კავკასიის მომავლის ნოოლოგიური ხედვა

ავტორი: ემზარ ხვიჩია


თარიღი: 2015/Apr/13 (11:35)


ემზარ ხვიჩია

სოციოლოგიის დოქტორი

 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ნოოლოგიის ცენტრის დირექტორი

 

კავკასიის პრობლემატიკა გლობალური დარეგულირების პრობლემატიკისგან არ განსხვავდება -  თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს, რომ რეგიონალიზმი უკვე ანაქრონიზმია და რომ არასწორია ისტორიული პროცესის საფუძვლად მისი ერთ-ერთი ასპეტის (ეკონომიკურის, რელიგიურის თუ რომელიმე სხვის) დასახვა - ნებისმიერი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თავს იჩენს რომელიმე რეგიონში, მხოლოდ მრავალასპექტიანი ხედვის პირობით და გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება აიხსნას. ამ გარემოებას ადექვატურად პასუხობს რეგიონალური პრობლემების გადაჭრაში საერთაშორისო ჩართულობის პრაქტიკა, მაგრამ, სადღეისოდ, კოლექტიურ ძალისხმევებს სტაბილური კონსტრუქციული შედეგები არ მოაქვთ - რეგიონალური კონფლიქტების მხოლოდ კონსერვაციის ფაქტები, რისი მაგალითიცაა კავკასიის კონფლიქტებიც, ვერ ჩაითვლება პრობლემის გადაჭრად. ეს გარემოება იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ იცნობს მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობის სწორად შეფასების კრიტერიუმებს, ისტორიული პროცესების მამოძრავებელ (დინამიკის განმსაზღვრელ) ფუნდამენტურ ფაქტორებს - თუ არ ვიცით რას წარმოადგენს მსოფლიო საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობა და რამ მიიყვანა ის არსებულ მდგომარეობამდე, შეუძლებელია სწორად განვსაზღვროთ მისი განვითარების ტენდენციები და ნებელობითი ქმედებებით კონსტრუქციულად ვმონაწილეობდეთ ისტორიულ პროცესში.

დასახელებული თეორიული პრობლემის გადაწყვეტაა ნოოლოგია, რომელიც ავითარებს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის”, მისი ოთხი შესაძლო მნიშვნელობის - ოთხი “ფსიქიკური სტიქიის”: “ფორმის მანიის”, “ძლევის მანიის”, “ცხრომის მანიის” და “მართვის მანიის” - აღმოჩენის საფუძველზე. ეს ფაქტორები საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ადამიანის მახასიათებელი, რომელიც მას ბიოსფეროს გარეთ აყენებს და სინამდვილის ახალი, ბიოსფეროს მსგავსად სისტემური სიმთელით გამორჩეული ნაწილის  - “ნოოსფეროს” - ელემენტად აქცევს.

ფსიქიკურ სტიქიათა ოთხეული პიროვნების, როგორც ნოოსფეროს ინდივიდის (“ნოოიდი”), ოთხი განსხვავებული თვისებრივი მოდუსის არსებობას განაპირობებს, რაც ერის, როგორც ნოოსახეობის (“ნოოსი”), ოთხი თვისებრივი ტიპის არსებობის საფუძველია. ერი ხასიათდება განსაკუთრებული სახის სტადიალური განვითრებით, რასაც “ნოოფილოგენეზს” ვუწოდებთ. დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში წარმოდგენილია ნოოფილოგენეზის პირველი ოთხი საფეხურის რეალიზაციები.

მსგავსად ბიოსფეროში ბიოცენოზებისა, ნოსფეროშიც შეიძლება გამოიყოს არსებითად დამოუკიდებელი მისი ნაწილები - ცივილიზაციები (“ნოოცენოზები”). ცივილიზაციის არსებობა განსაზღვრული თვისებრივი მდგომარეობების - “ცივილიზაციური ფაზების” - გარკვეული სქემების მიხედვით ცვლაში გამოიხატება. ყოველი ცივილიზაციური ფაზა ერთა კონკრეტული (ერთი ან ერთზე მეტი) თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა პროდუქტიული აქტივობით ხორციელდება. ყოველი ერი მისი მომცავი ცივილიზაციისგან ღებულობს მააქტიურებელ თუ მამუხრუჭებელ იმპულსს, ცივილიზაციური ფაზების ცვლის შესაბამისად. ამრიგად, საზოგადოდ, კონკრეტულ ცივილიზაციაში კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერების არსებობა არ არის უწყვეტად აქტუალური, მაგრამ XX საუკუნის შუაწლებში, როდესაც, ცალკეულ ცივილიზაციათა ურთიერთბრძოლაში ერთ-ერთი მათგანის გამარჯვების შედეგად, დასრულდა დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანება და ამ, გლობალიზებულ ცივილიზაციაში ცივილიზაციური ფაზის ხანგრძლივობა შემცირდა 20 წლამდე (ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურს მიღწეულ ერთა გავლენის  შედეგი), დადგა აუცილებლობა ერთა ოთხივე თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა უწყვეტად სინქრონული თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფისა - “ოპტიმალიზმის” დოქტრინის ინიციირებისა.

აღნიშნული დანიშნულების ინსტიტუტის განლაგების ოპტიმალურ არეს წარმოადგენს კავკასია, როგორც სხვა სამი ფსიქიკური სტიქიის დომინირების ისტორიულ არეებს, შესაბამისად, “აღმოსავლურ სამყაროს”, რუსეთსა და “დასავლურ სამყაროს” შორის მოქცეული, მეოთხე ფსიქიკური სტიქიის - მართვის მანიის - დომინირების ისტორიული არე: ცივილიზაციის, როგორც მთელის, მისი წევრი ერების წინაშე წარმომადგენლობის ფუნქცია ერთა მართვის მანიის კლასს ეკუთვნის, რომლის გამოკვეთილი ლიდერი, სწორედ, კავკასიაშია ლოკალიზებული. მართალია მის ბირთვს შეადგენს ქართული საზოგადოება (ამ ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის გამოხატულებათა შემოქმედი ეთნოკონგლომერატი), მაგრამ იგი მოიცავს ზოგიერთ სხვა კავკასიელ ეთნოსთა გარკვეულ ფენებსაც. კავკასიის პერსპექტივების მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ეს გარემოებებია.  

 

Эмзар Хвичия

 Доктор социологии

 директор Центра Ноологии при Техническом Университете Грузии

Перспективы  Кавказа с точки зрения ноологии

Проблемы Кавказа ничем не отличается от проблем глобального урегулирования - процессы развивающиеся в современном мире показывают, что регионализм уже анахронизм и некоректно брат за основу  исторического процесса только  один из его аспектов (экономический, религиозний или какой-либо  другой) - чтобы разобраться в какой либо значительной проблеме возникшем в каком либо регионе современного мира, необходим  многосторонное  видение и учёт глобального контекста. Этому обстоятельству адекватно отвечает практика международного взаимодействия при попытках разрешения региональных проблем. Но, на сегодняшний день, коллективные усилия не производят стабильных конструктивных результатов -  факты всего  лишь консерваций региональных конфликтов, как и на кавказе, не может считаться решениами проблем. Это обстоятельство может означать только то, что международное сообщество не владеет критериями для правильной оценки состояния мирового сообщества, нет знания  о фундаментальных факторах определяющых ход, динамику исторического процесса - если не знает, что из себя представляет текущее состояние мирового сообщества, и что привело его к данному состоянию, то невозможно определить грядущие тенденции его развития и волевыми действиями конструктивно участвовать в историческом процессе.

Решением упомянутой теоретической задачи является "Ноология" - результат развития "Теории Установки" Дмитрия Узнадзе, на основе открытия "Принципиально Неустраняемого Момента в Содержаний Установки",  четырёх его возможных значений - четырёх  "Психическых Стихий" : "мании Форми", "Мании Одоления", "Мании Релаксации" и "Мании Управления". Эти факторы позволяют определить человеческую характеристику, что ставит его вне биосферы и превращает его в элемета новой части реальности, для которого подобно биосферы, характерно системная цельност.  Эту част реальности мы называем "Ноосферой".

Четыре  Психических Стихии определяют существование четырёх различных модусов "Личности", как индивида из Ноосфери  ("Нооид"), из чего следует существование четырех различных качественных типов нации, как вида из Ноосфери ("Ноос"). Нация подчиняется стадиальному развитию особого выда -"Ноофилогенезису". В истории Ноосфери Земли представленни реализации первых четырёх ступеней Ноофилогенезиса.

Как биоценози в биосфере, в Ноосфере могут выделятся существенно (онтологически) взаимонезависимие его части - "Цивилизаций" ("Нооценози"). Существование Цивилизации выражается в смене по определённой схеме определённых качественных состояий - "Цивилизационных Фаз". Каждая Цивилизационная Фаза реализуется продуктивной активностю одного или нескольких качественных типов нации. Т.е., Каждая  Нация от содержащего его в качестве элемента, Цивилизации получает и активизирующий и тормозящий импулсы, всоответствие хода Цивилизационных Фаз. Таким образом, в обще говоря, существование того или иного качественного типа нации не является непрерывно актуалним, но после середини XX века, когда выявленьем победителья в соперничестве между региональными Цивилизациями завершилось феноменное обёдинение Ноосфери Земли и вместе с тем в этой глобализованной цивилизацие, продолжительность Цивилизационной Фазы был сокращен до 20 лет (Влияние Наций Четвертой ступени Ноофилогенезиса), настал  необходимость институционного обеспечения непрерывного синхроного сосуществование Наций всех четырех качественных типов.  Программой отвечающей этой задаче является  "Доктрина Оптимальизма".

Оптимальной областю для  локализации института с такой функцией является Кавказ -  область исторической доминантности Мании Управления, расположенная между областьями исторического доминирования трех остальных  Психических Стихий: "восточной мир," Россия и "западный мир". представлять Цивилизацию, как целого, перед сообществом собственных нации есть функция класса Наций Мании Упраавления, лидер которой локализован на Кавказе. Хотя его базис есть грузинское общество (этноконгломерат созидатель признаков вырожающых четвертю ступень Ноофилогенезиса этой Нации), но также она включает в себя некоторые слои из других кавказских этносов. Эти обстоятельства  являются главними определителями перспективы Кавказа.

 

Emzar Khvichia

  Doctor of Sociology

 Director of the Center of Noology at the Technical University of Georgia

Prospects of future of the Caucasus in terms of noology

The problems of the Caucasus do not differ from the problems of global settlement - the processes in the contemporaneous world show that regionalism is already an anachronism and it is not reasonable to take any it’s aspect (economic, religious or any other) as a principle of historical process; any significant problem arisen in any part of the modern world may be explained by using of multi-aspect vision and taking into account the global context. This circumstance is adequately met by the practice of international involvement in attempts of resolution of regional problems. However today collective efforts do not get stable positive results – the facts of conservation of regional conflicts, the example of which are conflicts in the Caucasus, cannot be considered as a solution of problems. This only imply that the international community does not know criteria for  correct assessment of a state of the world community, there is no knowledge about the fundamental factors determining the course of the historical process,  its dynamics. If we do not know what the current state of the world community is, and what has led it to this state, determining of trends of future development is impossible and we cannot participate in historical process making volitional acts.

Noology solves these theoretical problem – it is a result of development of Dmitry Uznadze’s "set theory", based on a discovery of "generally unalienable aspect of set", its four possible values - four "psychic elements": “mania of form”, “mania of overcoming”, “mania of relaxation” and “mania of ruling”. These factors can determine human characteristics, which put a man out of the biosphere and transform him into an element of reality, similar to the biosphere and distinguished by systematic integrity. We call this part of the reality a "noosphere".

The four psychic elements determine existence of four different modes of a person as an individual of the noosphere ("nooid") that implies existence of four different qualitative types of a nation, as a species of the noosphere ("noos"). A nation is characterized by particular phased development - "noophylogenesis". Only realizations of first four stages of noophylogenesis are presented in the history of the noosphere of the Earth.

Similarly to  biocenoses in the biosphere, ontologically mutually independent parts - "civilizations" ("noocenoses") may exist in the noosphere. Existence of civilizations is reflected in change of a particular scheme of certain qualitative states - "civilizational phases". Each civilizational phase is implemented by productive activity of one or more qualitative type of nations. This means that each nation gets activating or inhibiting impetus from a civilization that contains it as an element, in accordance with change of  civilizational phases. Thus, generally speaking, existence of concrete qualitative type of a nation in a civilization is not continuously actual, but in the mid XX-th century, when the struggle of regional civilizations ended by victory of one of them, the phenomenal integration of noosphere of the Earth has completed and in this globalized civilization, a duration of civilizational phase was reduced down to 20 years (under the influence of the nations that achieved the fourth stage of noophylogenesis), it became necessary to ensure continuously synchronous institutional coexistence of nations of all four qualitative types. The program developed in response for this task has been named "a doctrine of optimalism."

The Caucasus is an optimal area for locating of an institution with such function - an area of historical dominance of mania of ruling, located between the areas of historical dominance of the three remaining psychic elements: the "Eastern world," Russia and the "Western world". The function of representing of a civilization as a whole before its member nations is a function of the class of nations of mania of ruling, whose leader is localized in the Caucasus. True, its basis is the Georgian society (the author of manifestations of the fourth stage of the noophilogenesis of this nation), but it also includes certain layers of some other Caucasian ethnic groups. These circumstances are a major determinant of the prospects of the Caucasus.

 

 

კავკასიის მომავლის ნოოლოგიური ხედვა

იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ კითხვას, თუ რა ელის კავკასიას, რა შესაძლებლობა არსებობს მოსალოდნელ პროცესებზე კონსტრუქციული ზეგავლენის გასატარებლად, აუცილებელია ვიცოდეთ შემდეკ კითხვებზე პასუხი.

1) რა არის კავკასია, როგორც მსოფლიოს ნაწილი, რამდენად არის შესაძლებელი ერთიან და დამოუკიდებელ ერთეულად მისი განხილვა?

2) რა ამოძრავებს ისტორიას, რა არის ისტორიული პროცესების დინამიკის განმსაზღვრელი?

3) შესაძლებელია თუ არა რელიგიურ, ეკონომიკურ, ეთნიკურ თუ სხვა სახის ინტერესთა ერთობლივად დაკმაყოფილება?

ამ კითხვებზე აქამდე ცნობილი პარადიგმების სფუძველზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამის ცხადსაყოფად საკმარისია არსებული ვითარების მკლე დახასიათებაც.

კავკასია საბჭოეთის დაშლის შემდეგ ისევ გაიხსნა სამოქმედოდ მისი სამხრეთელი მეზობლებისთვის, კვლავ გახდა შესაძლებელი მათი სტრატეგიული გეგმების მნიშვნელოვან ელემენტად მისი წარმოდგენა. კერძოდ, თურქეთისთვის, რომელიც, მართალია, ბოლო დროს საგრძნობლად ძლიერდება, მაგრამ თავის ფარგლებს შიგნით სტაბილურობის რესურსის გაზრდას ვერ ახერხებს, კვლავ რჩება ამერიკის მხრიდან სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერაზე საარსებოდ დამოკიდებული და, ამდენად, თვით რეგიონალურ პროცესებშიც კი, მეორეხარისხოვანი მონაწილის როლს ვერ სცდება, კავკასიის რეგიონი მნიშვნელოვანი გარღვევის შესძლებლობის მომნიჭებელი სჩანს: შუააზიისა და ანატოლიის ერთმანეთთან სტარტეგიულად დაზღვეული, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური ფუნქციის, საკომუნიკაციო დერეფნით დაკავშირება, რაც კავკასიის მეშვეობით არის შესაძლებელი, თურქეთს თურქთა მონათესავე შუააზიელი ხალხების სახელმწიფოთა დაჯგუფების ლიდერის სტატუსით გლობალური პოლიტიკის სრულფასოვან სუბიექტად გადააქცევს. დიდი თურანის იდეის ამგვარი აქტუალიზაცია, როგორც ორმხრივად გამომფიტავ კონფლიქტში ჩინეთის ჩათრევის შესაძლებლობის (უიღურთა თვითგამორკვევის საკითხი), ირანისა და რუსეთის დესტაბილიზაციის (თურქუთა მონათესავე ეთნოსების თვითგამორკვევის საკითხი) და ერთიანი ანტიამერიკული ისლამური ფრონტის კონსოლიდაციის ჩამშლელი ფაქტორი, იმსახურებს ამერიკის მხარდაჭერას. ამრიგად, ცხადია, რომ კავკასია რუსეთის, ირანის, ჩინეთისა და გარკვეული ისლამისტური ძალებისთვის აუცილებელად კონტროლქვეშ მოსაქცევ არედ ისახება. ამგვარი შეუთავსებელი ინტერესების აქტუალობის პირობებში კავკასიის საკითხზე საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი სჩანს.

გაცილებით ძნელია, უფრო სწორად, ცნობილი პარადიგმების პოზიციიდან შეუძლებელია ვაჩვენოთ სიმცდარე აზრისა კავკასიის, კერძოდ, ამიერკავკასიის შინაგანი სეპარატული მოწესრიგების შესაძლებლობის შესახებ. ამგვარი ილუზიის გავრცელებას ხელს უწყობს კავკასიელ ხალხთა ჰარმონიული თანაარსებობის ისტორიული პრეცედენტი - კავკასიაში ქართული სახელმწიფოს დომინირების ერთ-ერთი პერიოდი, ე.წ. საქართველოს ოქროს ხანა, რომელიც უკლებლივ ყველა კავკასიელი ეთნოსის დიდი კულტურული აღმავლობით აღინიშნა. სათანადო ინიციატივებს დღესაც ქართველებისგან მოელიან. ის კონტრარგუმენტი, რომ მაშინ საქართველოს სახელმწიფო დომინირებდა არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელს წინააზიაში, რის გამოც კავკასია დაცული იყო გარეგანი ჩარევისგან,  დღეს კი იგი უმთავრესი გეოპოლიტიკური ძალების კონცენტრირებული ზემოქმედების ობიექტია, ბათილდება იმის მოიმედეობით, რომ გარეგნმა ძალებმა შეიძლება ერთმანეთი გაანეიტრალონ და, ამდენად, რომ კავკასიაში მდგომარეობის მოწესრიგება თვით კავკასიელი ხალხების მიერ კეთილი ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული. მაგრამ საკითხის უფრო ღრმად განხილვის აუცილებლობის ცხადსაყოფად საკმარისია დავსვათ შემდეგი კითხვა: რამდენად არის თვით ადამიანის ნებელობა დამოუკიდებელი ისტორიული პროცესების დინამიკისგან?

სინამდვილეში ობიექტური დამკვირვებლისთვის თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იმის მაჩვენებელია, რომ რეგიონალიზმი ანაქრონიზმია და, გარდა ამისა, არასწორია ისტორიული პროცესის საფუძვლად მისი ერთ-ერთი ასპეტის (ეკონომიკურის, რელიგიურის თუ რომელიმე სხვის) დასახვა - ნებისმიერი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც თავს იჩენს რომელიმე რეგიონში, მხოლოდ მრავალასპექტიანი ხედვის პირობით და გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება აიხსნას. ამ გარემოებას ადექვატურად პასუხობს რეგიონალური პრობლემების გადაჭრაში საერთაშორისო ჩართულობის პრაქტიკა, მაგრამ, სადღეისოდ, კოლექტიურ ძალისხმევებს სტაბილური კონსტრუქციული შედეგები არ მოაქვთ - რეგიონალური კონფლიქტების მხოლოდ კონსერვაციის ფაქტები, რისი მაგალითიცაა კავკასიის კონფლიქტებიც, ვერ ჩაითვლება პრობლემის გადაჭრად. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ იცნობს მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობის სწორად შეფასების კრიტერიუმებს, ისტორიული პროცესების დინამიკის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტორებს. ხოლო, თუ არ ვიცით რას წარმოადგენს მსოფლიო საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობა და რამ მიიყვანა ის არსებულ მდგომარეობამდე, შეუძლებელია სწორად განვსაზღვროთ მისი განვითარების ტენდენციები და ნებელობითი ქმედებებით კონსტრუქციულად ვმონაწილეობდეთ ისტორიულ პროცესში.

დასახელებული თეორიული პრობლემების გადაწყვეტაა “ნოოლოგია”. ეს ახალი მიდგომა ჯერჯერობით ნაკლებად არის ცნობილი სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ამის გამო უნდა შევჩერდეთ მის მოკლედ დახასიათებაზე. შევნიშნავთ, რომ ნოოლოგიის კატეგორიათა აღსანიშნავად თავიდან, მეტწილად ცნობილ ტერმინები გამოიყენებოდა (მათ შორის, “პიროვნება”, “ერი”, “ცივილიზაცია”, “რელიგია”, “მეცნიერება” და  სხვა) ცხადია, დეფინიციების დაზუსტებით. მაგრამ ეს პრაქტიკა, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, რიგ შემთხვევებში გარკვეულ გაუგებრობათა გამომწვევია. ამდენად, აუცილებელი გახდა თითქმის ყველა ძველი ტერმინის ახლით დუბლირება.

ნოოლოგიის პირველი საწყისია “ფსიქიკურ სტიქიათა თეორია”, რომელიც ავითარებს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის”, მისი ოთხი შესაძლო მნიშვნელობის – ოთხი “ფსიქიკური სტიქიის”: “ფორმის მანიის”, “ძლევის მანიის”, “ცხრომის მანიის” და “მართვის მანიის” – აღმოჩენის საფუძველზე. ეს ფაქტორები საშუალებას გვაძლევენ განვსაზღვროთ ადამიანის ის მახასიათებელი, რომელიც მას ბიოსფეროს გარეთ აყენებს: საზოგადოდ, ბიოსფეროს ინდივიდით წარმოდგენილ სუბიექტის განწყობის შინაარსში ფსიქიკური სტიქიები ციკლური რიგის მიხედვით უწყვეტად ენაცვლებიან ერთიმეორეს, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მის ერთ-ერთ შესაძლო მნიშვნელობაზე დაფიქსირება – “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნა” მხოლოდ ადამიანის შემთხვევაშია განხორციელებული. ინდივიდის ამგვარი გარდაქმნისადმი დაქვემდებარების აუცილებელი პირობაა რეფლექსიის განსაკუთრებული მოდუსი – “თვითრეფლექსია” – სუბიექტის თვითიდენტიფიკაციის და მოტივაციის პრიმატულ ფაქტორად წარმოდგენილი რეფლექსია, რაც მაღალგანვითარებულ ცენტრალურ ნერვულ სისტემას მოითხოვს. ეს აუცილებელი წინაპირობა, ადამიანის შემთხვევაში, ბიოლოგიური ევოლუციის –  “ბიოფილოგენეზის” პროდუქტია, ხოლო განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხნის გამომხატველი გარდაქმნა რევოლუციურ ნახტომს წარმოადგენს, რომლის შედეგად ინდივიდებს შორის ბიოსფეროში შეუძლებელი მოდუსის, და ამდენად, სინამდვილის ახალი ასპექტის გამომვლენი თვისებრივი სხვაობები განიცდიან აქტუალიზაციას. სინამდვილის სწორედ ამ ასპექტს შეიძლება ვუწოდოთ “ნოოსფერო”, მის შემსწავლელ მეცნიერებას კი – “ნოოლოგია” (ანალოგი მიმართებისა: ”ბიოსფერო” – “ბიოლოგია”). “პიროვნება” ადამიანის ფენომენის ის ასპექტია, რომელიც მას ნოოსფეროს ინდივიდად წარმოგვიდგენს. ეს დეფინიცია გვაძლევს ამავე მნიშვნელობის ახალი ტერმინის –  “ნოოიდი”– შემოტანის საშუალებას.

“პიროვნება” ანუ “ნოოიდი” ფენომენურ თვითზრდას, ევოლუციური დაგროვების (კულტურულ-ტექნოლოგიური ზრდის) ეტაპებით გაშუალებულ რევოლუციური ნახტომების კასკადს – “ნოოფილოგენეზს” ექვემდებარება. “ბიოფილოგენეზისგან” განსხვავებით ნოოფილოგენეზი ლოგიკურად ცასლსახად განსაზღვრული მიმართულების პროცესია.

ბიოსფეროს ინდივიდის (“ბიოიდი”) მდგომარეობიდან გამოსვლა – “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ნულოვანი საფეხურის” დაძლევა, ინდივიდის თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, გარე სამყაროს ობიექტთან მისი (როგორც მთელის, ან ცალკეული ასპექტით) თვითგაიგივების მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რაც გვაძლევს პიროვნების საწყის მოდუსს –  ნოოფილოგენეზის პირველ საფეხურს, რომელსაც, ასევე, ვუწოდებთ “ტოტემისტური პარადიგმებით თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის საფეხურს”.

ნოოფილოგენეზის მეორე საფეხური პირველი საფეხურის ერთგვარი ინვერსიაა და ინდივიდის, უკვე – პიროვნების, თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში, გარეგანი სინამდვილის ფსიქიკური მოცემულობის მიხედვით ინტერპრეტაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს – “მითოსური პარადიგმებით თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის საფეხური”.

ნოოფილოგენეზის მესამე საფეხური პიროვნების თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში მისი თვითკმარობის (აღნიშნული მნიშვნელობით გადაგვარებულობის მოხსნის მდგომარეობის მხოლოდ პიროვნების შინაგანი რესურსით, მხოლოდ ფსიქიკური მოცემულობით უზრუნველყოფის) მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს – “რელიგიური პარადიგმებით თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის საფეხური”;

ნოოფილოგენეზის მეოთხე (დედამიწის ნოოსფროს ისტორიაში, მსოფლიო საზოგადოების ყველაზა დაწინაურებული ნაწილის მდგომარეობის მიხედვით, ჯერჯერობით უკანასკნელი) საფეხური პიროვნების თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის შინაარსში გარეგანი სინამდვილისადმი მისი მიმართების “სხვისადმი” “სხვის" მიმართების მნიშვნელობით აქტუალიზაციის მომენტის პრიმატის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს – “მეცნიერული პარადიგმებით თვითრეფლექსიური თვითიდენტიფიკაციის საფეხური”.

ნოოფილოგენეზი, როგორც პიროვნებათა თაობების გამოცდილების და ღვაწლის შედეგების დაგროვების განსაკუთრებული მოდუსი, პიროვნებათა თვითორგანიზებული ერთობის ინფორმაციის დამგროვებელ სისტემად იდენტიფიკაციის პირობა. ეს არის ნოოსრფეროს აქამდე ცნობილი ფენომენოლოგიურ-სპეკულატური დეფინიციის ნაკლოვანების (მისტიკური ასპექტის) დაძლევა.

კატეგორია “ერი” აღნიშნავს ისეთ პიროვნებათა ერთობას, რომლებიც ერთიდაიმავე ფსიქიკური სტიქიით ხასიათდებიან. არსებობს ერის ოთხი თვისებრივი ტიპი: “ერთა ფორმის მანიის კლასი”, “ერთა ძლევის მანიის კლასი”, “ერთა ცხრომის მანიის კლასი” და “ერთა მართვის მანიის კლასი”. მათ ღირებულებათა ოთხი განსხვავებული, ერთმანეთზე დაუყვანადი ფუნდამენტური სისტემა შეესაბამებათ.

ადამიანი, დაბადებით, კვლავ, მხოლოდ ბიოსფეროს ინდივიდია, ბიოსფეროს ინდივიდად იწყებს არსებობას. ერი არის გარემო, რომელშიც ხდება ახალი თაობების წარმომადგენელ ინდივიდთა “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის” გარდაქმნისადმი დაქვემდებარება ანუ პიროვნებად ქცევა – “ნოოონტოგენეზი”. საამისოდ ერთადერთი გზაა მოზარდის მიერ ნოოფილოგენეზის ამსახველი ინფორმაციის ათვისება ერთ-ერთი ერის მემკვიდრეობაში წარმოდგენილი კონკრეტულობით და ნოოფილოგენეზის საფეხურთა რიგის სათანადო თანმიმდევრობით. ამრიგად, პიროვნება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ერის წევრად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ერი არსით არის ნოოსახეობა – “ნოოსი” (ნაწარმოებია ტერმინის “ეთნოსი” ანალოგიით). ნოოონტოგენეზში ნოოფილოგენეზის განმეორება აღზრდის აუცილებელ კონსტრუქციულ ასპექტს წარმოადგენს. ნოოფილოგენეზის ყოველ საფეხურზე შენარჩუნებულია ნოოფილოგენეზის ყველა წინა საფეხურის ნოოონტოგენეზური აქტუალობა, რაც ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ერების შემთხვევაში აღზრდის პროცესის ოთხაფეხურიანობის აუცილებლობის პირობაა: 6 წლამდე ასაკი შეესაბამება ნოოონტოგენეზის პირველ საფეხურს, 7-დან 12 წლამდე – მეორეს, 13-დან 16 წლამდე – მესამეს, 17-დან 20 წლამდე – მეოთხეს. 21 წლის ასაკიდან იწყება პროფესიული სპეციალიზაციის ეტაპი. 

განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის გარდაქმნის შედეგად ინდივიდში შეჩერებული, ფსიქიკურ სტიქიათა მონაცვლეობის პროცესი გრძელდება განსხვავებული თვისებრივი ტიპის ერთა სიმრავლეზე, ანუ განიცდის მასშტაბის ზრდას. სწორედ, ეს არის საზოგადოებრივ ერთობათა სისტემური თვითორგანიზაციის ინდივიდურობამდე ამაღლებადობის პირობა. ნოოსფერული პროცსების დინამიკის ამ ასპექტს აღწერს ნოოლოგიის მეორე საწყისი – “ციკლური ლოგიკა”, რომელიც თვითრეგულირებადობის დეფინიციის პრობლემის დედუქციური გადაწყვეტაა.

მსგავსად ბიოსფეროში ბიოცენოზებისა, ნოოსფეროშიც შეიძლება გამოიყოს არსებითად დამოუკიდებელი მისი ნაწილები – “ნოოცენოზები”, ტრადიციული დასახელებით – “ცივილიზაციები”. ცივილიზაციის არსებობა განსაზღვრული თვისებრივი მდგომარეობების – “ცივილიზაციური ფაზების” რომელიმე ერთი შესაძლო სქემების მიხედვით ცვლაში გამოიხატება. ყოველი ცივილიზაციური ფაზა ერების კონკრეტული (ერთი ან ერთზე მეტი) თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა პროდუქტიული აქტივობით ხორციელდება. ყოველი ერი მისი მომცავი ცივილიზაციისგან ღებულობს მააქტიურებელ თუ მამუხრუჭებელ იმპულსს, ცივილიზაციური ფაზების ცვლის შესაბამისად. ამრიგად, საზოგადოდ, კონკრეტულ ცივილიზაციაში კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერების არსებობა არ არის უწყვეტად აქტუალური, მაგრამ XX საუკუნის შუაწლებში, როდესაც, ისტორიულ ცივილიზაციათა ურთიერთბრძოლაში ერთ-ერთი მათგანის გამარჯვების შედეგად, დასრულდა დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანება – მოხდა ერთ-ერთი ცივილიზაციის გლობალიზაცია – და ამ, ცივილიზაციაში ცივილიზაციური ფაზის ხანგრძლივობა შემცირდა 20 წლამდე (ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურს მიღწეულ ერთა გავლენის  შედეგი), დადგა აუცილებლობა საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის აღკვეთისა, ერთა ოთხივე თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა უწყვეტად თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფისა – “ოპტიმალიზმის” დოქტრინის ინიციირებისა.

დედამიწის ნოოსფეროს ამ მდგომარეობამდე განვითარებას რამდენიმე ათეულათასი წელი დასჭირდა.

ნოოსფეროს საწყის მდგომარეობას, “პირველადი ცივილიზაციების” (პირველადი ნოოცენოზების) ეპოქას, რომლის დასაწყისიც უნდა დათარიღდეს, დაახლოებით, ქრისტეს შობამდე 100 თუ 75 ათასი წლით (ადამიანის ტვინში ე.წ. სარკისებური ნეირონების სისტემის ჩამოყალიბების ფაქტის დათარიღების შესაბამისად, რაც აფრიკიდან განსახლების დაწყებამდე მოხდა), და, რომლის დროსაც ცივილიზაციები  წარმოდგენილი იყო “ტოტემური თემების”, ერები კი – “ტოტემური კასტების” სახით, ნოოფილოგენეზის პირველი საფეხური (“ტოტემისტური თვითცნობიერება”) და საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის ბიოსფერული ოპტიმუმით შეზღუდულობა ახასიათებს: ცივილიზაციებში პოპულაციის ზრდას, ერთუჯრედიან ორგანიზმთა მსგავსად, მათი ორ დამოუკიდებელ ამგვარივე ერთეულად დაყოფა მოსდევდა, რადგან რევოლუციური ფსიქიკური გარდაქმნა ერთბაშად ვერ ცვლის პიროვნების (ნოოიდის) ყოფის წესს, რომელიც საწყის ეტაპზე, კვლავ, ადამანის ბიოცენოზური ქცევის შინაარსით ამოიწურებოდა.

საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის მასშტაბის შეზღუდვის მოხსნა დაიწყო, დაახლოებით, 10 ათასი წლის წინ, ცალკეულ რეგიონებში, სამიწათმოქმედო და სამესაქონლეო ტექნოლოგიური ცოდნის დაგროვების შედეგად, გარემოს რესურსების ექსპლუატაციის ინტენსიფიკაციისა, ადამიანთა მრავალრიცხოვანი პოპულაციის თანაცხოვრების შესაძლებლობის მიღწევით. ამით შეიქმნა პიროვნების გარემოსგან გაშუალოებული არსებობის, წმინდად საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზი, რაც ხელს უწყობს ნოოფილოგენეზის მეორე (“მითოსური თვითცნობიერების”) საფეხურზე გადასვლას. ამის ყველაზე ადრეული პრეცედენტების არქეოლოგიური კვალი წინააზიაშია აღმოჩენილი (გიობეკლი-ტეპე). ამრიგად, დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში, ფაქტობრივად, ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურზე იწყება პირველადი ცივილიზაციების ურთიერთასიმილაციის მამოძრავებელ, “საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის” ოპტიმალურობის ეტაპი, ყალიბდება “მეორეული ცივილიზაციები” (მეორეული ნოოცენოზები), რომელთა ზრდისკენ მიდრეკილება, ასახული პირველი იმპერიების ფორმირებაში, ერთი ცივილიზაციის გლობალიზაციის იდეამდეც კი ამაღლდა (ალექსანდრე მაკედონელი – ეგეოსური ცივილიზაცია).

ნოოფილგენეზის მესამე (“რელიგიური თვითცნობიერების”) საფეხურზე ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისკენ მიდრეკილება ე.წ. მსოფლიო რელიგიების წარმოშობაშია ასახული. კონკრეტული რელიგიები გასცდნენ მათ წარმომშობ ცივილიზაციათა ფარგლებს. ერთ-ერთმა ცივილიზაციამ კი განახორციელა მნიშვნელოვანი, თუმცა არასტაბილური, გარღვევა გლობალიზაციისკენ (ჩინგიზ ხანი – ჩინური ცივილიზაცია).

ნოოფილოგენეზის მეოთხე (“მეცნიერული თვითცნობიერების”) საფეხურზე, რომელზეც შეუქცევადი გადასვლის დასაწყისი დასავლეთევროპული განმანათლებლობის ეპოქაა, დაიწყო შეუქცევადი სვლა დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანებისკენ. მაგრამ, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებში, რაც დღემდე გრძელდება, ეს ტენდენცია მსოფლიო საზოგადოების ან ფორმის მანიის კლასის, ან ძლევის მანიის კლასის, ან ცხრომის მანის კლასის ერთ ერზე დაყვანის მცდელობის სახით – მხოლოდ “მონოგლობალისტური” მოდუსებით გამოვლინდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გართგვაროვნების ორიენტირად გვევლინება, შესაბამისად, ან “ნაციონალ-სოციალიზმი” (მოვალეობის აპოლოგია)“, ან კომუნიზმი” (თანასწორობის აპოლოგია), ან “ლიბერალიზმი” (თავისუფლების აპოლოგია).

ნოოფილოგენეზის მეოთხე (დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში ჯერჯერობით უკანასკნელ) საფეხურზე გადასვლა განიცადეს მხოლოდ “დასავლეთევროპულმა” და “ეგეოსურმა” ცივილიზაციებმა.

XX საუკუნის დასაწყისიდან დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში, ხოლო ამავე საუკუნის 30-იანი წელებიდან ეგეოსურ ცივილიზაციაში ცივილიზაციურ ფაზათა ხანგრძლივობა შემცირდა 20 წლამდე, ანუ ფაქტობრივად გაუტოლდა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ერებში პიროვნების ფსიქოლოგიური ზრდასრულობის ასაკს. XX საუკუნის შუაწლებში, დედამიწის ნოოსფეროს ისტორიაში, დასრულდა ცივილიზაციათა თანაარსებობის ეპოქა, მოხდა მისი ფენომენური გამთლიანება - დედამიწის ნოოსფერო სრულად მოიცვა ეგეოსურმა ცივილიზაციამ. დაბოლოს, იმავე, XX საუკინის დასასრულს ეგეოსური ცივილიზაცია მიუახლოვდა მდგომარეობას, რომელსაც “ინფორმაციულ ცივილიზაციას” ვუწოდებთ, რაც ნიშნავს ინფორმაციის მისი მატერიალური მატარებლისგან დამოუკიდებლად გავრცელების, მისით საყოველთაოდ და შეუზღუდეველად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველმყოფელი ტექნოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ამ სამი გარემოების გავლენით, დღეს, გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაცია განიცდის “სპონტანური ცივილიზაციის” მდგომარეობიდან “სტაბილიზებული ცივილიზაცის” მდგომარეობაში გადასვლას – დედამიწის ნოოსფერო მისი საბოლოო სტაბილიზაციის მიჯნაზე დგას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ნიშნავს “ოპტიმალიზმის დოქტრინის” – ერთა მართვის მანიის კლასის შესაბამისი “მულტიგლობალისტური” პარადიგმის  (თანხმობის პრიმატი) ინიციირების პრობლემის აქტუალიზაციას.

დედამიწის ნოოსფეროში კავკასიის რეგიონის ისტორიული როლისა და თანამედროვე სტატუსის  განმსაზღვრელია ის გარემოება, რომ ეს არის რეგიონი დედამიწის ნოოსფეროს გამთლიანების პროცესის ერთადერთი უწყვეტი ასპექტის, “ქართველი ერის” ნოოფილოგენეზის რეალიზაციისა.

ქართველი ერი ეკუთვნის ეგეოსურ ცივილიზაციას, რომელიც ჩამოყალიბდა ეგეიდის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო ზოლისა და კავკასიის სივრცეზე უკვე არსებული და აღმავლობის გზაზე მდგომი მეორეული ცივილიზაციების ბაზაზე, შესაძლებელია – გარეგანი ფაქტორის, ძველეგვიპტური ცივილიზაციის ელემენტების შეღწევის საწინააღმდეგოდ მათი კონსოლიდაციის გამოხატულებად. მისი რამდენიმე საწყისი ფაზის განმავლობაში ეგეიდა რჩებოდა ამ ცივილიზაციის ძირითად კერად, საიდანაც გამომდინარეობს სახელი – “ეგეოსურ ცივილიზაცია”. ეს ცივილიზაცია ფაზების ცვლას განიცდის “ფარდობითი დასაწყისის ეფექტის სქემის” მიხედვით: ყოველ მეორე ფაზა ძლევის მანიის და მართვის მანიის სინქრონული აქტუალობის ეტაპს ანუ ორმაგი ეფექტის ფაზას წამოადგენს, რომელთაც მორიგეობით მოსდევთ ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზები. ქართველი ერი ჩამოყალიბდა eგეოსური ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზაში, რომელიც მოიცავს დაახლოებით  ქრისტეს შობამდე XXII – XII საუკუნეებს. ამ ცივილიზაციის ფორმის მანიის და ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზებში მნიშვნელოვანი დაქვეითების მიუხედავად, ქართველმა ერმა შესძლო თვისებრიბრივი ტანსაფორმაციის აცილება, საკმარისად პროდუქტიული აქტივობით უპასუხა ამ ცივილიზაციის ყოველ ორმაგი ეფექტის ფაზას: ქრისტეს შობამდე IV ს. დასაწყისი – ქრისტეს შობიდან II ს. დასასრული (მეორე);  VIII ს. შუახანები – XII ს. შუახანები (მესამე); XVI ს. დასასრული – 1927 წ. (მეოთხე); 1948 – 1967 წწ. (მეხუთე); 1988 – 2007 წწ. (მეექვსე) და ამავე თვისებრივ ელემენტად განაგრძობს არსებობას ამ, დღეს უკვე გლობალიზებულ ცივილიზაციაში. სახელი “ქართველი ერი” მისი საზოგადო აღმნიშვნელია, ნოოფილოგენეზის საფეხურის მითითების გარეშე. მისი ნოოფილოგენეზის პირველი საფეხურის სახელად შეიძლება ავირჩიოთ სახელი “ფასიანელი ერი” (ერის ნოოფილოგენეზის პირველი საფეხურის სახელი ყოველთვის პირობითია). მეორე საფეხურისთვის – “კოლხი ერი”. მესამე საფეხურის აღსანიშნავად უპირატესობა ეკუთვნის სახელს “გეორგიანელი ერი”. ხოლო ამავე ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის აღსანიშნავად უპირატესი სახელი დედამიწის გამთლიანებულ ნოოსფეროში კავკასიის რეგიონის ფაქტობრივი ექსკლუზიური სტატუსის ამსახველი უნდა იყოს – “მედილატერანელი ერი”. იგულისხმება ამ რეგიონის გარემოცულობა სამი განსხვავებული თვისებრიობის ნოოსფერული გარემოთი: “აღმოსავლეთი” – ფორმის მანიის ჰეგემონიის ისტორიული არე, “ჩრდილოეთი” – ძლევის მანიის ჰეგემონიის ისტორიული არე და “დასავლეთი” – ცხრომის მანიის ჰეგემონიის ისტორიული არე. ეს ინტერცივილიზაციური ფაქტორი არის ერთ-ერთი ხელშემწყობი გარემოებაც და შედეგიც დედამიწის ნოოსფეროში ერთა მართვის მანიის კლასის ლიდერის, ქართველი ერის კავკასიაში ლოკალიზებულობისა და კავკასიის მეოთხე თვისებრიობის ნოოსფერული გარემოდ – მართვის მანიის დომინირების ისტორიული არედ იდენტიფიკაციისა. სწორედ ამის გამოც კავკასია, კერძოდ კი საქართველოს სახელმწიფო, დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის ინსტიტუტების – “გლობალური განვითარების ცენტრის” განლაგების ოპტიმალურ არეს წარმოადგენს.

ქართველი ერის ამგვარად წარმოდგენის საფუძველი, გარდა ზემოთაღნიშნულისა (უწყვეტობის მომენტი), არის ის გარემოება, რომ სწორედ ამ ერის გავლენით ინიციირებული პროცესები იდენტიფიცირდება იმ ფაქტორად, რომელმაც უზრუნველყო დასავლეთევროპულ ცივილიზაციასთან კონფლიქტში ეგეოსური ცივილიზაციის საბოლოოდ დაწინაურება, 1920-იან წლებში – საბჭოეთის სივრცეზე, 1940-იანი წლების დასასრულისთვის – დანარჩენ მსოფლიოშიც.

კავკასიაში საქართველოს განსაკუთრებულ სტატუსს კი განაპირობებს ის, რომ: 1) თითქმის ყველა ის ეთნოსი, რომელიც, მისი თანამედროვე მდგომაერeობით, იდენტიფიცირდება კავკასიაში ლოკალიზებული მართვის მანიის კლასის ერის, ანუ ქართველი ერის, “ალტერნატიული თვითრეალიზაციის ჯგუფად”  – მეგრელები, სვანები, გურულები, იმერლები, რაჭველები, მესხები, ქართლელები, ხევსურები, ფშაველები, კახელები და ა.შ. – ლოკალიზებულია საქართველოში, იშვიათი გამონაკლისია ჰერები; ისტორიულად ამგვარ ელემენტთა განფენის არეალი საქართველოს tანამედროვე ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ, უფრო ვრცელი იყო: “ძველი ბერძნები” (უნდა განვასხვაოთ ძველი ელინებისგან); “ძველი ლაზები”, “ძველი ტაოელები”, “ძველი სომხები” (უნდა განვასხვაოთ ძველი თუ ახალი არმენიელებისგან), “ძველი აფხაზები”, “ძველი ოსები”, “ძველი ბაცბები” და ა.შ., ასევე, შესაძლებელია – “ძველი ვაინახები”, “ძველი უბიხები” და ა.შ.; 2) ამ ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის ყოველი გამოხატულება (“მედილატერანული მემკვიდრეობა”) შექმნილია საქართვeლოში; 3) სხვა კავკასიელ ეთნოსთა ლოკალიზაციის გეოგრაფია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, წარმოადგენენ თუ კომპონენტად შეიცავენ (ან წარმოადგენდნენ თუ კომპონენტად შეცავდნენ) ქართველი ერის, ანუ კავკასიაში ლოკალიზებული მართვის მანიის კლასის ერის “გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფებს”, ჩამოყალუიბებულთ, ან “ალტერნატიურლი თვითრეალიზაციის ჯგუფების რეფუნქციონალიზაციით” – ბერძნები (პონტოელები – უნად განვასხვაოთ ელინებისგან) ლაზები, ტაოელები (გურჯები), აფხაზები, აბაზები, ოსები, ბაცბები, ქისტები, სომხები (უნდა განვაასხვაით არმენიელებისგან), ინგილოები და.აშ., ასევე, შესაძლებელია: ვაინახები, უბიხები და ა.შ. – ან კავკასიაში შემოსული ან მეზობელ რეგიონებში განსახლებული სხვა თვისებრივი ტიპის ერების წარმომადგენელ ეთნოსთაგან  –ურიები, ასევე, შესაძლებელია: ქურთები, ბორჩალოელები, კაზაკები და ა.შ., “მდგრადობის კომპონენტებად” კავკასიში შემოსულ თუ მეზობლად ლოკალიზებული ერებით. დღეს საქართველოში ყალიბდება ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფი, მდგრადობის კომპონენტად ამერიკელი ერით. გლობალური განვითარების ცენტრის ამოქმედების შემდეგ, მსგავსი ერთეულების რიცხვი, სხვადასხვა მდგრადობის კომპონენტებით, დიდად გაიზრდება.

ამრიგად, კავკასია იდენტიფიცირდება გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ექსკლუზიური ფუნქციის რეგიონად, რომელსაც უდიდესი კონსტრუქციული წვლილის შეტანა შეუძლია გლობალური სტაბილიზაციის და მსოფლიო საზოგადოების მდგრადი განვითარების გზაზე დაყენების საქმეში. ეს ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირებას გულისხმობს, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტების ყველა ასპექტის გათვალისწინებით განხილვასა და გადაწყვეტის შესაძლებლობას გვკარნახობს. ვერავითარი სხვა, უფრო მცირემასშტაბიანი პროექტი ვერ მოიტანს ვერც კავკასიის და ვერც მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობის საგრძნობ და სტაბილურ გაუმჯობესებას.