვნად შეზღუდვით, გზას უხსნიდა ქართველი ერის პირდაპირ თვითრეალიზაციას და გლობალურ პროცესებზე ქართველი ერის გავლენის აღდგენის პირობას ქმნიდა. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს საბაჟო სამსახურის ფუნქცია გადაეცა ამ სფეროში სპეციალიზებულ ერთ-ერთ დასავლურ კომპანიას (თუმცა ამ ღონისძიების ეფექტი დიდად შეამცირა აჭარაში, ზვიად გამსახურდიას ხანიდან შემორჩენილი უზურპატორის, ასლან აბაშიძის სეპარატისტულმა და დესტრუქციულმა პოლიტიკამ). ამავე ტენდენციის მაჩვენებელია 1998 წელს თბილისის ენერგო გამანაწილებელი კომპანიის (“თელასი”) აქციების 3/4 ნაწილის, ასევე, დასავლური კომპანიისთვის (AEშ) მიყიდვის ფაქტი.
რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების მიღების შესაძლებლობა გაათავისუფლებდა შუა და დასავლეთ ევროპის ერებს ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის და მისი ახალი ნაზრდის, რუსეთის ფინანსური ოლიგარქიის გარიგების ობიექტის როლში ჩავარდნის საფრთხისაგან, რაც, ასევე, ამ კასტური ეფქტის ფენომენის დაშლის და დეზაქტუალიზაციის პირობაა. ედუარდ შევარდნაძის აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, საქართველო, მზგავსად შევარდნაძე-გორბაჩოვ-ელცინის სამეულით პერსონიფიცირებული ალტერნატივის (1991 წლის შემოდგომა) შემთხვევისა, მოაზრებული იყო რუსეთის მონაპირედ ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის ერების წარმომდგენ სახელმწიფოთა ჯაჭვის და საქართველოს სახელმწიფოს კავშირის ( ე.წ. სუამი, მისი სტრატეგიული გამიზნულობის მიხედვით გაფართოებადი წარმონაქმნი) შტაბბინად, რაც ნიშნავს ამავე ალტერნატივის რეაქტუალიზაციის მცდელობას.
ამასთანავე, ამერიკის მთავრობის კვლავშეცვლილი პოლიტიკური კურსის მისით პერსონიფიცირებულ ალტერნატივასთან შეუსაბამობის პირობებში, ედუარდ შევარდნაძემ, ამერიკის მოკავშირეებს შორის და თვით ამერიკელი ერის შიგნით, კერძო ინტერესის ჯგუფების სახით, იწყო დასაყრდენის ძიება, საქართველოსთან დაკავშირებით მათი ახლად მოტივირებით. ამის მაგალითებად შეიძლება დასახელდეს, შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოსთან სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის დამყარება და ამერიკის არმენიულ ლობისთან ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციირება. ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არმენიული ფენომენის  ამერიკული რეალიზაცია _ არმენიელი ერის დიასპორების ამერიკულ საზოგადოებაში ადაპტაციის უზრუნველმყოფელი ეს ელემენტი (ისტორიის წინა ეტაპებზე ისლამური სამყაროს წიაღში რეალიზებულ, ამგვარივე ელემენტთან ერთად, რომელიც სომხობის სახელით ცნობილი ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის მესამე მნიშვნელობით აქტუალიზაციის საფუძველია, როგორც მდგრადობის ელემენტი _ იხ. ავტორის წერილი სომხობის  თემაზე), საზოგადოდ, შეიძლება ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ნაწილადაც ჩაითვალოს; მაგრამ საქართველოს საკითხში, სწორედ, ამ ფენომენის დაწინაურების სათანადოდ შეცვლილ, ამერიკის მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ამერიკის არმენიული ლობი, ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერის, ამერიკელი ერის ნაწილად განიცდიდა აქტუალიზაციას. ეს სომხობის ფენომენის, მისი მესამე მნიშვნელობით, როგორც ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის, ამგვარივე ერთეულთან, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, ასოცირების შესაძლებლობის აღმნიშვნელია. ამ შესაძლებლობის რეალიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მაშინდელი მწვანეთა პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჟვანიამ, როგორც ამერიკის არმენიულ ლობისთან ედუარდ შევარდნაძის დამაკავშირებელმა პირმა. ის ამ სტატუსის შესაბამისად 1995 წელს დანიშნულ იქნა ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით ჩამოყალიბებულ ე.წ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის (ფაქტობრივად, 2002 წლამდემ მართველი პარტიის) გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. ამით პრეზიდენტად არჩეულმა ედუარდ შევარდნაძემ ზურაბ ჟვანიასთან გაიზიარა ფუნქცია, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაციისა. საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის არმენიული ლობის აქტუალიზაციის გავლენით თვით არმენიაში ჩამოყალიბდა პროამერიკული პოლიტიკური მიმდინარეობა, რაც ყარაბაღის პრობლემის საერთაშორისო ინსტიტუტების კომპეტენციაში გადაცემის შესაძლებლობას გულისხმობდა. 
1995 წლიდან საქართველოში ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებული ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი მოვლენების მთავარ ინიციატორად იქცა. ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში მისი უპირატესი კონკურენტი, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ასოცირებული ჯაბა იოსელიანთან და თენგიზ კიტოვანთან, ფაქტობრივად სრულიად ნიველირებულ იქნა, რაც 1995 წელს ამ პირთა დაპატიმრებაში და მათ თანამოაზრეთა წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში აისახა. 
ამ გარემოების გათვალისწინებით, როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, 1993 წლიდან საქართველოში დომინირებდა სამხედრო ოლიგარქიის ფინანსური ოლიგარქიით და ამ უკანასკნელის ფაქტობრივი მრავალპარტიული სისტემით შეცვლის მართული ტენდენცია. ასევე, მის დასახელებულ ფუნქციურ სტატუსთან სრულ შესაბამისობაში, ედუარდ შევარდნაძემ 1995 _ 1998 წლებში მიაღწია გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების აქტუალიზაციას (ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-სუფსა ამოქმედება და ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და შუააზია-დასავლეთევროპის მაკავშირებელი ტრანსკავკასიური გაზსადენის პროექტების ინიციირება). ასევე, ეკონომიკურ საფუძველზე (ზუგდიდის, ერგნეთის და ლილოს ბაზრობების სახით, ფაქტობრივად, თავისუფალი ეკონომიკური მიკროზონების ორგანიზებით), თანდათანობით აღდგა ფაქტობრივი კონტაქტი სეპარატისტულ რეგიონებთან და მოიხსნა დაძაბულობა საქართველოს კონფლიქტურ კერებში. ყოველივე ამან გაზარდა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ერის დაბრუნების რესურსი. 
ედუარდ შევარდნაძის მიერ დასახელებული ფუნქცური სტატუსის ზურაბ ჟვანიასთან გაზიარებამ შესაძლებელჰყო მისი ახალი ფუნქციური სტატუსის აქტუალიზაციის ტენდენციის განვითარება, ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხის ზრდის გარეშე. ამის მაჩვენებელია, ერთ მხრივ, საქართველოს მმართველი პარტიისგან ედუარდ შევარდნაძის დისტანცირების და საერთაშორისო პოლიტიკაში (ერთა შორის ურთიერთობებში) თუ საშინაო პოლიტიკაში (კერძო ინტერესების ჯგუფების ურთიერთობებში) ბალანსის დაცვის, თანხმობის ფაქტორის აქტუალიზატორ მხოლოო (უსაკუთარგუნდო) პოლიტიკოსად მისი ჩამოყალიბების ტენდენცია; მეორე მხრივ, 1995 წლიდან საქართველოში მოქალაქეთა ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის მინიმიზაციის ტენდენცია  (სახელმწიფო არ ახდენდა გადასახადების ამოღებასაც კი, მაგრამ, ამასთანავე არ ასრულებდა სოციალური რეგულირების ფუნქციის უმეტეს ასპექტებს) გასცდა ლიბერალიზმის ჩარჩოებს და ფაქტობრივი ანარქიის დამყარების უნიკალურ მაგალითად ჩამოყალიბდა, კონსტრუქტივიზაციის პოტენციით. ეს გარემოება ედუარდ შევარდნაძეს ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის აქტუალიზაციის ტენდენციის პერსონოფოკაციად წარმოგვიდგენს. ამ ტენდენციის სტაბილიზაციას ხელი შეუშალა დესტრუქციულმა გარეგანმა ჩარევამ, გარეგანი ძალების გავლენის ჯგუფების საბოტაჟმა (იხ. ქვემოთ).
1998 წელს რუსეთის მიერ მისი საგარეო ვალების მომსახურების შეჩერების შესახებ განცხადების ხელშეწყობით საერთაშორისო ფინანსური სისტემის კრიზისის განვითარებამ ბიძგი მისცა ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის არაპირდაპირი გზით რეალიზაციის (მართვის მანიის ეფექტის _ ცხრომის მანიის კასტური ეფქტის დასავლური ფენომენის გაფართოების ფაქტით, ხოლო ძლევის მანიის ეფექტის ამ გაფართოების მამოძრავებელ მთავარ ფაქტორად რეალიზაციის) ალტერნატივის მიმართ უპირატესი ალტერნატივის აქტუალიზაციას. ამერიკული სამხედრო ინსტიტუტის, ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლურ ფენომენს (ნატოს სამხედრო ორგანიზაციას) მიეცა ინიციატივის დაუფლების _ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ეკონომიკური ექსპანსის და ღირებულებათა ამერიკული (დასავლური) სისტემის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორის როლის თვითგაფართოებადი ფაქტორის როლით შეცვლის ანუ რესურსების მოსაპოვებლად პირდაპირი სამხედრო ექსპანსიის პოლიტიკაზე გადასვლის შესაძლებლობა. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, დაიწყო დამატებითი რესურსების (სახელმწიფო სესხების) მობილიზაცია ერაყის, შემდეგ კი, ავღანეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრი კამპანიების ორგანიზებისთვის, რაც, 2003 წელს ინტერვენციის შემდეგ, ერაყის ენერგო¬რესურსების მეშვეობით, საერთაშორისო ბაზარზე ენერგომა¬ტარ¬ებლებზე ფასის მანიპულირების პირობებში, მარავალჯერადი მოგებით იქნა კომპენსირებული. 
დასავლეთში ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის (და მისი ბირთვის _ ამერიკელი ერის) მიერ 1998 წლიდან ინიციატივის დათმობის სინქრონულად შესაბამისადვე შეიცვალა მდგომარეობა რუსეთშიც, სადაც ინიციატივას დაეუფლა რუსი ერი _ ძალაუფლება ხელთ იგდო რუსული სამხედრო ინსტიტუტების (უშიშროების სამსახური, არმია, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი) წარმომადგენლობამ, რომელიც შეუდგა რუსული ფინანსური ოლიგარქიის შევიწროებას და თავის დაქვემდებარებაში მოქცევას. ამ გარემოების პერსონიფიცირებული ასახვაა 1999 წელს პრეზიდენტ ბორის ელცინის გადადგომა და რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმერ პუტინის დასახელება, რომელიც აქამდე, სწორედ, 1998 წელს დაინიშნა ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორად, მომდევნი წელს კი _ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. 2003 წლიდან ენერგორესურსებზე ძლევის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის ინტერესების შესბამისად გაზრდილი ფასის ხელშეწყობით, რუსმა ერმაც დიდად გაიუმჯობესა ეკონემიკური მდგომარება და იწყო ყოფილი გავლენის თანდათანობით აღდგენა. ეს არ ყოფილა შემთხვევითი, რადგან ერაყსა და, შემდეგ, ავღანეთში ინტერვენცია შეუძლებელი იქნებოდა რუსი ერის თანხმობის გარეშე. მას წილად ერგო ერაყის ნავთობსარეწების ექსპლუატაციაზე დაშვებით საბჭოეთის წინაშე ერაყის ვალის ამოღების შესაძლებლობაც და ჩეჩნეთის მეორე ომში (1999 _ 2000 წწ.) დასავლეთის მხრიდან თვით ინფორმაციული პოლიტიკის ასპექტით ჩაურევლობის პოზიციის მაქსიმალურად დაცვა.
ამავე ტენდენციებთან დაკავშირებით მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა არმენიაშიც. 1998 წელს არმენიის პარლამენტის შენობაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად ლიკვიდირებულ იქნენ პროამერიკული პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერები. რის გამოც ამერიკის არმენიული ლობისთვის არმენიის დახმარების გასაგრძელებლად აუცილებელი გახდა გადასვლა რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებაზე. ამით საქართველოს ეკონომიკური აღორძინების ტენდენციის სტაბილიზაციის რესურსს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოაკლდა. ზურაბ ჟვანიას მიერ ამერიკის არმენიულ ლობისთან მისი მიმართების შენარჩუნება, მას უნებლიედ რუსეთის ლობისტის პოზიციაში აყენებდა. 
საფიქრებელია, რომ 1998 _ 2003 წლებში, ფარული საეტაპო ურთიერთ¬გარიგების საფუძველზე, რუსეთის და ამერიკის (რუსი ერის, ძლევის მანიის და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენების)  შეთანხმებული მიზანმიმართული პოლიტიკით საქართველო სტაგნაციის ჩიხში იქნა მომწყვდეული. მასზე დესტრუქციული ზემოქმედებისთვის გამოყენებულ იქნა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ბერკეტებიც და შინაგანი დესტაბილიზაციის ფაქტორების გააქტიურებაც. მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში საბოტაჟის გაძლიერება და გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცების პრაქტიკის განახლებაც, ამგვარი ფაქტების გახშირების პირობით, ედუარდ შევარდნაძის მიერ ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე კონტროლის დაკარგვის ფაქტად წარმოსაჩენად. ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული გუნდის მიერ ჩატარებული ზოგიერთი დამსჯელი ოპერაციების განსაკუთრებული, არაადამიანური სისასტიკე (როგორც, მაგ., აფრასიძეების ოჯახის დარბევისას) გვაფიქრებინებს, რომ ამ გუნდის არაერთი წევრი პირადად მონაწილეობდა აღნიშნული რეციდივების ორგანიზებაში. კვალის წაშლის ამ, დაბეჯითებულ მცდელობათა მიუხედავად, იმედია, რჩება შესაძლებლობა ობიექტური გამოძიებით ამ ფაქტის დადგენისა.
თვალსაჩინო იყო საბოტაჟის ფაქტი ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ურთიერთობაშიც. ამის გამომხატველია ედუარდ შევარდნაძის ინიციატივების დათრგუნვის პრაქტიკა, მისი, როგორც პრეზიდენტის, განკარგულებების პარლამენტის, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის _ იუსტიციის სამინისტროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მექანიზმების ტენდენციური მოქმედებით დაბლოკვის პრაქტიკით. ედუარდ შევარდნაძემ თანდათან დაკარგა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის პარიტეტის დაცვის პოლიტიკის წარმოების რესურსი. ამას დაერთაო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საბოტაჟური მოქმედებაც (დაკრედიტების შეჩერება). ყოველივე ამით მომზადდა საზოგადოებაში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლის გამამართლებელი განწყობა. 
2003 წლის ნოემბრის საპროტესტო მიტინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის გამოსვლის და, საზოგადოდ, მისი მთელი მისიის ამერიკული მხარის მიერ გარეგნული რეაგირების გარეშე დატოვებამ ცხადყო საქართველოს საკითხში რუსეთის და ამერიკის შეთანხმებული მოქმდების ფაქტი. ამ გარემოებამ აიძულა ედუარდ შევარდნაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის და ახალი არჩევნების დანიშვნისთვის მზადყოფნა გამოეცხადებინა იგორ ივანოვის წინაშე, იმ პირობით, რომ, ის, რუსეთის ხელისუფლების გავლენის გამოყენებით, ასლან აბაშიძესაც დაითანხმებდა ამ საკითხში. ამით დაძაბულობა მოიხსნა. დაპირისპირებულმა მხარეებმა, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ლევან მამალაძის და ზურაბ ჟვანიას ბანაკები, უკან დაიხიეს მომავალი არჩევნებისთვის სამზადისზე გადასვლის მოლოდინში. მაგრამ, როდესაც იგორ ივანოვი ასლან აბაშიძესთან შესახვედრად ბათუმს გაემგზავრა, ედუარდ შევარდნაძემ მოიწვია საპროტესტო აქციის ლიდერები _ ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, მიხეილ სააკაშვილი _ და, ყველასთვის სრულიად მოულოდნელად, თანამდებობიდან გადადგომის და ხელისუფლების გადაცემის შესახებ განცხადება გააკეთა. ამით, ლევან მამალაძის ბანაკს სამოქმედო მოტივი გამოეცალა და საქართველომ აიცილა სამოქალაქო ომი, რომელიც განმეორებითი საარჩევნო კამპანიის პროცესში შეიძლება გაჩაღებულიყო, და, რომელიც, ზურაბ ჟვანიას ბანაკისადმი რუსულ-ამერიკული მხარდაჭერის გათვალისწინებით, ან იმავე  შედეგით დამთავრდებოდა, ედუარდ შევარდნაძის აღნიშნულ ნაბიჯს რომ მოჰყვა, ან მუდმივი არეულობის (ლიბანიზაციის) პროცესში გადაიზრდებოდა, რაც, უკვე, მხოლოდ რუსეთისთვის იქნებოდა ხელსაყრელი.  
ედუარდ შევარდნაძის აღნიშნულმა ნაბიჯმა გარდა სამოქალაქო ომის აცილებისა, შედეგად მოიტანა საქართველოზე ზემოქმედი გარეგანი ძალების ურთიერთობაში დისონანსის გაჩენა, რადგან მისი აღნიშნული ნაბიჯი რუსულ მხარეს ამერიკული მხარის მასთან შეუთანხმებელი ჩარევის შედეგად უნდა მიეჩნია. ეს მნიშვნელოვნად ასუსტებდა საქართველოზე მათი ერთობლივი კონტროლის რესურსს. ამრიგად ეს მოვლენა ისტორიაში დარჩება ედუარდ შევარდნაძის უკანასკნელ ლეგალურ აქტად გლობალურ პოლიტიკაში.
შემდგომმა მოვლენებმა მკაფიოდ დაგვანახეს საქართველოს საკითხზე ამერიკა-რუსეთის ფარული საეტაპო შეთანხმების შინაარსი: საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევა, რუსეთისთვის საქართველოს ეკონომიკური აქრტივების პირველადი შესყიდვის ექსკლუზიური უფლების მინიჭებით. ამ ექსკლუზივის დაცვის შესახებ მეტყველია 2003 წელს, საქართველოში საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე, დასავლური კორპორაცია AEშ-ს მიერ თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის აქციების რუსული “ინტერ რაო ეეს”-ისთვის მიყიდვის ფაქტი. ამ პროექტის შესაბამისადვე ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა საქართველოში ხელისუფლების რუსეთის და ამერიკის გავლენით ჩამოყალიბებულ, მათ ლობისტურ ჯგუფებს შორის განაწილება. ზურაბ ჟვანია მოგვევლინა რუსული ლობისტური ჯგუფის ლიდერად, რაც მისი საწყისი ფუნქციური სტატუსის განვითრებად შეიძლება შეფასდეს, ხოლო ამერიკული ლობისტური ჯგუფის ლიდერი გახდა მიხეილ სააკაშვილი (ან თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიგა ბოკერია). პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომელთაც არ მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში თანდათან ჩამოაშორეს ფაქტობრივ პოლიტიკას. ხელისუფლების ამგვარი გაყოფის ფაქტი დაადასტურა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ შესაბამისი ლობისტური გუნდის პოზიციური დანაკლისის ანაზღაურებამ მის ადგილზე მისი გუნდის წარმომადგენლის, ზურაბ ნოღაიდელის დანიშვნით და ამავე გუნდის წარმომადგენლის კახა ბენდუქიძის ფაქტობრივი უფლებამოსილებების გაზრდით. საბოლოოდ, როგორც საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებშია მოსალოდნელი, შეუძლებელი აღმოჩნდა პარიტეტის დაცვა.
საზოგადოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ლობის ინსტიტუტი ამერიკული პოლიტიკური სისტემის ნაწილია, ამდენად ორივე ეს გუნდი ქართული საზოგადოების ამერიკული პროტოტიპის ნიმუშით მოწყობის ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ (ამ დებულების შესაბამისად, საქართველოს გარეთ 2004 წლამდე კახა ბენდუქიძის  მოღვაწეობა ცხრომის მანიის კასტირ ეფექტის დასავლური ფენომენის ექსპანსიის გამომხატველია). ხოლო რუსეთისთვის აღნიშნული ექსკლუზივის დათმობა, რაც მის მიერ აჭარის დათმობის ამხსნელია (საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ბათუმის პორტი, მაინც მის ხელში უნდა გადასულიყო), საზოგადოების ამერიკული პროტოტიპის მიხედვით მოწყობის ახალი კერის ჩამოყალიბების პროცესში მის ჩათრევას ისახავს მიზნად. მაგრამ რუსეთი სარგებლობს აღნიშნული ექსკლუზივით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, პროექტის შემდგომ განვითარებას კი ეწინააღმდეგება. 
საზოგადოების მოწყობის ცხრომის მანიის სათანადო პარადიგმის საქართველოში აქტუალიზაცია არ საჭიროებდა ძალდატანებას, _ როგორც აღინიშნა, ედუარდ შევარდნაძე თავად იყო ამგვარად შეფასებადი მოვლენის ინიციატორი, როგორც, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პერსონიფიკაცია. მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება შეიძლება შეფასდეს მისით პერსონიფიცირებულ აღნიშნულ ფენომენში ქართველი ერის წარმომადგენელი ელემენტისგან ინიციატივის მიტაცების და ქართველი ერის სრული ტრანსფორმაციის მცდელობის გამოხატულებად. ეს ნიშნავს ცხრომის მანიის კასტური ეფექტის (კასტურის, რადგან ტრანსფორმაციის მცდელობის წარმატებულობის პირობებშიც კი ქართველი ერი ერთხანს მაინც გააგრძელებდა არსებობას) დომინანტის დამყარებას, ანუ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის გლობალიზაციის ტენდენციის (საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ინერციის გამოვლენის) გაძლიერებას. ინიციატივის მიტაცების მცდელობა გახდა საქართველოს ახალი, ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების მხრიდან ქართულ საზოგადოებაზე ძალდატანების პოლიტიკის დასავლეთის (ცხრომის მანიის კასტური ეფექტის დასავლური ფენომენის) მხრიდან, ფაქტობრივად უკრიტიკოდ, მხარდაჭერის საფუძველი. მაგრამ ძალდატანების ფაქტორის აქტუალიზაციით, საქართველოში მოვლენები, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ახალ რეალიზაციაში გადაიზარდა. ამას ადასტურებს ე.წ. რევოლუციური ხელისუფლების პირობებში საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითრების რუსი ერისგან გამიჯვნის ტენდენციასთან ასოცირ¬ებ¬ულობა (დამზგავსებით გამოყოფის ეფექტი). ამას, გარდა საქართველოში ამერიკელ ერთან შედარებით რუსი ერის პოზიციის ფარდობითი სისუსტისა, ხელი შეუწყო მიმდინარე ფაზის კონკრეტულობამაც: ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დასასრულამდე, ანუ 2007 წლის ჩათვლით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებს შორის უპირატესობა ეკუთვნის ამგვარ ერთეულს მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით. 
დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი, საქართველოს ხელისუფლების ქართულ საზოგადოებაზე ძალდატანების პოლიტიკა უმძიმესი დანაშაულების უწყვეტ პრაქტიკაში აისახა. 2004 წლიდან დღემდე ქართულმა საზოგადოებამ დიდი დამცირება და ტანჯვა გამოიარა.
ედუარდ შევარდნაძეს შეეძლო მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების აცილება. მას აკადემიკოსმა ივერი ფრანგიშვილმა 1998 თუ 1999 წელს (ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ) წარუდგინა ოპტიმალიზმის დოქტრინის ძირითადი დებულებები ადაპტირებული ტექსტით, რომელიც ამ წერილის ავტორთან ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. სამწუხაროდ ედუარდ შევარდნაძემ, მიუხედავად ივერი ფრანგიშვილისადმი მისი დადებითი დამოკიდებულებისა, არ გამოიჩინა ინტერესეი შეთავაზებული თემისადმი, რომელსაც შეეძლო შეეცვალა დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი, შეეჩერებინა დღემდე მოქმედი პროექტები, რომლებიც დესტრუქციულ გავლენას ახდენენ ქართულ საზოგადოებაზე. ამით მან ხელიდან გაუშვა მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამის ინიციირების ანუ კარიერის უდიდესი აღმავლობით გაგრძელების და დასრულების შესაძლებლობა. ეს იქნებოდა მესამე ქართველის კონცეფციის ლოგიკური დასრულება. ჯერჯერობით კი ეს კონცეფცია, თუმცა მსოფლიო პროცესებში ქართველი ერის როლის წარმოჩენაში დაგვეხმარა, დაუსრულებელი პროცესის სიმბოლოდ რჩება.
ივნისი, 2012 წელი